კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

 

* ბრიტანულ სადაზვერვო ორგანიზაცია „ნიტელიჯენტ სერვისში“ კადრების შერჩევის ორიგინალური მეთოდი აქვთ: გასაუბრებისთვის მზვერავობის კანდიდატებს რიგ-რიგობით იწვევენ ერთ-ერთი ხელმძღვანელის კაბინეტში. ცოტა ხნის შემდეგ მათ რაიმე საბაბით ოთახში მარტოს ტოვებენ. თანამდებობაზე კი იღებენ იმას, ვინც ამ დროს მაგიდის უჯრას გაჩხრეკს.

* ერთ-ერთი კომპანიიდან გათავისუფლებულმა იაპონელმა მუშამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სასამართლო მოიგო. კონცერნმა „მაცუსიტა დენკემ“ ის კომპანიაში დააბრუნა და საკუთარი კაბინეტიც მისცა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მუშა თავისივე განცხადებით გათავისუფლდა, რადგან მას არანაირი სამუშაო არ მისცეს და უსაქმურობა ვერ აიტანა.

* წყალგარეულ ღვინოს სიამოვნებით მიირთმევდნენ ძველი ბერძნები. მას ევროპაში  „ფრიგს“ ეძახდნენ და იქაც დიდი გასავალი ჰქონდა. ასეთ ღვინოს ძველად ქართველებიც სვამდნენ, თუმცა, ახლა იმის გამხელა, რომ ღვინოში წყალია გარეული, დიდ სირცხვილად ითვლება.

* ფრანგ მწერალს, ბალზაკს, ავსტრიაში მოგზაურობის დროს სირთულეები შეუქმნა გერმანული ენის არცოდნამ. ამიტომ მან მეეტლისთვის ფულის გადახდის თავისებური მეთოდი გამოიგონა: ხელში სათითაოდ უდებდა ვერცხლის მონეტებს მანამ, სანამ მეეტლე არ გაიღიმებდა.

* ცნობილმა გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ „საერთო გერმანულ გაზეთში“ თავისი ნეკროლოგი წაიკითხა. პოეტი უფრო იმან აღაშფოთა, რომ ნეკროლოგი პირველ გვერდზე არ იყო გამოქვეყნებული.

* ვიქტორ ჰიუგოს პრუსიის საზღვარზე ანკეტის შევსება მოსთხოვეს. კითხვაზე, თუ რით ირჩენს თავს, მწერალმა უპასუხა – ვწერო. პრუსიელმა ჟანდარმმა ვერ გაიგო და მოსთხოვა, დაეზუსტებინა. ჰიუგომ დაამატა, რომ თავს კალმით ვირჩენო. საბოლოოდ, ჟანდარმმა ანკეტაში ჩაწერა: „კალმებით მოვაჭრე“.

 

скачать dle 11.3