კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რომელი ფერი აიაფებს ავტომობილს



ავტომობილის ფასს დიდმნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ფერი. მაგალითად, თუ „მერსედესზე“ ვისაუბრებთ, ორ ზუსტად ერთნაირ მოდელს – ვერცხლისფერსა და თეთრს შორის სერიოზული სხვაობა იქნება ფასში. დიზაინის ამ დელიკატურ საკითხებზე, პროფესიონალი მრბოლელი, გიგა ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

გიგა ლორთქიფანიძე: ავტომობილის ფერი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზუალისთვის. შეიძლება, ავტომობილი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყოს, აბსოლუტურად გამართულად მუშაობდეს, მაგრამ იმის გამო, რომ მის ფერს ვერ შევეგუეთ, უარესი მდგომარეობის, ავტომობილი, მაგრამ „საჩვენო“ ფერის შევიძინოთ. ვერც იმას იტყვი, რომ არსებობს ისეთი ფერები, არც ერთი ავტომობილი რომ არ იღებს. პირიქით, ზოგჯერ უცნაური ფერიც კი ძალიან უხდება ზოგიერთ მოდელს. ყველამ იცის, რომ თეთრი ავტომობილი არ ვარგა და ეს ფერი არ უხდება არც ერთ მოდელს. სხვათა შორის, ამის გამო ის ქარხნიდანვე იაფი ღირს და სწორედ იმიტომ უშვებენ, რომ იაფი ვერსიები ჰყავდეთ. მაგრამ, არის ავტომობილები, რომლებსაც ძალიან უხდება თეთრი ფერი, მაგალითად „აუდი“. „აუდის“ ყველა მოდელს ძალიან უხდება თეთრი და ის ზუსტად იგივე ფასად იყიდება, რა ფასადაც მისი სხვა მოდელები. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ძალიან იაფია, „აუდის“ ძალიან ამდიდრებს. ეს ალბათ მაინც დიზაინზეა დამოკიდებული. ძალიან საინტერესოა, რომ „აუდის“ მოდელები, თუნდაც მაგალითად, ძველი მოდელი „ბე 4“, საერთოდ ვერ იტანს ვერცხლისფერს. მას ძალიან უხდება ლურჯი და კლასიკურია თეთრი.

– და რაც შეეხება არასტანდარტულ ფერებს, რომელიც იშვიათია და რატომღაც ვერც ერთი ავტომობილი ვერ იტანს...

– მართალი ხარ. უფრო სწორად, ძალიან ცოტა ავტომობილს უხდება ისეთი ფერები, როგორიცაა: „ელექტრიკი“ – იასამნისფერი; მკვეთრი, ჭყეტელა სტაფილოსფერი, მოყვითალო და სხვა. წარმოიდგინეთ, „მერსედესი ეს“ კლასის, უახლესი მოდელი გყავდეთ, რომელიც იასამნისფერია. არ უხდება კი არა, ძალიან სასაცილოც იქნება. იასამნისფერი „ეს„ კლასი ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდოდა თავისი შესაძლებლობებისა და ხასიათისთვის ხაზი გაესვა, თუმცა ფული ცოტა დაენანა. მაგრამ ეს ფერი „აკვდება“, საოცრად უხდება „ნისან ზეტ 350“, რომელიც უკვე რამდენიმე დადის თბილისში. ეს ფერი მშვენივრად ერგება მის ხასიათზე. თუ ფერი კარგად ეხამება ავტომობილის დიზაინსა და ხასიათს, ეს ნიშნავს, რომ ის წარმატებული იქნება. სწორედ ეს არის ამა თუ იმ მოდელის წარმატების საიდუმლო. შეძენისას ის შენდაუნებურად გხიბლავს და დადებითად მოქმედებს. ვთქვათ, „მერსედესი“. გააჩნია მოდელს და იმ სეგმენტს, რომლისთვისაც ის იქმნება. არის მოდელები, რომლებსაც უხდება ლურჯი, თეთრიც, წითელიც და სხვა. მაგრამ თუ მაგალითად, ვსაუბრობთ „ეს კლასზე“, მაშინ ის აუცილებლად ასფალტისფერი ან შავი უნდა იყოს.

გარდა ამისა, არის მოდელები, რომლებიც მასობრივი გავრცელებისთვის იქმნება, მაგალითად „ოპელ ვექტრა“, „გოლფ სამი“ და სხვა. ფერთა სპექტრი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი გემოვნებით აირჩიოს ის. მაგალითად „ვექტრა“ არსებობს შინდისფერიც, მწვანეც, ლურჯიც, მაგრამ არც ერთი ფერი არ არის მკვეთრი, რადგან ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს და მის გავრცელებაზე ცუდად არ იმოქმედოს. „გოლფ სამიც“ ყველა ფერის გამოვიდა, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ვერცხლისფერი გაცილებით მდიდრულად გამოიყურებოდა. თუ საბჭოთა ავტომობილებზე ვისაუბრებთ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ „გაზ 2110“ თეთრისა და შავის გარდა სხვა ფერიც იყო.

– სამარშრუტო ტაქსები რატომ არის მხოლოდ თეთრი?

– ამას თავისი ახსნა აქვს. თეთრი ფერი ნაკლებად ხურდება და შესაბამისად, სიცხეში ნაკლებ დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. მიკროავტობუსები, იქნება ის „მერსედესის“ თუ „ფორდის“ გრძელ მანძილებზე სასიარულოდაა გათვლილი. ასე რომ, მაინც გირჩევთ, თეთრ მიკროავტობუსს ენდოთ. (იცინის).

ფერების თამაში და მისი მოხდენა მაინც ძალიან სპეციფიკურია. თუ ვთქვით, რომ მკვეთრი და ჭყეტელა ფერები სპორტულ ავტომობილებს უხდება, მათ შორის მაინც არის განსხვავებები. „ფერარი“ ყველასთვის წითელთან და ყვითელთან ასოცირდება, ალბათ ვერავინ წარმოიდგენს თეთრ „ფერარის“, მაგრამ თეთრი ძალიან უხდება „პორშეს“. ორივეს კი ძალიან უხდება შავი. ამიტომ ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მე მაინც გირჩევთ, ნუ შეიძენთ ისეთ ავტომობილს, რომლის გაყიდვაც მხოლოდ ფერის გამო ძალიან გაგიჭირდებათ.


скачать dle 11.3