კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცრემლები „აკრძალვით“

როგორი გულნატკენიც უნდა იყოთ თქვენს ძვირფას მეორე ნახევარზე, ჩხუბისა და სკანდალის მოწყობით საქმეს ვერ უშველით. ვერც სიტუაციას გამოასწორებთ და ვერც იმ პრობლემას მოაგვარებთ, რომელიც გულის ტკენის მიზეზი გახდა. თუ ზაფხული მხოლოდ იმიტომ არ გიყვართ, რომ ამ დროს თქვენი მეუღლე რამდენიმედღიან „უიქენდებზე“ მიდის მეგობრებთან ერთად, თქვენ კი სახლში მარტო რჩებით, დროა, წელიწადის ეს მშვენიერი დრო და ქმრის „ჰობი“ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ: უპირველესად, გათავისუფლდით ეჭვისგან, ნუ „შეიჭამთ“ თავს და მოიშხამავთ გუნებას. ქმარს უნდა ენდოთ, უამისოდ ძალიან გაგიჭირდებათ. მუდმივად ეჭვში ვერ იცხოვრებთ და ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ.

აჯობებს, იფიქროთ იმაზე, რომ ხანმოკლე განშორებები ძალიან დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. მთავარია, ამისგან ტრაგედია არ შექმნათ და დაინახოთ ის პოზიტივი, რაც მას ახლავს. მაგალითად, შეძლოთ, დაივიწყოთ წყენა და კამათი; წვრილმანები, რომლებიც გაღიზიანებდათ და განწყობას გიფუჭებდათ. სამაგიეროდ, მოგენატრებათ. გაიხსენებთ ერთად გატარებულ სასიამოვნო წუთებს და დაბრუნებულს სიხარულით მიეგებებით. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილებსაც აუცილებლად სჭირდებათ განმარტოება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ბადებს უთანხმოებას. პირიქით, წარმოიდგინეთ, როგორი შესანიშნავი იქნება თქვენი „პაემანი“ მისი დაბრუნების შემდეგ. მით უმეტეს, თუ ფანტაზიასაც მოიშველებთ და სიურპრიზად გემრიელ, საყვარელ კერძსაც და, რა თქმა უნდა, სითბოსაც დაახვედრებთ.

გვერდი მოამზადა

ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3