კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხიარული სამეული



პირველი ღამის უფლება
შესაძლოა, იმიტომ, რომ ფანტაზია უნაპიროა (განსაკუთრებით, ჩვენებური სახმოხელისა), ერთიანი ადმინისტრირების ქვითარს (აი, იმას წყლის გადასახდელს თუ არ გადაიხდი, რომ დაგაბნელებენ) დედაქალაქელმა საკრებულოებმა ფეხი მარდად აუწყვეს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, თავი მარტოსულად რომ არ ეგრძნო, ისიც ელექტროენერგიას მიაბეს (ვითომ, „ვ ტრაიომ ვესელეი“?!). თანაც, განა, მხოლოდ მექანიკურად, შინაარსობრივადაც: პოსტრევოლუციურ საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ოდენობა, თურმე, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობით განისაზღვრება. ამ ლოგიკით კი, გამოდის, რომ ჩვენი პოლიტიკოს-სახმოხელეები, ზედაც ბიზნესმენებიანად, ყველაზე მსხვილ-მსხვილი ნაგვისმყრელები არიან (შეძლებული ოჯახი ხომ მეტ ელენერგიას მოიხმარს?!). ამ ჩემს (თუმცა რაღა ჩემს, უფრო არისტოტელეს) ლოგიკაში საკრებულოს „ნაცმოძრაობელი“ დეპუტატებიც მომყვებიან. სახელდობრ, ბ-ნი ხაჩირიშვილის განმარტებით, საკითხის ამგვარად დაყენება (ვინც მეტ დენს წვავს, მას ნაგავიც მეტი გასდის) შეჭირვებულ ოჯახებს დასუფთავების გადასახდელს შეუმცირებს, რა თქმა უნდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ შეჭირვებული საქართველოს მოქალაქეები ცოტა ელენერგიას წვავენო (განა იმიტომ, რომ სიბნელე უყვართ, უსახსრობის გამო ვერ იყენებენ). მე რომ მკითხოთ, შეჭირვებულებისთვის ისეთი პირობების შექმნა აჯობებდა, მეტი ელენერგია მოეხმარათ და ყველა გონივრულად დაწესებული გადასახდელის გადახდისუნარიანები გამხდარიყვნენ.
მეორე მხრივ, ამ ლოგიკით, მაღალხელფასიან (ანუ ბევრისდამწველ) მოქალაქეებს (ასეთები კი, ძირითადად, ჩვენი სახმოხელეები ბრძანდებიან) ნარჩენების გატანა უძვირდებათ. თუმცა, ალბათ, აღელვება არ ეგების, რადგან, ტრადიციულად, იქ, ჩვენ ზემოთ, მყოფები თავებს არ იჩაგრავენ და, ღრმად მწამს, არც ახლა დაიჩაგრავენ.
ხოლო, რაკი დაწყვილება ვერც გადასახდელებს ასცდა, ზედაც, ეს ჩვენი ლოკალური (ცენტრალურიც) საკანონმდებლო ორგანო ამ ჩვენს წეს-კანონებს საკუთარი სურვილ-ახირებისამებრ ჭრის და კერავს (რატომ მხოლოდ დენი-წყალი-დასუფთავება), მათთვის იქნებ პირველი ღამის უფლებაც მიგვენიჭებინა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავი მარტოსულად და მიტოვებულად არ ეგრძნოთ, თუ შუქსაც გამოურთავენ, წყალსაც და ზედაც ნაგავს დააყრიან?!

скачать dle 11.3