კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა: მყავს ავტომობილი „პეჟო 605“, 3.0-იანი ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. რამდენიმე დღეა, ხუთი-ექვსი კილომეტრის გავლის შემდეგ, თავისით ჩერდება. დაბალ სიჩქარეებში არ ვარდება, მხოლოდ და მხოლოდ უკუსვლით იწყებს მოძრაობას. იქნებ, ამიხსნათ, რისი ბრალია

პასუხი: თქვენ აუცილებლად იმ ადამიანს უნდა მიმართოთ, ვინც ზეთი შეგიცვალათ. ავტომობილის ძრავას ან აკლია ზეთი, ან სხვა ზეთია ჩასხმული, ანუ, არ ასხია ის ზეთი, რომელიც თქვენს ავტომობილს სჭირდება, ან – ცუდი ზეთია. ცუდი ხარისხის ზეთი გათბობის შემდეგ კარგავს თავის თვისებას. ყველაზე რეალური მაინც პირველი ვერსიაა – ის, რომ ზეთი აკლია. ზეთის გამოცვლის შემდეგ ავტომობილი უნდა დაიქოქოს, სიჩქარეში ჩავარდეს და მერე გაისინჯოს, სადამდე ასხია. რაც შეეხება სიჩქარეთა კოლოფს, მისი შეცვლა ძალიან რთულია. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, სიჩქარეები კომპიუტერიდან იმართება და მისი ხელახლა პროგრამირება მოგიწევთ. თუ მაინც გადაწყვეტთ სხვა მარკის ან მოდელის სიჩქარეთა კოლოფის ჩაყენებას, მთელი სისტემის გადაკეთება დაგჭირდებათ და ათჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე თავად ეს ავტომობილი ღირს. თან, თბილისში არ მეგულება ხელოსანი, რომელიც ამას მოახერხებს. ამიტომ, უმჯობესია, ისევ თავისი სიჩქარეთა კოლოფი გარემონტდეს. ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და, რაც მთავარია, ამ საქმის ხელოსნები თბილისში არიან.

კითხვა: მაინტერესებს, სად მდებარეობს საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ექსტრემალური მართვის სკოლა და სწავლის რა პირობებია?

პასუხი: ეროვნული საავტომობილო ფედერაცია პეკინის ¹21-ში მდებარეობს, სადაც მართვის ექსტრემალური სკოლაც არის. რაც შეეხება პირობებს, გააჩნია, რა კონკრეტული სურვილები აქვს მძღოლს, რომელიმე პუნქტში უნდა მართვის ოსტატობის დახვეწა თუ მთლიანი კურსის გავლა უნდა, პირობები ამის მიხედვით იცვლება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე 307-703.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ კორსა“, 1.4-იანი ძრავით, 1993 წელს გამოშვებული. ჩემი ავტომობილი ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს, არადა, რამდენადაც ვიცი, ას კილომეტრზე მხოლოდ ხუთი ლიტრი უნდა დაწვას. იქნებ მირჩიოთ, რა გავაკეთო იმისთვის, რომ წვამ დაიკლოს, რა იქნება ამის მიზეზი?

პასუხი: ავტომობილი საწვავს მოიხმარს იმის მიხედვით, თუ რა რეჟიმში ატარებთ მას, ამიტომ, უფრო კონკრეტულად უნდა ახსნათ, თუ როგორ პირობებში წვავს თქვენი ავტომობილი ხუთ ლიტრზე მეტ ბენზინს. თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი ქალაქის პირობებში ის ბევრს წვავს, ეს სულაც არ არის ბევრი, რადგან დედაქალაქის პირობებში, ჰიბრიდის გარდა, ვერც ერთი ავტომობილი ვერ მოიხმარს მხოლოდ ხუთ ლიტრს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა“, 1991 წლის, „პლიტა“ ძრავით. ერთი დღე რომ გავაჩერო ავტომობილი დაუქოქავად (მაგალითად, დილით არსად წავიდე და არ დავქოქო), მეორე დღეს საერთოდ აღარ იქოქება. აკუმულატორი ახალია, ბენზინის ავზი მოვხსენი და გავასუფთავე, ფილტრიც გამოვცვალე, მაგრამ, არაფერმა უშველა. იქნებ ამიხსნათ, რისი ბრალია?

პასუხი: ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არ იქოქება ავტომობილი: ტრიალებს თუ არა სტარტერი; აბსოლუტურად არ ახდენს არანაირ რეაგირებას თუ სხვანაირად არ იქოქება. თითოეულ ამ შემთხვევას მინიმუმ ათი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ, დიაგნოზისთვის ზუსტი მონაცემები გვჭირდება.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3