კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

90 შვილის მამამ მეთვრამეტე ცოლი მოიყვანა

 

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ყველაზე მრავალშვილიანი მოქალაქე, 63 წლის დაად მუჰამედ ალ ბალუში, რომელსაც 17 ცოლისგან უკვე ჰყავს 60 ვაჟი და 30 გოგონა, მეთვრამეტე ცოლის მოყვანას აპირებს. მისი მიზანია, ჰყავდეს 100 შვილი.

ამჟამად რეკორდსმენ მამას სამი ცოლი ჰყავს. ორი მათგანი უკვე მომავალ თვეში მორიგ მემკვიდრეებს გაუჩენს. მის ყოფილ და ამჟამინდელ ცოლებს მან მისცა სახლები, ავტომანქანები და მოსამსახურეები. პირველად ალ ბალუშიმ 19 წლისამ იქორწინა და მას შემდეგ მხოლოდ ერთზე წუხს – რომ, შარიათის კანონების მიხედვით, მას არ შეუძლია, ერთდროულად, იყოლიოს 4 ცოლზე მეტი. თორემ, მისი ოცნება – ჰყოლოდა ასი შვილი, უკვე დიდი ხნის წინათ ასრულდებოდა.

ამბობენ, რომ ბალუში, რომელსაც უკვე 50 შვილიშვილი ჰყავს, ინდოეთში გაემგზავრა, თითქოსდა მოძველებული პროთეზის შესაცვლელად – რამდენიმე წლის წინ მან ავტოკატასტროფაში ფეხი დაკარგა. მაგრამ, არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დაად მუჰამედი მოგზაურობიდან ახალი ცოლით დაბრუნდება.

არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქე „დაუღალავი“ მამა, მუდმივად განქორწინების ან ქორწინების პროცესში იმყოფება. იგი ცოლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ფილიპინებიდან მაროკომდე – ირჩევს. ამავე დროს, ყველა თავისი არჩეული ცოლისთვის იგი პირველი ქმარი უნდა იყოს.

მუჰამედის ოცნება, ჰყავდეს 100 შვილი, ადვილად მისაღწევია, თუ გავითვალისწინებთ „გმირი მამის“ კარგ ჯანმრთელობას – იგი იშვიათად აკითხავს ექიმს. „მე არასდროს ვჭამდი გაყინულ ან დაკონსერვებულ საკვებს, უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებდი ახალს, ცოლებსაც კი – არც ერთი მათგანი განათხოვარი არ ყოფილა“, – აცხადებს ალ ბალუში.

 

скачать dle 11.3