კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 24 იანვარს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია, ბოსნია, ბულგარეთი, ჰოლანდია, მექსიკა, ისლანდია; წარმატებების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, უშიშროება, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 8 მაისს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი და მისაღები პროფესიებია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 1 დეკემბერს, გთხოვთ გვითხრათ, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მოუტანს მას ცხოვრებაში წარმატებებს?

პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი და სასურველი ქვებია: აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ლაზურიტი, ტოპაზი, ოპალი, მთის ბროლი, ბრილიანტი, ქარვა, ფირუზი, სარდიონი.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 20 იანვარს, დილის საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთიდან – მოსკოვი, ინდოეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, პანამა, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 20 ივლისს, დილით 4 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. იყავით ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგეთ ცხოვრება. ასევე, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დადგებით ევოლუციის სწორ გზაზე, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1970 წლის 31 ივლისს, დილის 8 საათზე. რომელი სფეროა ასტროლოგიური კუთხით ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, ტურისტული ინდუსტრია, რელიგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფია, სადალაქო ინდუსტრია, სოციოლოგია, არქიტექტურა, საკონდიტრო ბიზნესი.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1995 წლის 15 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიებია ასტროლოგიური კუთხით მისთვის მისაღები?

პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა და პედაგოგიკის სფერო.

 

скачать dle 11.3