კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნები გამოვლენ კრიზისიდან გამარჯვებულები



კრიზისიდან ყველაზე მცირე ზარალით, ანდა, საერთოდ გამარჯვებულები, ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი გამოვლენ, ასეთია საზოგადოებრივი აზრის საერთო რუსული კვლევის ცენტრის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრი. გამოკითხულები ფიქრობენ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებად იქნება საგრძნობი ფინანსური საზღვრები და გაძლიერდება სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. რუსები ცუდად არიან ინფორმირებულები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ გლობალური კრიზისის გადასალახავად. გამოკითხულთა 67 პროცენტმა საერთოდ არაფერი იცის ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, მათ უმეტესობას ნათელი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, როგორი იქნება კრიზისული პერიოდის დასრულების შემდეგ მსოფლიო. რუსების პროგნოზით, კრიზისს ყველაზე მცირე ზარალით, ანდა, საერთოდ გამარჯვებულები, ჩინეთი (გამოკითხულთა 16 პროცენტი), ამერიკა (14 პროცენტი) და რუსეთი (12 პროცენტი) გადალახავენ. გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ყველაზე ნაკლებად გერმანია და იაპონია დაზარალდებიან. 38 პროცენტი ფიქრობს, რომ კრიზისის შედეგად მსოფლიოს ყველა სახელმწიფო იზარალებს. გამოკითხულთა 36 პროცენტის აზრით, გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში საზღვრებზე არსებული დაბრკოლებები მოიხსნება და საქონლის თავისუფლად გადაადგილება გაადვილდება, თუმცა, თითქმის ამდენივე მოქალაქეს მიაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნებს შორის არსებული სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება შეიზღუდება.



დავით ბახტაძე


скачать dle 11.3