კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ფორმის თეფშიდან ჭამა გვიცავს ავი თვალისგან და არის თუ არა სახიფათო ანტიკვარული ნივთების აურა



ჩვენს გარშემო ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ ნივთებს ვეხებით, რომელთაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. „ქალების სამფლობელოდ“ აღიარებულ სამზარეულოში ყველა ნივთს თუ ხელსაწყოს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ამ მხრივ, არსებობს გარკვეული ეტიკეტი, რომელიც ყველა ადამიანმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაითვალისწინოს.



ლალი: ქალები სამზარეულოში ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებენ, ფუსფუსებენ, საჭმელს ამზადებენ, ალაგებენ, რეცხავენ. ალბათ, ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ ისინი ამ ოთახში მაგიური მოქმედების მონაწილენი არიან.

– იქნებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს სამზარეულო ოთახთან?

– ახლავე. მოგეხსენებათ, მაგალითად, იმ ხელსაწყოებს, რომლებსაც ჩვენ კერძის მომზადების დროს ვიყენებთ, გარკვეული ენერგეტიკა აქვს. პარაფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ჭურჭელი, რომელსაც ადამიანი იყენებს, ინახავს მოვლენათა ნიუანსებს. კერძოდ, იმ ინფორმაციას, რომელსაც მისი ყოფილი მფლობელი გადასცემდა მას. ამიტომ, გამოდის, რომ დიასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია თაობებს გადაეცემა. დღეს, გაჭირვების გამო, ბევრი ყიდის ოჯახიდან სხვადასხვა ნივთებს, ჭურჭელს, ვაზებს... დაბალი ფასის გამო კი ბევრი ყიდულობს. გირჩევთ, სანამ ასეთ ანტიკვარულ ნივთებს შეიძენთ, აუცილებლად დაინტერესდეთ მისი ყოფილი მფლობელის ბედით. თუ ის კეთილი ადამიანი იყო, მის ნაქონ ჭურჭელსაც დადებითი აურა აქვს. ამიტომ, შეგიძლიათ, თამამად შეიძინოთ მისი ნივთები და სახლში თამამად შეიტანოთ.

– ამბობენ, ჭურჭლის ფორმასაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვსო. ეს თუ არის მართალი და ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ?

– რასაკვირველია, ესეც მართალია. ჭამის დროს გარკვეული მაგიური თვისებები აქვს იმ თეფშსაც კი, რომლიდანაც თქვენ საკვებს იღებთ და მიირთმევთ. მაგალითად, მრგვალი თეფშიდან საჭმლის ჭამა ავი თვალისგან იცავს ადამიანს. კვადრატული თეფშის მოყვარული ადამიანი ამაღლებული ბუნებით და რომანტიკულობით გამოირჩევა, მის გვერდით სასიამოვნოა ყოფნა, რადგან დადებით ენერგიას ასხივებს. ხოლო სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა კი ადამიანს მეტ პიკანტურობას სძენს.

– ჭურჭლის ფერს და მოხატულობასაც აქვს რაიმე მნიშვნელობა?

– იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხატია თეფშზე, რომლიდანაც თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ საკვებს. კერძოდ, თუ თეფშზე ათასგვარი ციფრი ან იეროგლიფია მოხატული, ამ დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან მათი კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ-ინფორმაციულ კოდს ქმნის. თუ ეს კოდი უბედურების მომტანია თქვენთვის, საფრთხეც ყოველდღიურად იზრდება. რაც შეეხება ჭურჭლის ფერს, ესეც მოქმედებს ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. კარგად დააკვირდით, რა ფერის თეფშიდან მიირთმევთ საჭმელს, რა ფერის ჭიქიდან სვამთ წყალს, ჩაის თუ ყავას, რა ფერის ტაფაზე ან ქვაბში ამზადებთ კერძებს. მე გირჩევთ, ამ მხრივ უპირატესობა მიანიჭოთ წითელი შეფერილობის ჯამ-ჭურჭელს. ასეთი ჭურჭელი ენერგიით აგავსებთ, უფრო სწორად, მასში მომზადებული კერძი. ამ ფერისვე თეფშიდან ან ჭიქიდან მიღებული საკვებიც, ენერგიით მოგამარაგებთ. თუ გსურთ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთესად წარმოაჩინოთ, მაშინ ყავისფერი ჭურჭელი გამოიყენეთ. თეთრი ფერის ჭურჭელი კი აზრების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. საერთოდ, კარგია ცისარტყელას ფერების ჭურჭელში მოამზადოთ კერძები და ამავე ფერის თეფშიდან მიირთვათ. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ ვისთან ერთად აპირებთ სუფრასთან დაჯდომას და ჭამას. თუ გულახდილი საუბარი გსურთ, მაშინ მაგიდა თეთრი ფერის ჭურჭლით გააწყვეთ და ეს შესაბამისად ხელს შეგიწყობთ. არასასურველი სტუმრებისთვის ყვითელი შეფერილობის ჭურჭელი გამოიყენეთ და ასე გაუმასპინძლდით. თუ ადამიანთან გრძნობებზე საუბარი გსურთ, მაშინ ცისფერი ამჯობინეთ. ვარდისფერი ჭურჭელი კი დაგეხმარებათ, საყვარელი ადამიანის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატოთ და მეტად გაიხსნათ. თუ მკაცრი და სერიოზული საუბარი გელით სუფრასთან, მაშინ მაგიდა მწვანე ფერის ჭურჭლით გააწყვეთ. ასევე, გაითვალისწინეთ და სუფრაზე აუცილებლად დადეთ ერთი ზედმეტი თეფში. ეს აწონასწორებს კეთილი და ბოროტი ძალების მოქმედებას სუფრასთან მსხდარ ადამიანებს შორის. თეფშზე აუცილებლად გადაჯვარედინებულად დადეთ დანა-ჩანგალი და არ მიუწყოთ ის გვერდით. თუ ასე მოიქცევით, სტუმრის კეთილგანწყობას და გულახდილობას დაიმსახურებთ.

– გამიგონია, თითქოს ყველა სეზონს თავისი შესაფერისი ჭურჭელი უნდა შეურჩიოს ადამიანმა, რომ გარშემო მყოფების ნდობა და პატივისცემა დაიმსახუროს. ესეც მართალია?

– ყველა სეზონს თავისი ფერის ჭურჭელი უნდა შეურჩიოთ. მაგალითად, ზამთარს მუქი ფერის თეფშები უხდება, შემოდგომით ოქროსფერი ჭურჭელი გამოიყენეთ, ეს თავდაჯერებულობას შეგძენთ და ასევე, სითამამესაც. გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ტონუსი შემცირებულია, ამიტომ ამ დროს მწვანე ჭურჭელი მოიხმარეთ. ზაფხულში კი ადამიანი სიყვარულის მოზღვავებას მეტად გრძნობს, ამ დროს წითელი თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიებს, ხოლო ურთიერთობებს რომანტიკულ და სასიამოვნო ელფერს შესძენს. ასე რომ, ყველა სეზონს თავისი მაგიური ფერის ჭურჭელი შეესაბამება და ეს ყველა დიასახლისმა უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად, სეზონურად ცვალოს.

– რატომ არ შეიძლება, ცუდ განწყობაზე კერძის მომზადება და მაგიდის კუთხეში დაჯდომა? ამ დროს შვიდი წელი მართლა უიღბლობა აქვს ადამიანს გარანტირებული?

– (იცინის) ეს სიბრძნე უხსოვარი დროიდან მოდის და თუ დააკვირდებით, სოფლებში ძველად მრგვალ მაგიდებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ასეთი მაგიდები ბევრ ოჯახში დღესაც შემორჩენილია. მეც ბევრისგან გამიგია, არ დაჯდე მაგიდის კუთხეში, თორემ შვიდ წელიწადს ვერ გათხოვდებიო. საერთოდ, ადამიანისკენ მიმართული კუთხე, კედლის იქნება ეს, მაგიდის თუ სკამის, ეგრეთ წოდებულ „შხამიან“ ისრებს გზავნის, რომელიც ადამიანს მხოლოდ სიყვარულის კი არა, უსახსროდ და წარმატების გარეშეც ტოვებს. თქვენი ნება არ არის? აიცილეთ უფულობა, უიღბლობა და სიყვარულის გარეშე ცხოვრება. არ დაჯდეთ მაგიდის კუთხეში.

ასევე, არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ამბობდნენ, არ მოამზადოთ კერძი ცუდ განწყობაზეო. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ. ისიც მართალია, რომ ამბობენ, ზღურბლზე დამშვიდობება ჩხუბის მომასწავებელიაო. ზღურბლი ენერგეტიკული გამყოფია ორ სამყაროს შორის. ერთ მხარეს თქვენი სამყაროა, მეორე მხარეს კი – უცხო, უხილავი სამყარო. ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის ადამიანებს შორის სასიამოვნო კონტაქტის დამყარებას. სამყაროდან სამყაროში გადაცემული ენერგია კი ორივე სამყაროში თანაბრად იხარჯება. ამიტომაც ირღვევა კავშირი ორ ადამიანს შორის.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3