კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შევარდნაძის ოთხი ბრძანება, ოთხი „ატბოი“, რომელიც ქართულმა ჯარმა მიიღო და გაცოცხლებული მიცვალებული



მობილიზაცია
გაგანია სამხედრო საბჭოს პერიოდია და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ვისაც რა და როგორ უნდა, ისე იქცევა. თოვს, ყინავს და თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ სამორიგეოში ვზივარ. ერთი სიტყვით, დიდ დისკომფორტში ვარ და ღმერთს ვევედრები, არაფერი მოხდეს, რომ გარეთ გასასვლელი არ გავხდე. უცებ ტელეფონი რეკავს (მაშინ, „ვეჩე“ არ მუშაობდა) და ედუარდ შევარდნაძე ძალიან გაღიზიანებული ყვირის:
– სადაა არმია, რა ხდება თბილისში, მეგრელები მოდიან და მე ეს აქ, ამერიკაში შემატყობინეს. ჩქარა, დაირაზმეთ!
შევარდნაძის ხმის გაგონებაზე ენა ჩამივარდა და მაშინდელი გენშტაბის უფროსი დავალაპარაკე, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურთან საუბრის შემდეგ მიბრძანა:
– ჩქარა, არმია აწიე, სამეგრელოში მივდივართ!
არმიის „აწევა“ იმ პერიოდში ურთულესი საქმე იყო, რადგან ზოგი სად იყო წასული და ზოგი – სად. ერთი სიტყვით, შეიარაღებული ხალხი საშოვარზე დადიოდა თავიანთი საბრძოლო მანქანებით და მათი თავმოყრა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, მათ მოგროვებასა და წასასვლელად მომზადებას მთელი დღე დასჭირდა. როდესაც მობილიზაცია დასრულდა და სამეგრელოსკენ უნდა დავძრულიყავით, ისევ შევარდნაძემ დარეკა და „ატბოი“ გვიბრძანა.
არმიას ამერიკიდან მოსული ბრძანება გავაცანი და ისინი კვლავ დაიშალნენ... როდესაც ნახევარზე მეტი ხალხი წასული იყო, შევარდნაძემ ისევ დარეკა, ბრძანება შეცვალა და კვლავ მობილიზაცია და სამეგრელოზე გალაშქრება გვიბრძანა, შემდეგ ისევ „ატბოი“ გვითხრა. ერთი სიტყვით, ეს ცირკი კიდევ ორჯერ განმეორდა და ბოლოს ყაზარმული მდგომარეობა გამოვაცხადეთ. საქმე კი ის იყო, რომ ბრძანებებს შევარდნაძის ხმით ცნობილი პაროდისტი ობოლა ციმაკურიძე იძლეოდა, რომელიც ჩვენი ოთახის მოპირდაპირე ოთახში თავის მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და ჩვენ „გვეკაიფებოდა“.
თურქული დაბომბვა
1988 წლის დეკემბერში მე და ჩემი ბიჭები ერთი თვით მიგვავლინეს მიწისძვრით დანგრეულ სპიტაკში. იმ დროს უკვე „მურის“ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და ჩემს ოპერატიულ ქვედანაყოფს მოროდიორებთან ბრძოლა ჰქონდა დავალებული, რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ მიწასთან გასწორებულ სპიტაკში. ეს ნაძირლები იქ ვითომდა დასახმარებლად იყვნენ ჩასულები, სინამდვილეში კი მიცვალებულებს ძარცვავდნენ. მე ჩემს ბიჭებთან ერთად რეიდებს ვაწყობდი დანგრეულ ქალაქში და მოროდიორებს ვავლენდით. სხვათა შორის, 500-მდე მოროდიორი დავაკავეთ იმ ერთ თვეში და ხელმძღვანელობის მადლობაც დავიმსახურეთ.
ერთ სუსხიან დღეს მე და ჩემი ოთხი ხელქვეითი მორიგ შემოვლაზე ვიყავით. ერთ-ერთ დანგრეულ ნაკორპუსალს მივადექით. ვხედავთ, მაშველის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი მიწიდან ამოშვერილ ხელს ეჯაჯგურება. ისე იყო გართული ამ საქმიანობაში, რომ ჩვენი მიახლოება ვერ შენიშნა და მთელი მონდომებით ცდილობდა, ნანგრევებიდან ამოშვერილი მიცვალებულის თითიდან ბეჭდის წაძრობას. ის-ის იყო, მოროდიორი უნდა შეგვეპყრო, რომ მან ძლავრად დაქაჩა მიცვალებულს თითზე, ბეჭედი წააძრო და... ამ დროს სასწაული მოხდა: ნანგრევები ამოძრავდა და ბეტონის ნატეხებიდან 70 წლამდე ასაკის ქალი ამოძვრა, რომელსაც ისე ჰქონდა ცხვირ-პირი გაშავებული მტვრისა და ტალახისგან, რომ ზანგი გეგონებოდათ. მოხუცმა ჯერ მოროდიორს შეხედა, შემდეგ ჩვენზე შეაჩერა მზერა და ბოლოს დამტვრეული რუსულით იკითხა:
– თურქები უკვე განდევნეს?
როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იმ მოხუც ქალბატონს, ისევე, როგორც მიწისძვრისას გადარჩენილთა უმრავლესობას, ეგონათ, რომ ისინი თურქებმა დაბომბეს...
მოროდიორი ისე დაიბნა, რომ, რატომღაც  ჯერ მოპარული ბეჭედი გადაყლაპა, შემდეგ ხველა აუტყდა და ბოლოს გული წაუვიდა.
მოროდიორი მოვასულიერეთ და, სანამ დავაპატიმრებდით, მას იმ ქალბატონის ბეჭედი უკან „ბუნებრივი“ გზით დავაბრუნებინეთ...
პოლკოვნიკ ნესტორ სიავას
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3