კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სერბეთის პრეზიდენტი ადგილობრივი კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდება



„ბელგრადის პოლიციის დეპარტამენტმა სასამართლოს გადასცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები რამდენიმე სამთავრობო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სასამართლო საქმის აღსაძვრელად. სია სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩით იწყება“, – ნათქვამია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.

სასამართლოსადმი მიმართვის მიზეზი გახდა პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი კანონის შესაძლო დარღვევა, რომელიც ეხება სპორტულ ობიექტებზე ქცევის ნორმებს, კერძოდ, სტადიონებზე აკრძალული ალკოჰოლის მოხმარებას.

ინციდენტი 10 ოქტომბერს ბელგრადში „მარაკანას“ არენის ლოჟაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სერბეთისა და რუმინეთის გუნდების შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა. ეს შეხვედრა სერბეთის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

ვარაუდობენ, რომ ტადიჩმა თავისი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად უამრავი ადამიანის თანდასწრებით შესვა შამპანური. პრეზიდენტს კომპანია გაუწიეს სერბეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ტომისლავ კარდჟიჩმა, სპორტის მინისტრმა სნეჟინა სამარდჟიჩ-მარკოვიჩმა და ბელგრადის პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ანტიჩმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ინტერვიუში ტადიჩმა განაცხადა, რომ მას არ დაულევია, მხოლოდ შამპანურით სავსე ბოკალი მიუჭახუნა ახლო მდგომ ადამიანებს, მაგრამ იგი გადაიხდის ჯარიმას, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ჩათვლის. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადასახდელად მზად არის სპორტის მინისტრი სამარდჟიჩ-მარკოვიჩიც.

სხვათა შორის, პრესით გავრცელებული ეპიზოდის ფოტოგრაფიებიდან, შეუძლებელია, ერთგვაროვნად ითქვას, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა სინამდვილეში სვამდნენ შამპანურს ბოკლებიდან თუ მათ სიმბოლურად მიჰქონდათ სასმისი ტუჩებთან.


скачать dle 11.3