კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის თამუნა ამონაშვილისთვის გაუსაძლისი და როგორ გაიარა მან მეუღლესთან ერთად ადაპტაციის პერიოდი



მომღერალი თამუნა ამონაშვილი, მეუღლესთან, რეჟისორ, რეზიკო არჩვაძესთან ერთად უკვე რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და მათი ოჯახი კიდევ უფრო გაძლიერდა, იმედს იტოვებენ, რომ მალე საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდებიან და საყვარელ ქალაქში განაგრძობენ ცხოვრებას. თამუნა სიმღერის გარდა, ახალი საქმით არის დაკავებული. თუმცა დიზაინერობით ის უკვე დიდი ხანია დაინტერესდა და საკუთარი სალონის გახსნასაც გეგმავს ახლო მომავალში. ამჯერად თამუნა თბილისშია და აქ რამდენიმე თვე დარჩება. ჩვენც შემთხვევით ვისარგებლეთ და მას მოსკოვურ ცხოვრებაზე გავესაუბრეთ.
თამუნა ამონაშვილი: საქართველოს გარეშე ყოფნა, ჩემთვის მართლა გაუსაძლისია. 2 წელი ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და „გავრეკე”, ასე ვთქვათ. ყველა ძალიან მომენატრა და ბოლოს და ბოლოს ჩამოვედი და ორი სამი თვე დავრჩები. თუ რამეში გამოვადგები ჩემს ქვეყანას, გამიხარდება.
– მოსკოვში რას საქმიანობ?
– მოსკოვში პირადი ცხოვრების გამო ვარ წასული, ჩემს ოჯახს სჭირდება ეს, თუმცა არ დავკონკრეტდები. იმას კი გეტყვით, რომ მოსკოვში იმის გამო არ წავსულვარ, რომ რუსული შოუ-ბიზნესი დავიპყრო. ეს არანაირად არ მჭირდება და არც მინდა. მიუხედავად ამისა, სახლშიც არ ვზივარ. ათასში ერთხელ კლუბებშიც ვმღერი, რესტორნებში – ვერა. საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ, ჩემი საქმე რესტორანში სიმღერა არ არის. ქართული სარესტორნო სიმღერები ჩემს სტილში არ არის. როცა რამეს ვაკეთებ, იმით ვამაყობ. ახლა სიმშვიდის პერიოდი მაქვს. ალბათ, მალე დავბრუნდებით საქართველოში, რადგან დიდი ხნით მოსკოვში საცხოვრებლად არ წავსულვარ. რომ ჩამოვალთ, მინდა, დიდი, გრანდიოზული სოლო კონცერტი გავაკეთო, რომელიც ძალიან თანამედროვე, ევროპულ სტილში იქნება – დიდი შოუ-პროგრამით. ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და თანაც, ძალიან ძვირია. გადავიღებ ასევე ორს თუ არა, ერთ თანამედროვე, ევროპული დონის კლიპს. მას, რა თქმა უნდა, რეზიკო გადაიღებს. სიმღერის გარდა კიდევ სხვა საქმით უნდა დავკავდე. მოსკოვში დიზაინერთა სკოლას ვამთავრებ და მინდა ამ მხრივ ჩემს თავს განვითარების საშუალება მივცე.
– ანუ, მალე შესაძლებელია, თბილისში თამუნა ამონაშვილის სახელობითი სახელოსნო ვიხილოთ?
– კი, აუცილებლად. დიდი ხანია, ვამბობ ამას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი აქ ყოფნის დროს ეს ვერ შევძელით. დიდი თანხა სჭირდება. ახლა კი ჩვენს ცხოვრებაში რაღაცეები შემოვიდა და არის იმის შესაძლებლობა, მეგობრების დახმარებით, ჩანაფიქრი განვახორციელოთ. სიმღერა სიმღერაა, მაგრამ ეს რომ არ გავაკეთო, ძალიან ცუდად ვიგრძნობ თავს. არ არსებობს ჩემს გარშემო ადამიანი, ჩემი გაკეთებული აქსესუარი, ან შეკერილი რამე არ ჰქონდეს. რუსეთშიც ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა ჩემს საქმიანობას. გავიცანი ადამიანები, რომლებიც მთხოვენ, ამ განხრით გავაკეთო რამე.
– სად იხარჯება ბოლომდე თამუნა ამონაშვილი?
– ოჯახში. მე რომ ჩემს მეუღლეს სადილი არ გავუკეთო, არ არსებობს. შვილი ჯერჯერობით არ გვყავს, ამიტომ ჩემს მეუღლეზე ვხარჯავ ძალიან დიდ ენერგიას. ასევე, დიზაინის მიმართულებით ვხარჯავ ძალიან დიდ ენერგიას. სიმღერაზე დღესდღეობით ენერგია არ მეხარჯება. წინა ჩასვლაზე დამეხარჯა ამაში დრო, რადგან 300-400 სიმღერა ვიცი. იმდენად გავხსენი ჩემი შინაგანი სამყარო მომღერლობის თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი აღმოჩენა გავაკეთე. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიხდება ფრანგული და ინგლისური სიმღერები, ასევე, ჯაზს ვმღერი ძალიან კარგად. ჩემი თავი ამ ამპლუაში ძალიან მომწონს და დღეს პოპი აღარ მაინტერესებს. უფრო მელოდიურ ჯაზს მივანიჭე უპირატესობა.
– ბევრს შეიძლება, ვერც კი წარმოუდგენია, რომ თამუნა ამონაშვილი კარგი დიასახლისი და მეოჯახეა – სახლს ალაგებს, სადილს ამზადებს და ასე შემდეგ.
– სხვათა შორის ფანტასტიკურ კერძებს ვამზადებ. მოსკოვში ჩვენი მეგობრების რიგი მიდგას – თამუნა რას გაგვიკეთებო. გიჟდებიან ჩემს გაკეთებულ საჭმელებზე. თან რაღაცეებს ვიგონებ, ეს, ალბათ, გენეტიკურია. თბილისში არაფერს ვაკეთებდი, რადგან ამის საჭიროება არ იყო. სახლში დედა ამზადებდა ყველაფერს. მე გარედან შემომქონდა. მოსკოვში კი, თავში კოდირებულად ამოტივტივდა ყველაფერი – მახსენდებოდა დედაჩემი როგორ აკეთებდა ამა თუ იმ კერძს. ალბათ, ეს ყველაფერი ისე ილექებოდა ჩემში, რომ ვერც ვგრძნობდი. როგორც კი მარტო დავრჩი – ყველა კოდი გაიხსნა. შემიძლია, არაფრისგან რაღაც გავაკეთო. ჩემთვის ოჯახი და მეუღლე პირველია – აქედან იწყება ყველაფერი. ჩემს ქმარს თუ არ გავუმზადე, აბა, ვის უნდა გავუმზადო, თან გიჟდება ჩემს გაკეთებულ საჭმელებზე.
– დამთმობი მეუღლე ხარ?
– ოჯახი ისეთი რამ არის, ხან შენ უნდა დაუთმო და ხან – მან. ქალს თავისი ხუშტურები აქვს, ზოგჯერ თუ არ დაგითმეს, შეიძლება, გაგიჟდე. რეზიკოს ეს ესმის. ისეთი შემთხვევებიც არის, რომ შეიძლება, თავი დამიქნიოს, დამეთანხმოს, მაგრამ ბოლოს მაინც ისე ხდება, როგორც მას უნდა.
– მას შემდეგ, რაც რეზიკოსთან ერთად მოსკოვში გადახვედი დროებით საცხოვრებლად, ალბათ, უფრო მეტად გახდით ერთმანეთზე დამოკიდებული და ბევრი ახალი რამ აღმოაჩინეთ.
– სულ სხვა რაღაცეები აღმოვაჩინეთ და დავინახეთ ერთმანეთში. უფრო გავძლიერდით, რადგან ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს. მეგობრებთან და ნაცნობებთან კი გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ეს წუთიერია. ბოლოს ყველა თავის სახლში მიდის და მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. გაოცებული და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ძალიან ბევრი რამ არ მსიამოვნებს იქ რომ ვარ, მაგრამ პირადული და ოჯახური პირობების გამო, იძულებული ვარ, ცოტა ხანს მოსკოვში ვიყო. ძალიან მალე კი ორივე ჩამოვალთ საქართველოში.
– იმასაც ამბობდნენ, ქართველებს რუსეთში ზღუდავენო...
– მე ეს არ მიგრძნია. თუ დააშავე, შეგზღუდავენ, აბა, რა იქნება?! აქ რომ დააშავო რა, არ უნდა შეგზღუდონ? როცა ჩვეულებრივად, წყნარად ცხოვრობ და არაფერს არ აშავებ, თავში ხომ არ ჩაგარტყამენ? ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვური რეაქციითაა დამოკიდებული. ყველას თავისი საქმე აქვს. არის მომენტი, შეიძლება ორი კვირა ვერავინ ვნახო და მხოლოდ ტელეფონით მქონდეს მათთან ურთიერთობა. ყველას თავისი მიდი-მოდი აქვს, მაგრამ როცა რამე ხდება, ერთად ვართ და ქართულად აღვნიშნავთ. ბოლოს, „თბილისოთი“ რომ ვამთავრებთ, ყველანი ვტირით.
– ერთ თვეში იუბილარი იქნები. როგორ გეგმავ დაბადების დღის აღნიშვნას?
– თბილისში ვიქნები, მაგრამ არ ვიცი, გადავიხდი თუ – არა. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიქნები. რატომ არ ვიცი? მაგრამ, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ბავშვობიდან არ მიყვარს. ბევრი კარგი დაბადების დღე მქონია, მაგრამ ყოველთვის მაინც ცუდ ხასიათზე ვარ. ვერ ვხსნი, რატომ, მაგრამ ასეა.
– ყოველთვის ფორმაში ხარ. ამას როგორ ახერხებ?
– 25 წელია სცენაზე ვდგავარ და ალბათ, მივეჩვიე. გარეთ მოუწესრიგებელი ვერ გავალ. მაღაზიაშიც რომ გავდიოდე, მსუბუქი მაკიაჟი მაინც უნდა გავიკეთო, სხვანაირად არ შემიძლია. არც ყოველდღიურად ვიხატავ თვალებს, მხოლოდ მსუბუქად, „რუმიანას” გადავისვამ. მაკიაჟი ძალიან მღლის.
– როგორ შეხვდა თამუნა ამონაშვილს ქართველი ხალხი? როგორია მათი რეაქცია თუნდაც ქუჩაში.
– ახლა არა, მაგრამ წინა ჩამოსვლაზე, როცა ორი წელი არ ვიყავი აქ ნამყოფი, ძალიან მაინტერესებდა, როგორ მიმიღებდა ხალხი, ცოტა მეშინოდა და მეგონა, ალბათ, არავის ვახსოვარ-მეთქი. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. აეროპორტიდანვე, ჩამოსვლის წუთიდან, იმხელა სიხარული და სიყვარული ვიგრძენი, რომ გავგიჟდი... იმ პერიოდში რემონტს ვაკეთებდი და ისეთი ხალისი მქონდა, თვითონ დავდიოდი ელიავაზე და ვეძებდი ყველაფერს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რემონტში ნახევარი ფასი მაქვს გადახდილი. მასალების ნახევარი ნაჩუქარია. ყველა მცნობდა და ძალიან თბილად მხვდებოდნენ. ზოგი ფულს საერთოდ არ მართმევდა, ზოგი კი ნახევარ ფასში მაძლევდა და ასე შემდეგ. უბრალო ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი ისეთი, ზოგჯერ გაკვირვებულიც კი ვიყავი ამით. ჩემი დიზაინით სახლი არაჩვეულებრივად გავაკეთე. ვინც პირველად მოდის ჩვენთან, მისი პირველი რეაქციაა – „ვაუუ!” ძალიან სხვანაირი და კარგი გამოვიდა.
– თამუნა, ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც ძალიან უყვარს სხვას რომ ახარებს, ანუ გიყვარს სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება. რომელი უფრო მაგარია, როცა შენ უკეთებ სხვას, თუ შენ რომ გიკეთებენ?
– საჩუქრებზე ყველა ქალი გიჟდება, მათ შორის მეც, მაგრამ უფრო დიდ სიამოვნებას და აღტკინებას ვგრძნობ, როცა მე ვჩუქნი და რაღაცას ვქმნი სხვისთვის. ისეთ სიამოვნებას ვიღებ ამით, რომ ვერ ავხსნი.
– რამ შეიძლება გააოცოს შენი მეუღლე?
– ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს. ოთხი წელია ადაპტაციის პერიოდი, მე და რეზიკო კი უკვე მეექვსე წელია ერთად ვართ. ყველაფერი ერთად გადავიტანეთ – ბევრი სიხარული, ბევრი ტკივილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მორწმუნეა, ერთი მიმართულება გვაქვს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და არაჩვეულებრივია. ეს ყველაფერი კი რაღაცეების გადატანაში გვეხმარება. მერწმუნეთ, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთულია. ჯერ ერთი იქ, როგორც ქართველი არავის სჭირდები და მეორეც, ნულიდან იწყებ ყველაფერს. ერთს მივხვდი, მოსკოვი ჩემი ქალაქი არ არის. ჩემი ქალაქი თბილისია. ჩემი ქვეყანა ტკივილამდე  მიყვარს. თვითმფრინავიდან რომ გადმოვედი, აეროპორტში დავიჩოქე და მიწას ვაკოცე. თბილისში სულ სხვა სურნელია.

скачать dle 11.3