კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1981 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში. რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესია იქნება მისთვის წარმატების მომტანი, თუ არის მისაღები უცხოეთი და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას ურჩევთ მას?
პასუხი: მისთვის ქვებიდან კარგია და მისაღები: ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოქროსფერი ტოპაზი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სარდონიქსი. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას, რაც მეტად იქნება აქტიური, ენერგიული, შეძლებს საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მით მეტად იქნება ცხოვრებაში წარმატებული. ასევე, დაეყრდნოს ინტუიციას, იყოს კომუნიკაბელური, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას; სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია ან აგრესია; დაეყრდნოს დიპლომატიას. პროფესიებიდან მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამასაჟო საქმე, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია; ასევე, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. უცხოეთი მისი კარმული მისია ნამდვილად არ არის. ის მისთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, ავსტრია, რუმინეთი და პერუ.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 17 იანვარს, დილის 10 საათზე. მაინტერესებს, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: უცხოეთთან დაკავშირებით აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები, რადგან წინაღობები გელით და ადვილად იქ თავს ვერ დაიმკვიდრებთ. თუ ეს ბარიერი გადალახეთ, თქვენთვის კარგია შემდეგი ქვეყნები: მალაიზია, ბრაზილია, სინგაპური, ტაილანდი, პორტუგალია, ინგლისი, დანია, შვედეთი და ყაზახეთი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია და ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მანქანათმშენებლობა, საგამომგონებლო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღებია და წარმატებების მომტანი: მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოლიტიკა, პოლიტოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, საფინანსო საქმეები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 8 მარტს. გთხოვთ, მითხრათ, რომელ უცხო ქვეყანაში გამიმართლებს ყველაზე მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: იტალია, არგენტინა, ავსტრია, ესპანეთი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 6 მაისს. რომელ პროფესიებში მელის სამომავლოდ წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?
პასუხი: უცხოეთიდან მისაღებია შემდეგ ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, მალტა, პაკისტანი. პროფესიებიდან კი კარგია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმე, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, დასვენების ინდუსტრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატებების მომტანია.

скачать dle 11.3