კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყალწაღებულები



ყურშეუბარტყუნებლები

იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ჩვენს გულზეც წვიმს, ამოძრავებულ-ჩამოწოლილი მეწყრებიც მოწმობს, დანგრეული გზებიც, დახოცილი პირუტყვიც, დატბორილი სახლ-ნაკვეთებიც და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ადამიანთა მსხვერპლი. სახუწყებები მასშტაბურ ზარალს ნალექების სიუხვეს აბრალებენ (ერთ დღეში მოდის ერთი თვის სამყოფიო), ოღონდ, ჯერ ერთი, ეს არგუმენტი საფუძვლიანადაა შესასწავლი და, რაც მთავარია, ის, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან სულ მთლად აცილება თუ არა, ზარალის შემსუბუქება მაინც.
ბუნებრივია, ადამიანებს ვეღარავინ გააცოცხლებს; ვერც იმ თანხას (სხვათა შორის, ვალით აღებულს), მინგრეულ-მონგრეულ გზებთან ერთად წყალმა რომ წაიღო, თუმცა აი, იმის ცოდნა არ გვაწყენდა, რატომ არ სწყალობს პრევენციულ ღონისძიებებს ჩვენი მშობლიური სახუწყებები. ხოლო, რომ არ სწყალობს, ამის დამტკიცება მეტად მარტივად შეიძლება.
2011 წლის იანვარში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი უწყებები გააფრთხილა, თუ რომელ კონკრეტულ რეგიონებში იყო მოსალოდნელი სტიქიური კატასტროფები. მეტსაც გეტყვით, ასეთი კვლევა პირველად არ ჩატარებულა და ქართველი სპეციალისტები ყოველწლიურად ამზადებენ შესაბამის ანგარიშებს სტიქიის მოსალოდნელი შეტევის შესახებ; კონკრეტულ ადგილებსაც ასახელებენ; შესაძლო საფრთხეების ჩამონათვალსაც აკეთებენ და პრევენციულ ღონისძიებებსაც გვთავაზობენ. თუმცა, თუ სტიქიური უბედურებების მასშტაბებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ჩვენ ზემოთ მსხდომნი ყურსაც არ იბარტყუნებენ. სპეციალისტების შეფასებით, სტიქიის დამანგრეველი შედეგი პირდაპირ უკავშირდება პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობას: მდინარეების სათავეებისა და საღვარცოფე ხევების გაუწმენდაობით დაწყებული და მეწყრული სხეულების თავის ნებაზე მიშვებით დასრულებული. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში სამი ათასზე მეტი მეწყრული სხეულია, უზომო ნალექები კი მათ ამოძრავებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, პრევენციის არარსებობის პირობებში, სავარაუდოა, რომ მალე ყურმოყრუებულებს არა მხოლოდ წყალი წაგვიღებს, მიწაც ფეხქვეშ გამოგვეცლება და ვალით დაგებული გზებიც ოხრად დაგვრჩება!

скачать dle 11.3