კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხენშესაკაზმები

 

 

უპირველესებზე ნორჩები

მიუხედავად კანონებით დეკლარირებულ-განმტკიცებული, აქეთ – აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისა, იქით – შემმოწმებელი სტრუქტურების (ზედაც ძალოვანებიანად) დემოკრატიულობის ხარისხზე ფიცი-მტკიცისა, საგადასახადო შემოწმება მაინც ეგზეკუციად აღიქმება (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ეს ჩვენი „შუქურა“ სულ ახლახან აღმოჩენილი ჰომოერექტუსების ქვის იარაღზე გაცილებით ნორჩია). ჰოდა, რაკი აღიქმება, „მედიაპალიტრაში“ საგადასახადო სამსახურის შესვლამ უსიამოვნო ასოციაციები არა მხოლოდ ადგილობრივ მედიასა (ოღონდ, ამ ჩვენს საერთო მაუწყებლებს არ ვგულისხმობ) და ადგილობრივსავე არასამთავრობო სექტორში (ოღონდ „კოალიცია – ევროპული საქართველოსთვის“ გამოკლებით), არამედ, როგორც ჩანს, საქართველოში თვით აშშ-ის საელჩოში. ჰოდა, რაკი აღძრა, საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ოფიცერი „მედიაპალიტრას“ ეწვია და პირადად მისი მესვეურებისგან მოისმინა არსებული ვითარების დეტალები. მეტიც, გადაწყდა, რომ „მედიაპალიტრას“ პერიოდულად საელჩოს სხვა თანამშრომლებიც ესტუმრებიან.

 შესაძლოა, ამ უსიამოვნო ასოციაციების გასაფანტავადაც, საგადასახადო სამსახურმა დაგვაიმედა, რომ, არაგეგმური შემოწმების მიუხედავადაც, „მედიაპალიტრის“ მუშაობა არ შეფერხდებოდა და განგვიმარტა, რომ ამ უკანასკნელის კუთვნილი ექვს შპს-ს შემოწმება კომპიუტერის დამსახურებაა (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით).

როგორც თომას ჯეფერსონი გვარიგებდა (ჩვენ რა, თავის თანამემამულეებს არიგებდა აშშ-ის მესამე პრეზიდენტი და „აშშ-ის თავისუფლების დეკლარაციის“ ავტორი, ამიტომაც ყვავის მის მიერ შექმნილი „დემოკრატიის აკვანი“), „მე მირჩევნია, მქონდეს გაზეთები მთავრობის გარეშე, ვიდრე მთავრობა – გაზეთების გარეშე“. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რამდენად ხელმძღვანელობს ჯეფერსონის ამ შეგონებით „დემოკრატიის აკვნის“ სტრატეგიული მოკავშირის (მარტივად რომ ვთქვათ – ჩვენი) საგადასახადო სამსახური (სიტყვიერად, ფაქტია, ჯეფერსონს თანაუგრძნობენ), თუმცა შედეგი დაგვანახვებს (თითქმის იმავე პერიოდში შეგვაგონა სულხან-საბამ: „სიტყვა საქმიანი, საქმე სიტყვიანიო“), კვლავაც რჩება თუ არა აქტუალურად მოსაზრება, რომ სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული  უნდა ჰყავდეს (ოღონდ, ეჭვი მაქვს, რომ, თუ შეკაზმვა დაგჭირდა, თვით ყველაზე ფეხმარდი მერანიც კი ვერსად გაგაფრენს).  

 

скачать dle 11.3