კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (155)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

ჩიგირინსკი ლონდონიდან ისრაელში გადადის



როგორც ბრიტანული პრესა აღნიშნავს, რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ებრაელი მილიარდერი შალვა ჩიგირინსკი, რომელიც 2008 წლიდან ბრიტანეთის დედაქალაქში ცხოვრობდა, ისრაელში გადასვლას აპირებს. ჩიგირინსკი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ ამჟამად 1,6 მილიარდ დოლარად აფასებს, სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად, იძულებული გახდა, რუსეთიდან წასულიყო. მას ბრალი დიდი ოდენობით გადასახადების გადაუხდელობაში დასდეს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ჩიგირინსკიმ, სავარაუდოდ, ლონდონიდან წასვლა გადაწყვიტა, დიდ ბრიტანეთში საგადასახადო კლიმატის შეცვლა გახდა, რისი წყალობითაც აქამდე ნისლიანი ალბიონი მთელი მსოფლიოდან იზიდავდა უმდიდრეს ადამიანებს. იმ დროს, როდესაც ბრიტანეთში მცხოვრებ მილიარდერებს სულ უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ შესაბამისი სამსახურებისთვის, ისრაელმა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები შემოიღო ახალი რეპატრიანტებისა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ექსპატრიანტებისთვის. ისრაელის აბსორბციისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, რეპატრიანტები და ექსპატრიანტები, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათს მიიღებენ, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, უცხოეთში საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან 10 წლის ვადით გათავისუფლებაა.




скачать dle 11.3