კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

 

კითხვა: მაკიაჟის მოდა ყოველ წელიწადს და ყოველ სეზონზე იცვლება. როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში ამ ზაფხულს?

პასუხი: ამ ზაფხულს აქტუალურია პასტელის ფერები. ამიტომ, მაკიაჟიც ამის გათვალისწინებით უნდა გაიკეთოთ. უბრალოდ, შეარჩიეთ ის ტონები, რომლებიც განსაკუთრებით გიხდებათ. ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ: თქვენი თვალის ჭრილი, თმის, თვალებისა და სახის კანის ფერი, ტუჩების ფორმა და სახის ოვალი.

კითხვა: გარდა იმისა, რომ კარგად აშორებს მაკიაჟს, კიდევ რა ფუნქცია აქვს ორფაზიან სითხეს?

პასუხი: ორფაზიანი სითხე, რომელიც დამზადებულია ზეთზე, ხსნის კანის გაღიზიანებას, არბილებს და ელასტიკურობას სძენს მას.

კითხვა: როგორი კრემის წასმაა უმჯობესი მაკიაჟის ქვეშ?

პასუხი: მაკიაჟის ქვეშ, სასურველია, წაისვათ თხელი, მსუბუქი ტექსტურის კრემი, რომ კანმა ადვილად და სწრაფად შეიწოვოს და არ აპრიალდეს. საუკეთესო ვარიანტია დამატენიანებელი კრემ-ფლუიდი მსუბუქი ტექსტურით.

კითხვა: რა ფერის თმაა წელს ყველაზე აქტუალური?

პასუხი: თუ ბუნებრივი ქერა თმა გაქვთ, მიიღეთ ეს ბუნების საჩუქრად და ნუ „შეაწუხებთ“ მას საღებავებით. მუქთმიანებს კი ვაცნობებთ, რომ წელს მოდაშია შოკოლადისფერი, შავი და მწიფე ალუბლისფერი თმა.

კითხვა: ძალიან მიყვარს მუქი ფერის ტანსაცმელი და, შესაბამისად, ძირითადად შავი სამოსი მაცვია. როგორი ფერის მაკიაჟი მოუხდება ჩემს ჩაცმულობას?

პასუხი: მაკიაჟი, პირველ ყოვლისა, უნდა მოუხდეს თქვენს სახეს და მერე – ტანსაცმელს. გააჩნია, რა ფერის თვალები, სახის კანი და თმა გაქვთ. თქვენ ამის შესახებ არ გვწერთ, ამიტომ, ძნელია, სწორი რჩევა მოგცეთ. ზოგადად კი, სასურველია, ასეთ დროს ტუჩებზე წაისვათ ოდნავ მკვეთრი ფერის საცხი, იმავე ტონალობის რუჟი – ღაწვებზე, თვალებზე კი გადაისვათ მონაცრისფრო-მოცისფრო „ჩრდილი“. რაც შეეხება კონტურსა და ტუშს, ეს უკვე თქვენი თვალების ფორმასა და ზომაზეა დამოკიდებული.

კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვის საპნით თავის დაბანა?

პასუხი: ბავშვის საპნით თავის დაბანა სასურველი არ არის, რადგან მისი შემადგენლობა იწვევს კანის გაშრობასა და ქავილს, რის შედეგადაც ჩნდება ქერტლი.

მოამზადა

 

скачать dle 11.3