კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილი ულვაშა


ანუ „ონ ნე დაიოტ“
მართალია, მას ულვაშები აღარ აქვს, მაგრამ, დრო თუ იხელთა, განცხადებებს მაინც აკეთებს. ჰოდა, რაკი იხელთა, ბორის-ჯაყო ჩოჩიევის მტკიცებით, „2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სიმართლის უსასრულოდ დამალვა შეუძლებელია.“ ასე კი ახლა უკვე უულვაშოდ დარჩენილი (თუმცა პოსტშეძენილი – „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი) საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა (აღარ შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებამ დღის სინათლე ჩვენი მეშვეობით იხილა). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საკუთარი პასუხი თავად ბ-ნმა ფურნიემ ასე ახსნა: პროვოკაციული პასუხის გაცემის სურვილი გამიჩნდაო, ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში გარღვევა მომხდარა და დიპლომატები პროვოკაციული განცხადებების გაკეთების იშტაზე მომდგარან (ან მათი წყობიდან გამოყვანა უმარტივესი საქმე გამხდარა).
მეორე მხრივ, უულვაშო ბორის-ჯაყო იმ რესპონდენტთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც პირადად ჩემს სატელეფონო ზარს შემდეგნაირად რომ უპასუხებს ხოლმე: „ია გრუზინსკიმ ჟურნალისტამ ინტერვიუ ნე დაიუ.“ ხოლო, რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მისი სეპარატისტული თვალებისთვის არაფერი დამიწერია („ია ნე ინტერესუიუს მნენიემ სეპარატისტოვ“), ვისაც „დაიოტ“, მისი ნამუშევარიც დაიმოწმოს. ხოლო, თუ ჩვენც „დასტ“, იქნებ რაღაც-რაღაცეები კიდეც წავაკითხო.

скачать dle 11.3