კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როგორ იპოვა მამა-შვილმა ერთმანეთი და რატომ ჰგავს გორში მცხოვრები „ნახევარძმა“ უკრაინელ დას



ლუბა მიხეილის ასული ბუჯგულაშვილი ეძებდა: 78 წლის მიხეილ (ჯიმშერ) ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს; 73 წლის ჟუჟუნა ნიკოლოზის ასულ კიკვილაშვილს; 79 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს; 50 წლის ნიკოლოზ გიორგის ძე ბუჯგულაშვილს და 53 წლის ცეპალი გიორგის ძე ბუჯგულაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 78 წლის მიხეილ ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს და მის ნათესავებს: ბიძას – 79 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს, მამიდას – 73 წლის ჟუჟუნა ნიკოლოზის ასულ კიკვილაშვილს, ასევე, ჩემს ბიძაშვილებს – ნიკოლოზ ბუჯგულაშვილსა და მის ძმას. საქართველოში ძალიან ბევრი ნათესავი მყავს. მათთან კონტაქტი უკვე 31 წელია, რაც დავკარგე. თავად მე, უკრაინაში ვცხოვრობ და აქედან რამდენიმეჯერ ვცადე მათთვის წერილების გაგზავნა, მაგრამ უკანვე მიბრუნდება. წერილები ადრესატამდე ვერ აღწევდა. თქვენი დიდი იმედი მაქვს, იქნებ მაპოვნინოთ ჩემი ფესვები და ნათესავები.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს 12 ოქტომბრის ნომერში გავაცანით. საბედნიეროდ, ლუბას ყველა ნათესავი ნაპოვნია. ლუბა ძალიან განიცდიდა აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან 4 კილომეტრში მცხოვრები ნათესავების მდგომარეობას. მისი ნახევარძმა ჯაბა ბუჯგულაშვილი კი ტირძნისიდან თბილისში ჩამოვიდა. დღეს ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი თავად უამბობს მკითხველს ამ სასიხარულო ამბის შესახებ.

ინტერვიუ ჯაბა ბუჯგულაშვილთან:

– ჯაბა, რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ შენი ნახევარდა გეძებდათ უკრაინიდან?

– ძალიან გამიხარდა. მე დედმამიშვილების გარეშე ვიზრდებოდი და მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, და მენახა მაინც. ვიცოდი, რომ მყავს და, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა მე ძალიან ვგავარ თურმე. მამაჩემი ლუბას დედას დაშორდა. ამის შემდეგ ლუბაც უკრაინაში წავიდა დედასთან ერთად. ლუბა მერეც იყო ჩამოსული საქართველოში, მაგრამ მე არ მახსოვს. ეს ამბავი რომ გავიგეთ ძალიან გაგვიხარდა ყველას, მთელ ჩვენს საგვარეულოს. სამწუხარო და იმავდროულად სასწაული ფაქტი იყო, რომ სწორედ იმ დღეს, როცა გავიგეთ, რომ ლუბა გვეძებდა დაიღუპა ჩემი ბიძაშვილი ცეპალი (რომელსაც ლუბა ასევე ეძებდა) და რომელიც, როგორც გადმოცემით ვიცი, მასთან ყველაზე ახლოს იყო. სანადიროდაც კი ერთად დადიოდნენ.

– მამას რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ შვილი ეძებდა. თვითონ თუ ცდილობდა მასთან დაკავშირებას?

– მამაჩემსაც ძალიან გაუხარდა, რა თქმა უნდა. მასაც უნდოდა მისი მოძებნა, მაგრამ ვერ მოახერხა... მოგეხსენებათ, აგვისტოს ომი რა რთული იყო სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით კი ჩვენი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ჩვენ ხომ ცხინვალიდან, სულ რაღაც, 4 კილომეტრში ვიყავით. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ იმ უბედურებას გადავურჩით. იმ დღეებში ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ განიცდიდა, ალბათ, ეს ჩვენს მდგომარეობას. რა თქმა უნდა, მამას ძალიან გაუხარდა მისი პოვნა და ისიც, რომ ლუბა გვეძებდა. მაგრამ, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მე ველოდები მასთან დაკავშირებას და ძალიან მინდა მისი ნახვა.

– ჯაბა, შენ, რამდენადაც ვიცი, ლუბას ღვიძლი ძმა არ ხარ. რით ახსნი ასეთ ემოციებს და მასთან შეხვედრის სურვილს?

– ჩემმა აღმზრდელებმა, ანუ ჩემმა მშობლებმა ამიყვანეს, როდესაც 6 თვის ვიყავი. ახლა ვიცი, რომ აყვანილი ვარ. თუმცა ამის შესახებ ეჭვი ყოველთვის მქონდა. რადგან ჩემი აღმზრდელი მშობლები საკმაოდ ასაკოვანნი არიან. მაგრამ, მამამ ეს ამბავი 27 წლის რომ გავხდი, მხოლოდ მაშინ გამიმხილა და ისიც ბოლომდე – არა. არ უთქვამს ვისი შვილი ვარ და მე დღემდე არ ვიცი ეს. ჩემი ვარაუდით, შეიძლება ლუბას შვილიც კი ვიყო.

– თუ აღმოჩნდება, რომ ნამდვილად ასეა, გამოდის, მამაშენი (აღმზრდელი მამა) სინამდვილეში, ბაბუაშენია? საიდან გაქვს ეს ეჭვები?

– 6 თვის ასაკში უკრაინიდან ჩამომიყვანეს, ლუბა მაშინ უკრაინაში ცხოვრობდა, უკვე ჰყავდა ორი შვილი და სრულიად შესაძლებელი იყო, მესამე შვილი მამისთვის დაეთმო აღსაზრდელად.

– მაშინ მამა რატომ გიმალავს სიმართლეს?

– ვფიქრობ, ჩემი დაკარგვის ეშინია. მე შეიძლება, უკრაინაში ლუბას სანახავად წავიდე, მაგრამ ჩემს აღმზრდელ მშობლებს, რომელთაც ჩემზე ამდენი ამაგი აქვთ, არასდროს მივატოვებ. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გაგება მსურს და მეტი არაფერი. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიო, ვისი შვილი ვარ და მყავს თუ არა და-ძმა.

თუ აღმოჩნდა, რომ ლუბას შვილი ხარ და მან შენი თავი მამას დაუთმო, აპატიებ ამას?

– რა თქმა უნდა. მან ხომ სისხლით ნათესავს გადააბარა თავისი შვილი, ამიტომაც მასზე ნაწყენი სულაც არ ვარ. ჩემს ეჭვს კი ხელს ისიც უწყობს, რომ გარეგნულად მე ძალიან ვგავარ თურმე ლუბას. ეს კი სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მე ზუსტად ვიცი, რომ აყვანილი ვარ.


скачать dle 11.3