კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაგპატიჟე

 

 

„შენ რომ ჩემთვის წყლის მეტი არაფერი მოგიტანიაო“?!

კარი კვლავაც ღიაა, ოღონდ, ჯერჯერობით მხოლოდ ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში. მეტიც, აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა მოგვიწოდა: „საქართველო უნდა ეცადოს, რომ მონაწილეობა მიიღოს ნატოს მიერ წარმოებულ რაც შეიძლება მეტ ოპერაციაში.“ არც ის დაუმალავს, რომ ზუსტად არ იცის, „რა შეიძლება აყოვნებდეს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (არ იცის და, მოკალი, თუ გინდა!).“ ოღონდ, იმდენი კი უგრძნია, რომ „გამორიცხული არ არის, ალიანსის ერთი ან რამდენიმე წევრი რუსეთის წინააღმდეგობაზე რეაგირებდეს.“

ხოლო, რაკი აშშ-ელი მაღალჩინოსნების სამადლობლები, როგორც წესი, ნატოს სამხედრო ოპერაციების გარშემო ტრიალებს, არც ბ-ნ რამსფელდს დაუმალავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მადლიერია ერაყსა და ავღანეთში გაწეული დახმარებისთვის, ოღონდ, არც იმის თქმა ავიწყდება, რომ „ქართულმა ჯარმა დიდი გამოცდილება შეიძინა (იმედია, გამოვიყენებთ).“ თუმცა ისიცაა, თუ ასეთი მადლიერია (მართალია, მაშინ მხოლოდ ერაყი იყო, მაგრამ, პროცენტულად მაინც მსუყედ ვიყავით წარმოდგენილი), 2008-ში მხოლოდ წყალი რად გვაკმარა?!

მეორე მხრივ, აშშ-ის მოქმედი თავდაცვის მდივანი, ბილ გეითსი (რომელიც პოსტს 30 ივნისს ტოვებს) აცხადებს, რომ, შესაძლოა, ნატო უსიცოცხლო ორგანიზაციად იქცეს (თუ ასე გააგრძელაო) და დაიშალოს. „ასე გაგრძელებაში“ კი ის იგულისხმა, რომ ამჟამად ვაშინგტონი ალიანსის ხარჯების 75 პროცენტს იხდის და ამ ტვირთის ტარება უფრო და უფრო რთული ხდება, ამიტომაც პროგნოზირებს, რომ „ალიანსის მომავალი არა მხოლოდ ბუნდოვანი, შესაძლოა, ბნელიც იყოს“. ოღონდ, ბნელია თუ ნათელია, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის ოდენობას გაზრდის. თუმცა, თუ პენტაგონის ჯერაც მოქმედი შეფის წინასწარმეტყველებას გავიხსენებთ, რა გამოდის: რომ დაიშალოს, მადლობასაც არ გვეტყვიან?!

 

скачать dle 11.3