კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მეცნიერებმა ლულოვანი უჯრედისგან სიცოცხლისუნარიანი გულის კუნთი გაზარდეს



ამერიკელი სწავლულები სენსაციის ავტორები გახდნენ: მათ მღრღნელის ემბრიონის ლულოვანი უჯრედის გამოყენებით გაეზარდათ სიცოცხლისუნარიანი გულის კუნთის ქსოვილი.

სამუშაოს დეტალები, რომელიც შესრულდა დოქტორ კენეტ შიენისა და ჰარვარდის ჯგუფის მჭიდრო თანამშრომლობით, ჟურნალ „სქაინსი“-ში გამოქვეყნდა.

დოქტორმა შიენმა შეძლო თაგვის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირება ისე, რომ გულის ქსოვილის კონკრეტული უჯრედები შუქდებოდა წითელი ან მწვანე ფერით. როდესაც ჩანასახმა მიაღწია განვითარების საკმარის ხარისხს, მკვლევრებმა შეძლეს, გამოეყოთ ის აუცილებელი ნაწილები, რომლებიც იმ დროისთვის ჩამოყალიბებულ გულის პარკუჭებად გადაიქცნენ.

ამის შემდეგ ჰარვარდელმა სწავლულებმა კენეტ შიენის მიერ მიღებული ქსოვილები მათ მიერ შექმნილ მაკეტში ჩაამონტაჟეს და დარწმუნდნენ, რომ გულის კუნთი მთლიანად სიცოცხლისუნარიანია – მათ თვალნათლივ დაინახეს მისი „ძგერა“ და პულსიც გაზომეს.

„ეს წინგადადგმული უდიდესი ნაბიჯია. აქამდე ვერავინ შეძლო ისეთი ლულოვანი უჯრედების გამოყოფა, რომელიც გულის კუნთის შესაქმნელად გამოდგებოდა. ასეთი კვლევები საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ კარდიოქირურგიაში“, – განაცხადა ფილტვებისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის მეთაურმა, დოქტორმა ელისაბეთ ნეიბელმა. როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, უკვე სრულიად შესაძლებელია, „გავზარდოთ“ აუცილებელი ორგანოები და წარმატებით გადავუნერგოთ ისინი ადამიანებს. ექსპერიმენტმა გზა გაუხსნა ემბრიონალური ლულოვანი უჯრედების სპეციალიზებულ გამოყენებას მათი ტიპისა და დანიშნულების მიხედვით.


скачать dle 11.3