კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსმა“ მსოფლიო ბიზნესის გურუები დაასახელა



ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ იმ ათი მოღვაწის ვინაობა დაასახელა, რომელთა ნააზრევსაც ყველაზე დიდი წონა აქვს ბიზნესსამყაროში. ამ ათეულში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში შემავალი სამი მილიარდერი, ექვსი ეკონომისტი და ერთი ჟურნალისტი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-გურუთა სიაში პირველ ადგილზე მიჩიგანის უნივერსიტეტის აკადემიკოსი სი ქეი პრაჰალადი აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი ნაშრომი მიუძღვნა ბიზნესის პასუხისმგებლობის პრობლემასა და მის როლს მსოფლიოში შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრაში. ბიზნესმენთა შორის ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ მოღვაწედ ამერიკული კომპანია „ეიპლის“ პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით კომპანია ახალ მწვერვალებს იპყრობს და მსოფლიო ბაზარს თანამედროვე რევოლუციურ პროდუქციას სთავაზობს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელმაც შარშან თავი დაანება აქტიურ ბიზნესსაქმიანობას და საქველმოქმედო მოღვაწეობაზე გადაერთო, „გურუების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა. საქმიანი სამყაროს ყველაზე ავტორიტეტულ მოაზროვნეთა ათეულში კომპანია „ვირჯინ გრუპის“ დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონიც შევიდა. მან არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მასობრივი კოსმოსური ტურიზმის ეპოქის დაწყების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მზადაა, საკუთარი ძალისხმევისა და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას მოახმაროს. ბიზნეს-გურუთა ათეულში ასევე მოხვდნენ ნობელის პრემიის შარშანდელი ლაურეატი, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ კრუგმანი, „ეუროფიენ ინსტიტუტ თიფ ბიზნეს ედმინისთრეიშენ-ის“ ბიზნესსკოლის აკადემიკოსები უ ჩენ კიმი და რენე მობორნი.


скачать dle 11.3