კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს გეომეტრიულ გამოგონებებეთან ამერიკელ მილიარდერს ჯეიმს საიმონს და რატომ მიიჩნევა ის „ყველაზე ჭკვიან“ მილიარდერად



თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს ჰარის საიმონსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მილიარდერია მსოფლიოში. დიდძალი კაპიტალის მქონე საიმონსი მილიარდერთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ფულს არა ძვირფასეულობასა და ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებში, არამედ სამეცნიერო კვლევებში და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში ხარჯავენ. მას ეს საკმაოდ ეფექტურად გამოსდის. „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა რეიტინგში 71 წლის ჯეიმს საიმონსი, 8 მილიარდი დოლარით, 55-ე ადგილზე იმყოფება.

ჯეიმს საიმონსი 1938 წელს, მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ფეხსაცმელების ფაბრიკის მეპატრონის, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მას ისეთ ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტებში აქვს მიღებული განათლება, როგორებიცაა, მასაჩუსეტსტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ბაკალავრის დიპლომით) და კალიფორნიის უნივერსიტეტი (მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით). 23 წლის ასაკში საიმონსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა მათემატიკაში. 1964-1968 წლებში ის თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტში, კვლევით სამუშაოებს ასრულებდა კომუნიკაციების განყოფილებაში. 1969 წელს საიმონსი სტონი ბრუკის უნივერიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე გახდა და მისი მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტი ამერიკის ათ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთა შორის ფიგურირებდა. 1976 წელს საიმონსმა ამერიკის მათემატიკოსთა ასოციაციისგან ოსვალდ ვებლენის სახელობის პრიზი მიიღო გეომეტრიაში. ფორმულა, რომელიც მან შეიმუშავა, დღემდე გამოიყენება გეომეტრიაში და ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებად ითვლება მათემატიკის ამ დარგში. 1978 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, საიმონსი ტოვებს სამეცნიერო საქმიანობას და საინვესტიციო ფონდს აყალიბებს. 1982 წელს ნიუ-იორკში, ჯეიმს საიმონსი აყალიბებს საინვესტიციო ფირმას „რენეისანს ტექნოლოჯის კორპორეიშენ“, რომელიც უკვე თითქმის სამი ათეული წელია რაც მსოფლიოს ყველა წამყვან საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს. დღეისათვის კომპანიაში 60-მდე მეცნიერია დასაქმებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი დახმარებით, საიმონსის კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფირმაა მათემატიკური ანალიზის შემუშავების თვალსაზრისით. საიმონსის კომპანიის თანამშრომლები, მათემატიკური აზროვნების ხარჯზე, წინასწარ საზღვრავენ, ღირს თუ არა ამა თუ იმ აქციებში ფულის ჩადება. აქტიურად ეწევიან დეზორიენტაციას და კონკურენტ ფირმებს თავის შიდა სამზარეულოში თითქმის არ ახედებენ. ასეთი ტაქტიკის გამო „რენეისანს ტექნოლოჯი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდად ითვლება ამერიკაში და პირადად ჯეიმს საიმონსი, ბირჟის მაგისტრებზე – ჯორჯ სოროსზე, მარკ კინგდონზე, ლუის ბეკონზე და მონრო ტრაუტზე გაცილებით დიდ მოგებას იღებს ბირჟაზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად. აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე მიღწეული შედეგების გამო, 2006 წელს „ფაინენშალ თაიმსმა“ ის „ყველაზე ჭკვიან“ მილიარდერად დაასახელა.

ჯეიმს საიმონსი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. ის ხელს უწყობს სხვადასხვა კვლევების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას. მეორე ცოლთან მერილინ ჰოირის საიმონსთან ერთად, მას დაფუძნებული აქვს საქველმოქმედო ფონდი – „ფონდ საიმონსი“, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო და სამედიცინო პროექტებით არის დაკავებული. ჯეიმს საიმონსს ორი ვაჟი ტრაგიკულად დაეღუპა. 1996 წელს, მისი 34 წლის ვაჟიშვილი – პოლი, ავტოავარიაში დაიღუპა და მის სახელზე სტოუნ ბრიკის უნივერსიტეტში, 0,53 კვადრატულ მეტრზე პარკია გაშენებული. მისი მეორე ვაჟი – ნიკი კი 2003 წელს, ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე, ცურვის დროს დაიხრჩო. ნიკი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ნეპალში მუშაობდა და მისი გარდაცვალების შემდეგ ჯეიმსმა ნეპალის ჯანდაცვის სისტემისთვის დახმარების გაწევა დაიწყო. ასევე მისი დაარსებულია ორგანიზაცია „მეს ფორ ამერიკა“, რომელიც ძირითადად დამწყებ მათემატიკოსებს ეხმარება. ბოლო პერიოდი საიმონსი აუტიზმის პრობლემით არის დაკავებული. მისი ფონდი ყოველწლიურად 38 მილიონ დოლარს ხარჯავს აუტიზმის გამომწვევი მიზეზების შესწავლის საქმეში. მომავალში ფონდისთვის მილიარდერი დამატებით კიდევ 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. უნდა აღნიშნოს, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი სწორედ ამ სენით არის დაავადებული და საიმონსი ფინანსებს არ იშურებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა საბოლოოდ გადაწყვიტონ აუტიზმის პრობლემა დედამიწაზე.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას. საიმონსი მეუღლესთან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს. მას საერთოდ არ აქვს ურთიერთობა ჟურნალისტებთან და შესაბამისად მისი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. რაც შეეხება მის დარჩენილ 3 შვილს, მათგან ორი, მამის დაფუძნებულ კომპანიაშია დასაქმებული, ხოლო უმცროსი ქალიშვილი, რომელიც აუტიზმით არის დავადებული, დროის უმეტეს ნაწილს, ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებულ კლინიკებში ატარებს.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3