კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

 

მებურიშვილი – ბებურიშვილი

გვარში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, მებურიშვილები ადრე ბებურიშვილები ყოფილან. შემდგომ კი წინსართი მ შეცვლილა ბ-თი.  თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ისტორიულ წყაროებში და საბუთებში ამის დამადასტურებელი ცნობები არ მოიპოვება.

გვარის ფუძეა სიტყვა მებური. ქართულ სახელებში მებური არ გვხვდება, ხოლო ბებური უძველესი საკუთარი სახელია.

ბებური ცნობილი ფეოდალური გვარის ვაჩნაძეთა საგვარეულო სახელი ყოფილა. აქედან წარმოიშვა კახელი ბებურიშვილების გვარი. ასე რომ, ბებურიშვილები ადრე ვაჩნაძეები ყოფილან.

საქართველოში 245 მებურიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 94, ვანში – 71, თბილისში – 34. არიან სხვაგანაც.

164 ბებურიშვილი: თბილისში – 107, ქუთაისში – 15, ოზურგეთში – 13. არიან სხვაგანაც.

აბაშიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბაშა. მისგანაა ნაწარმოები გვარები: აბაშიძე, აბაშიშვილი და აბაშია.

„თავადი აბაშის შვილნი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან. ოდეს მეფესა დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმან ამან ცხენი თავისი მორთო და განარინა მათ წელსა ქრისტესა აქეთ 1285-სა და შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი მერეთ, შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამითგან არიან თავადად აბაშად აღიარებულნი გარნა ამა დროსა შინა ასწუდა გვარი მათი და არ ვიღა არიან შთამომავლობანი მისნი.”

აბაშიშვილები ქვემო ქართლში იყვნენ მებატონეები. დავით აბაშიშვილს 1721 წელს ყმები ჰყოლია კიკეთში, გოლთეთში, ფარცხისში, ოშეთში, მჟავისში, გარისში, ეცოში, უკანდაღეთსა და დიაში.

1721 წელს აბაშიშვილი და ეპისკოპოსი იოსებ სააკაძე მანგლისის საეკლესიო მიწის და იქ მოსახლე გლეხებზე პრეტენზიას აცხადებდნენ და ამის თაობაზე ვახტანგ მეფესთან წარდგნენ.

1785 წელს ლუარსაბ აბაშიშვილმა იოანე ეპისკოპოსს შესწირა სოფელი არმანეთი.

საქართველოში 153 აბაშიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 115, თბილისში – 27, გორში – 11.

კოსტანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონსტანტინე და მისი შემოკლებითი ფორმა კოსტა. კონსტანტინე ლათინური სახელია და უმტკიცესს, მედგარს ნიშნავს.

კონსტანტინეს კნინობითმა ფორმამ, კოსტამ მოგვცა გვარი კოსტანაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები კოტეტიშვილი და კოსტავა.

საქართველოში 35 კოსტანაშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 31, ადიგენში – 2, გურჯაანში – 2.

მდივნიშვილი – დივანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დივანა.

მდივანი თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვაა.

„დივანიშვილები არიან გვარით დვინთის გვარისა თუმანის შვილებთაგანი. ამათმა გვარმა პირველმა განითვისა თუმანიშვილობა და მეორემ დივნიშვილობა.”

1690 წელს, სოფელ კუმისში, დავითს სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება გოლუა დივანიშვილი.

1721 წლიდან გვარი დივანაშვილი მდივნიშვილად გავრცელდა და დღეს ამ ფორმით გვხვდება.

საქართველოში 550 მდივნიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 215, გარდაბანში – 56, ხარაგაულში – 47. არიან სხვაგანაც.

მაილაშვილი

გვარის ფუძე მაილა აღმოსავლეთ მთიანეთში დიალექტია.

ვერც ეს გვარი გადაურჩა ცვლილებებს და გვხვდება გვარის ორი ფორმა, კერძოდ, მაილანი და მაილოვი.

საქართველოში 178 მაილაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 141, გურჯაანში – 17, თბილისში – 11. არიან სხვაგანაც.

წითელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.

1721 წელს მოიხსენიება როსტომა და გუგუნა ნამანგლელიშვილების ყმა გიორგი წითელაშვილი.

ამ ფუძითაა წარმოქმნილი შემდეგი გვარები: წითლაძე, წითელაძე.

მსგავსად წარმოქმნილი გვარებია: შავაძე, შავიანიძე, შავიშვილი, შავიძე, თეთრაშვილი, თეთრაული, თეთრაძე.

საქართველოში 402 წითელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 244, თბილისში – 70, ბაღდადში – 13. არიან სხვაგანაც.

ხატიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხატია.

1736 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იესე სოლოღაშვილის ორხელიშვილისთვის მიუცია, მოიხსენიება ბეჟუა ხატიაშვილი.

1721 წელს ახალშენში მოიხსენიება სულხანა ქავთარაშვილის ყმა ვახუშტი ხატიაშვილი.

საქართველოში 2 601 ხატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 893, სიღნაღში – 613, თელავში – 322. არიან სხვაგანაც.

ხაბაზაშვილი – ხაბაზი

გვარის ფუძეა მესაქმეობის აღმნიშვნელი სიტყვა ხაბაზი, რაც პურის მცხობელს ნიშნავს.

ბაგრატ ბაგრატიშვილის მამულში მოიხსენიება ქიტუა ხაბაზაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები ხაბაზი და ხაბაზიშვილი.

საქართველოში 96 ხაბაზაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 43, თბილისში – 24, გორში – 11. არიან სხვაგანაც.

467 ხაბაზი: ქობულეთში – 381, ბათუმში – 34, ქედაში – 31. არიან სხვაგანაც.

გოგაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა.

სოფელ ერტისში, თამაზ თურქისტანიშვილის ყმების სიაში მოიხსენიება გურგენა გოგაშვილი.

1832 წელს, ქრისტესია გოგაშვილისა და მაიას ვაჟის, თევდორეს მომრქმელი იყო, თავად ზაზა სოლოღაშვილის ყმა, ბორბალოში მცხოვრები ტეტია ასურელი.

საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც.

ბიძინაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბიძინა. ეს სახელი  მომდინარეობს სიტყვიდან ბიძა. ადრე ეს გვარი იწერებოდა როგორც ბიძინასშვილი. 

„ბიძინასშვილი, ქალაქს მცხოვრები მეწისქვილე, ერთი კომლი, შაჰნავაზმა მისი წყალობა განუახლა ეინალ მირიმანაშვილს” (1661 წელი).

„ბიძინაშვილი, ერთი კომლი, მამულით, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ უწყალობა არქიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს” (1698 წელი).

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, ბიძინაშვილებს, რაოდენობით 520-ე ადგილი უჭირავთ.

ბიძინაშვილები ცხოვრობენ სამეგრელოშიც. ადგილობრივი ვარიანტია ბინძასქუა. ასევე, გვხვდება საბიძნასქუო – დასახლებული უბანი გალენწყაროს ნაპირას (დარჩელი). გვარი დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებშიც.

ბიძინაშვილები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში. არის როგორც დამოუკიდებლად გაჩენილი, ისე ჯანდიერიშვილ-ჯანდიერიდან, ავალიშვილიდან და სხვა გვარიდან ნაწარმოები შტო-გვარიც.

„ბიძინაშვილი ნიკოლა კარბს მცხოვრები, ჰყავს ძმა ბეჟუა, ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმა” (1700 წელი).

„ბიძინაშვილი თამაზ, ქარელს მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, ის და მისი განაყოფი ბერა, მამულებით, წილად ხვდნენ ედიშერს” (1688-1703 წლები).

საქართველოში 1 785 ბიძინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 525, გორში – 270,  თელავში – 171.

არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3