კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

 

 

პერუს ახალი პრეზიდენტი

ყოფილი სამხედრო ოლიანტა უმალა პერუს ახლად არჩეული პრეზიდენტია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ოლიანტას მოსახლეობის 50,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მის უშუალო კონკურენტს კი, პერუს ექსპრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილს, კეიკო ფუხიმორის მხოლოდ 49,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. პერუს ადრინდელ არჩევნებზე ოლიანტა უმალა ცნობილი იყო, როგორც უგო ჩავესის თანამებრძოლი და მისი აზრების გამზიარებელი შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. თუმცა, ამჟამად მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამერიკასთან დაახლოების კურსს გაჰყვეს და მისი გამარჯვება სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. ცნობილია, რომ კეიკო ფუხიმორის გამარჯვების შემთხვევაში პირობა ჰქონდა დადებული, რომ ციხიდან გაათავისუფლებდა მამას, ალბერტო ფუხიმორის.

ორქიდეა გერმანიის კანცლერისთვის

სინგაპურის მთავრობამ ორქიდეის ახლად გამოყვანილ ჯიშს, რომელიც ორქიდეის დენდრობიუმის სახელით არის ცნობილი, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სახელი უწოდა. ამიერიდან ყვავილს „დენდრობიუმ ანგელა მერკელ” ეწოდება. ორქიდეის სახელის დარქმევის საზეიმო ცერემონიამ კანცლერის თანდასწრებით ჩაიარა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფება ტურნეთი. დენდრობიუმს, სათანადო მოვლის შემთხვევაში, ერთ მეტრამდე შეუძლია სიმაღლეში გაზრდა. მას ნახავთ სინგაპურის ორქიდეების ბაღში, სადაც მხოლოდ სახელოვანი ადამიანების – მარარეტ ტეტჩერის, ნელსონ მანდელას, პრინცესა დაიანას და სხვათა სახელობის ორქიდეებია გაშენებული.

კანადის პრემიერ-მინისტრის

„სოციალური” თხოვნა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა „ფეისბუქის” გვერდის საშუალებით თხოვნით მიმართა კანადელებს. კატის კნუტისთვის, რომელიც პრემიერის ოჯახში დასახლდა თიკუნის შერჩევაში დაეხმარონ. სოციალური ქსელის საშუალებით, ჰარპერმა საზოგადოებას მის მიერ შერჩეული ვარიანტი შესთავაზა და მათგან, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებდა, კნუტის სახელი გახდებოდა. საბოლოოდ, კანადელებმა თავიანთი პრემიერის კატას სახელად, ჰოკეის ნაციონალური ლიგის ჯილდოს – „სტენლის თასის” სასახელოდ სტენლი უწოდეს. 

აჰმადინეჯადი და კუდიანებზე ნადირობა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ სულაც არ არის შეშფოთებული იმ ფაქტით, რომ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები დააპატიმრეს, რომელთაც ჯადოქრობასა და ჯინების გამოძახებაში ედებათ ბრალი. აჰმადინეჯადის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ესფანდიარ რაჰიმ მაშეის ხელქვეითებს, ზოგიერთმა ირანულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ შავ მაგიასთან კავშირში დასდო ბრალი და მათზე ეგრეთ წოდებული „კუდიანებზე ნადირობის” სეზონის გახსნა დააანონსა. აჰმადინეჯადმა სატელევიზიო გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ მაშეი, რომელსაც „ჯადოქრული ქსელის” შექმნის ინიციატორად მიიჩნევენ, ჭეშმარიტი მუსლიმი და კეთილსინდისიერი ადამიანია, რომელსაც იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

აბორტების მოწინააღმდეგე ობამას ბრძოლას შეჰპირდა

ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა პენსილვანიის შტატიდან – რიკ სანტორუმ განაცხადა, რომ 2012 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და სისხლის ბოლო წვეთამდე შეებრძოლება ბარაკ ობამას, რომელსაც თავის უმთავრეს კონკურენტად მიიჩნევს. პარტიულ პრაიმერზე განაცხადის შეტანის დროს, სანტორუმ, რომელიც შეერთებულ შტატებში აბორტებისა და ერთი სქესის ადამიანების ქორწინებების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურ მებრძოლად ითვლება, განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამერიკის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ექსპერტების აზრით, სანტორუს არჩევნებში ობამასთან დაპირისპირებებს გაცილებით მცირე შანსი აქვს,  ვიდრე მაღალი რეიტინგის მქონე – რონ პოლსა და მით რომნის.

 

скачать dle 11.3