კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როდის არის ქმარი ცოლისთვის გოიმი მიშა მშვილდაძის აზრით და როგორ ექცევიან მას ცოლის ოჯახში

„ვა ბანკის“ წამყვანი მიშა მშვილდაძე იმ ბედნიერ მამაკაცთა სიაშია, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ოჯახურ თანაცხოვრებაში არანაირი დისკომფორტი არ უგრძვნია. მის ცხოვრებას საყვარელი ქალი, საინტერესო სამსახური, კარგი შემოსავალი და მეგობრები ალამაზებენ. მთელი არსებით და სიყვარულით ელის იმ დღეს, როცა მის ცხოვრებაში პატარა სიცოცხლე გაჩნდება, თუმცა ჯერ არ იცის, ეს ბედნიერება მასთან როდის მოვა. ჩვენი საუბარი მხიარულად დაიწყო.



– დაოჯახება ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორ გახსენდება ის დღე, როცა ეს გადაწყვიტე?

– მაშინ „202-ში“ და პარალელურად, რადიო „105-ში“ ვმუშაობდი. თეონა ჩვენთან მოვიდა ოფისმენეჯერად. სამსახურში რომ მივედი, მითხრეს ახალი თანამშრომელი გვყავსო. დამაინტერესა – ვნახე, მომეწონა. წინ დავუდგებოდი და ვეპრანჭებოდი. გავხდი, ჩვეულებრივი ადამიანის წონაზე ჩამოვედი. მერე შევუყვარდი, ცოლად რომ მოვიყვანე, ისევ გავსუქდი.

– შენ კი ეპრანჭებოდი, მაგრამ თეონა რას ფიქრობდა ამ დროს, ეს არის მთავარი.

– ჰო, თავიდან ცოტა ცივად მიყურებდა. მერე დავმეგობრდით, მაგრამ ყველა კაცი გრძნობს ქალის ყურადღებას. საერთოდ, ქალებს ერთი მაგარი თვისება გაქვთ – გყავდეთ 15 თაყვანისმცემელი. ამ თხუთმეტიდან სამი იყოს მაგარი „როჟა“, შემდეგი ხუთი – კარგი ბიჭი, დანარჩენი – იდიოტი. თქვენ ხომ ყოველთვის იტოვებთ „ბ“, „დ“ „პლანს“? მერე ჩვენ რომ ვირჩევთ, თქვენ აანალიზებთ, რატომ გააკეთა ჩემზე არჩევანი, ანუ საკუთარი თავი აინტერესებს შენში. ამიტომ ქალები ასე ადვილად არ „იკვრეინებით“ ხელს.

– შენ რატომ აგირჩია?

– მე იმიტომ ამირჩია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი „როჟა“ ვარ. თუმცა, რაღაც დრო დამჭირდა, რომ ეს ამეხსნა და სხვათა შორის, დამეთანხმა. ცოლის მოსაყვანად მზად ვიყავი როგორც მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ლოგიკურად ეს უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ოჯახი პრობლემების გარეშე არ არსებობს და გარშემო ამის უამრავ მაგალითს ვხედავდი, მაგრამ ამიტომ რა, არ უნდა მომეყვანა ცოლი? ყველა ადამიანმა თავის თავზე უნდა გამოსცადოს, სხვისი მაგალითი არასოდეს გამოდგება. ეს როგორი მარტივი რაღაცაა იცი? ადამიანები, სამწუხაროდ, ავარიაში ყვებიან, მაგრამ მე მანქანით მაინც დავდივარ. ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული სტილია. რაღაცეებს აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, იმაში არ გიმართლებდეს. ოჯახის შექმნა, ალბათ რისკია, მაშინ, როცა ერთი კვირის გაცნობილი მოგყავს.

– როგორი აღმოჩნდა ცოლქმრობის ოთხი წელი? რა პრობლემებს წააწყდი ამ ხნის განმავლობაში?

– ხან კეთილი ხარ, ხან ბრაზდები, შეიძლება, ისტერიკა დაგემართოს, იჩხუბო. უბრალოდ, მთავარია, ამ დროს სისულელე არ ჩაიდინო და არ აწყენინო ადამიანს, მაგალითად, კაცი, რომელიც ქალს ხელს ურტყამს, არის ფეკალური მასა. სხვა სიტყვა არ შემიძლია, მოვუძებნო. ჩვენი ცოლქმრობა დღემდე არის ძალიან საინტერესო, თბილი, შინაარსიანი და ბოლომდე ასე გაგრძელდება.

– ხშირად ცოლ-ქმრის უთანხმოების მიზეზი მოუცლელობა და უყურადღებობაა. შენს ცოლს არ აქვს პრეტენზია, შინ გვიან რომ ბრუნდები?

– ეგ პრობლემა ჩვენც გვაქვს. რაღაც პერიოდი ჩემი ცოლიც მუშაობდა. ახლა რაღაცას წერს და სექტემბრიდან ისევ დაიწყებს. როცა ადამიანს საქმე აქვს, ბუნებრივია, რომ ის რაღაც დროს სწორედ ამ საქმეს დაუთმობს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის, ყოველ საღამოს მთელი სიყვარულით მოიჩქარის შენთან. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობის ძირითადი დრო ღამეა.

– სხვათა შორის, უთანხმოებას ცოლ-ქმარში უშვილობაც იწვევს. რატომ მოხდა ისე, რომ ამდენ ხანს შვილი არ გყავთ?

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცოლქმრულ ურთიერთობაში, რაც აღმოვაჩინე, სწორედ ეს არის. კონკრეტული ადამიანი რომ „გაეძვრება“ და მამას დაგიძახებს, მერე ყველაფერი კონკრეტულ ფორმებს იღებს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან აბსტრაქტულია. მამა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბავშვის მამა ხარ. შენ უნდა აღზარდო ზრდასრული კაცი ან ქალი. ზოგს ჰგონია, რომ ბავშვი ლეკვია, უნდა აჭამო და ასეირნო. რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო სასიამოვნოა ამ საქმის შესრულება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გვყავს ბავშვი, სერიოზული მიზეზი არ გვაქვს. არც თავს ვიკავებდით, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ არ გაჩნდა, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება, ეს ჩვენც ვიცით და მედიცინამაც. ამიტომ მშვიდად ვართ. წინ რაღაც მაგარი მელოდება, რაც ჯერ არ განმიცდია. ახლა ბედნიერების სხვა ეტაპი იწყება. ჯერ არ ვარ ისეთ ასაკში, რომ ამაზე ვინერვიულო და საერთოდ, ალბათ, სამოც წლამდე ძალიან აქტიური ვიქნები, როგორც პროფესიულ, ისე პირად ასპარეზზე და სასურველი მამაკაცი ჩემი მეუღლისთვის. მაგას მაინც მოვახერხებ.

– ქალებს გული გვტკივა, როცა ის რომანტიკა და ვნება ქრება, რაც შეუღლების პირველ ხანებში იყო. შენ თუ ცდილობ, რომ სითბო და სიყვარული არ მოაკლო იმ ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრება მოგიძღვნა?

– არ გვაქვს ისეთი ცოლქმრობა, რომ ცოლს ვუთხრა, – დილით საუზმე მომიმზადე ან საღამოს მთვრალი რომ მოვალ, არ დამენახო, შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო-მეთქი. დღემდე ჩვეულებრივი, გულწრფელი და ძალიან რომანტიკული ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება, ჯერ შვილი რომ არ გვყავს, ამან მეტი ადგილი დატოვა რომანტიკისთვის. განსხვავება ის არის, რომ შეყვარებულობის დროს ღამე სხვადასხვა სახლში გვეძინა და ახლა ერთად ვცხოვრობთ.

– ქალი მამაკაცის თვალში მაშინ მაღლდება, როცა ის თავდაჯერებულია და თავისი საქმე აქვს. ზოგს შეიძლება, აღიზიანებს კიდეც. შენ როგორ უყურებ ამას?

– ყველა ადამიანს აქვს გარკვეული შესაძლებლობები და ქალსაც უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავის ცხოვრებით ვერ იცხოვრებს და ცხოვრობს იმის ცხოვრებით, ვინც ფულს აძლევს. ამას უკვე უთავმოყვარეობა ჰქვია, როცა საკუთარი ფულისკენ სწრაფვა არ გაქვს. ეს შეიძლება, დროებითი მომენტი იყოს და არა მუდმივი. რა თქმა უნდა, ხელფასს მთლიანად არ ვაძლევ ჩემს ცოლს. არის რაღაც მუდმივი და მიმდინარე ხარჯები, რომელსაც უფრო ხშირად მე ვიხდი, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი ამ ეტაპზე უფრო მეტია. ხან მეუბნება, ინტერნეტის ფულია გადასახდელი ან ჩექმა უნდა. ჩემთვის სულერთია, ინტერნეტში გადავიხდი ფულს თუ ცოლის ჩექმაში. ჯერჯერობით ვართმევ თავს და ჩემი ცოლის გარკვეული სურვილები არ მიქმნის ფინანსურ დისკომფორტს.

– აქამდე ვიცოდი, რომ მაინცდამაინც არ სიამოვნებს მამაკაცს ცოლისთვის თავისი ხელფასის ნაწილის გაღება.

– წუწურაქი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნაქირავებში ვცხოვრობ და ბანკში დიდ ვალს ვიხდი. ის პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს, ვცდილობ, პირნათლად შევასრულო. მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო გავუმკლავდები და რაღაც ახალსაც მოვკიდებ ხელს.

– მართალია, რომ ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო?

– დილით არ ვჭამდი, მაგრამ ერთი კვირაა, ცოლის მშობლების სახლში ვრჩები და მაჭმევენ. ისე, კარგია, მთელი დღის განმავლობაში გაცილებით უკეთ აკონტროლებ შენს რაციონს. ძალიან მომწონს ჩემი ცოლის გაკეთებული სადილი. ყოველდღე არ ვაკეთებინებ, იმიტომ, რომ ხშირად გარეთ ვიკვებებით. შემწვარ ხბოს ხორცს აკეთებს ხოლმე მაიონეზით, პომიდვრით, ყველით და სოკოთი. ასევე აკეთებს მაგარ სალათებს. ჭამაში აბსოლუტურად უპრეტენზიო ვარ. ჩემთვის კერძები არ იყოფა ხორციან და უხორცო კერძებად. ლობიოც შემიძლია ვჭამო. ძალიან მიყვარს ყველი და ყველაფერთან ვჭამ.

– თუ გაქვს ისეთი მომენტები, როცა ფიქრობ, რომ – არა, უცოლოდ ყოფნა სჯობდა?

– ყველა მამაკაცი, ვინც თავისუფლებას მისტირის, გოიმია და არ უყვარს თავისი ცოლი. საერთოდ, ქმრების დამოკიდებულება ცოლის, ოჯახის მიმართ ხშირად ძალიან ქაჯურია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ოცდამეერთე საუკუნეში. მამაკაცს თუ პასუხისმგებლობა არ გაქვს, იდიოტი ხარ. შენ გჭირდება ადგილი, სადაც მიხვალ და ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით დაგხვდებიან. უნდა გახდე ბედნიერი და უნდა გახადო ბედნიერი საპირისპირო სქესი.

– კაცი რომ ცოლს ღალატობს, ამას ეძახი ბედნიერებას?

– ჩემ გარშემო ეს არ ხდება. შემთხვევითი კავშირები აქვს დედამიწაზე ყველა ქალს და კაცს, რაც ძირითადად, მთავრდება გაყრით. რად გვინდა ახლა ქალების მსხვერპლის როლში წარმოდგენა, რომ ვთქვა – ეს რა ჩათლახი კაცები გვყავსო?

– ეგრეა და... ახლა ნუ იცავ შენს მოდგმას.

– მე ვიცავ ოჯახის პატიოსნებას. მაგარი გოიმია ის, ვინც ცოლს ღალატობს-მეთქი. ეს იყო ტვინნაღრძობი საბჭოთა კავშირის ბრალი, როცა აქედან ქართველი კაცი აუცილებლად უნდა ჩასულიყო მოსკოვში და რუსი ქალი ჰყოლოდა.

– მას შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ახლა მოსკოვში თუ არა, უკრაინაში გარბიხართ.

– ვაა... ცოლიანი კაცები არ მიდიან უკრაინაში. დამიჯერე. ჩემი ცოლი საქმეზე კი, მაგრამ სექსტურში ნამდვილად არ გამიშვებს. ალბათ, ყველა თავმოყვრე ცოლი, ასე უნდა მოიქცეს. როგორ შეიძლება, ღალატი ჩვეულებრივი ამბავი იყოს, ნუ გადამრიე! ასეთი კაცები უნდა დახოცოთ!

– ქალი შინაგანად კეკლუცი არსებაა და ბევრი ცდილობს, ქმრის მოსვლამდე ყველანაირი საქმე მოასწროს და ფორმაში იყოს. შენ თუ ამჩნევ ამას?

– ქალი თვითონ გრძნობს რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ სიახლე სჭირდება, კაცის ყურადღება მეტად რომ მიიქციოს. რა თქმა უნდა, თეონაც პერიოდულობით დადის სილამაზის სალონში, რომ ფორმაში იყოს. მინდა, რომ ყველა კაცს შურდეს ჩემი, როცა ჩემს ცოლთან ერთად დამინახავენ. ასე უნდა იყოს სახლშიც. რა, სახლში რომ მივალ, ხელით უნდა ვჭამო და არა ჩანგლით? სწორედ მაშინ უნდა იყოს ყველაზე ლამაზი, იმიტომ რომ ის მარტო ჩემთვის არის.

ეკა პატარაია

скачать dle 11.3