კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

 

კითხვა: არის თუ არა წინათგრძნობა ცოდვა და უნდა ვერწმუნოთ თუ არა მას?

პასუხი: წინათგრძნობის უნარი მეტ-ნაკლებად ყოველ ადამიანს აქვს და, ისიც, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები, უფლის მიერ არის ბოძებული. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავებს ეს უნარი ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ამიტომ, წინათგრძნობას არ უნდა ვერწმუნოთ, უფრო მეტიც, მას არ უნდა მივაქციოთ გადამეტებული ყურადღება.

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად დილისა და საღამოს ლოცვები და ფსალმუნები უნდა წაიკითხოთ. დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვეულებრივ ყოფაში ჩვენ უძლურები ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ მათ, ვისთვისაც დახმარება გვწადია. სამაგიეროდ, ამ ადამიანების ლოცვებში მოხსენიებით უფალს ვევედრებით მათ კეთილდღეობას.

კითხვა: რატომ უჭირს ადამიანს ლოცვისა და გარჯის მიმართ განწყობის შექმნა?

პასუხი: როგორც წმიდა იოანე კრონშტადტელი გვმოძღვრავს, ლოცვის და, საერთოდ, ღვთისა და მოყვასისთვის გარჯის დაზარება იწყება ადამიანის სტომაქიდან, რომელიც ყოველდღიურად მსუყედ იკვებება.

კითხვა: გარდამეცვალა საყვარელი ადამიანი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, თვითმკვლელობაც კი ვცადე. ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ აღარაფერი მშველის. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თვითმკვლელობაზე ფიქრით თქვენ თავად უფალს უარყოფთ – ეს უმძიმესი ცოდვაა და თავს უფრო მძიმე მდგომარეობაში იგდებთ. თქვენი გარდაცვლილი ახლობელი კვლავ ითხოვს თქვენგან დახმარებას და ამაზე იფიქრეთ. გაეცით მის სახელზე მოწყალება, აკეთეთ ბევრი სიკეთე, ილოცეთ და ასე პოვებთ სიმშვიდეს.

 

скачать dle 11.3