კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

 

 

წინასწარმეტყველების გაგება

მაღალი მთის ერთ სოფელში ცხოვრობდა ბრძენი. ის ძალიან მოხუცი და დაუძლურებული იყო. სოფლის ყველა მცხოვრები ბრძენის ყოველ სიტყვას ყურად იღებდა და იგი წმიდანად ან წინასწარმეტყველად მიაჩნდა. არ შეიძლებოდა, რომ მისი წინასწარმეტყველება არ ამხდარიყო. თუ ომს იწინასწარმეტყველებდა, აუცილებლად ომი ატყდებოდა, თუ ცივ ზამთარს – საშინელი ყინვები იქნებოდა. ერთხელ წინასწარმეტყველმა დიდი მწუხარებით, თითქმის მტირალმა, თანასოფლელებს აცნობა: – ხვალ მზე არ ამოვა. ამის შემდეგ იგი ქოხში შევიდა. სოფელში პანიკა ატყდა. ზოგმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ზოგმა თავისი ბარგი-ბარხანა მოიკიდა და ქვეყნიერების დასასრულისგან თავის დასაღწევად გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. სულით ყველაზე ძლიერებმა და მშვიდებმა კი ლოცვა გადაწყვიტეს. გამთენიისას ყველამ, ვინც სოფელში  დარჩა, კატასტროფის შესახვედრად თავი მოედანზე მოიყარა, მაგრამ მზე ამოვიდა. მაშინ ბრბო „მატყუარას!“ ძახილით წინასწარმეტყველის ქოხისკენ გაიქცა. იქ სრული სიჩუმე იდგა. იმ ღამეს წინასწარმეტყველი მოკვდა.

არმყოფი

საფია ოსტატი ხალკავი პაექრობაში გამოიწვიეს. გამოწვევის პირობა ასეთი იყო ხალკავს დარბაზში შესვლისთანავე მეფის თანდასწრებით მისი უდიდებულესობის მისამართით ისეთი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი რამ უნდა ეთქვა, რაც ძვირად დაუჯდებოდა და შეიძლება, ნათქვამის გამო სიკვდილითაც დაესაჯათ. ხალკავი პირობას უყოყმანოდ დათანხმდა.

როგორც კი სამეფო დარბაზში შეუძღვნენ, მეფემ, რომელიც თავისი ახირებული ხასიათით იყო ცნობილი, საფიას უთხრა:

– ჭკვიანი კაცის სახელი გაქვს, გიბრძანებ, ჩემს გასართობად ისეთი რამ თქვა, რასაც აქ მყოფთაგან ჩემ წინაშე ვერავინ გაბედავდა. საფიამ მშვიდად, ენის ბორძიკის გარეშე უპასუხა: – მე თქვენთან არ ვიმყოფები.

ოსტატი და ჩაის ფინჯანი

ერთი ოსტატი თავის მოწაფეებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ ისინი თავის ვინაობას არ ამხელდნენ. ღამის გასათევად ერთ-ერთ ქარვასლაში შეჩერდნენ. დილით ქარვასლის მეპატრონემ ჩაი და საუზმე შემოუტანა. ჭამის დროს მასპინძელი მოულოდნელად ოსტატის ფერხთით დაემხო. მოწაფეებს ეს ძალიან გაუკვირდათ – საიდან უნდა სცოდნოდა აქაურობის პატრონს, რომ მათ შორის ოსტატი იმყოფებოდა? ვერ მიმხვდარიყვნენ. ვინ გასცა მათი საიდუმლო. ოსტატს გაეცინა და მოწაფეებს უთხრა: –  ნუ გიკვირთ, თვითონ მას ჰკითხეთ, როგორ მიცნო. მოწაფეები მიუბრუნდნენ ქარვასლის პატრონს და ჰკითხეს: – საიდან იცოდი, რომ ჩვენ შორის ოსტატი იყო? – არ შეიძლებოდა, არ მივმხვდარიყავი, – უპასუხა მან მოწაფეებს, – ამდენი წელია, სტუმრებს სუფრას ვუშლი. ათასობით კაცი მინახავს, მაგრამ ისეთი ადამიანი არასოდეს შემხვედრია, ასეთი სიყვარულით რომ ეცქიროს ჩაის ფინჯნისთვის.

 

скачать dle 11.3