კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეს არ უყვარს ვიტამინები და როგორ მოქმედებს ჰელიხრიზუმზე გადარგვა

 

 

„ფლორა ინტერნაციონალის“ ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად ზაფხულის უპრეტენზიო მცენარეებზე ვისაუბრებთ. თუ როგორ ვაყვავილოთ ფელიცია და ჰელიხრიზუმი და რა პირობებში ვამყოფოთ ეს მცენარეები ზაფხულის ამ სეზონზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა ფელიცია და არის თუ არა ის პრეტენზიული?

– ფელიცია ნახევრად ბუჩქი ან მთლიანად ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც კარგად ყვავის; ამასთანავე, ის ძალიან გამძლე და უპრეტენზიოა. ეს მცენარე იმდენად ლამაზია, რომ ზოგჯერ „სამოთხის დედოფალს” უწოდებენ, ნორმალური მოვლის პირობებში ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. არსებობს სხვადასხვა ფერის ფელიცია: წითელი, ყვითელი და თეთრი. 

– როგორ პირობებში ხარობს ფელიცია უკეთ?

– ფელიცია ტროპიკული ქვეყნიდანაა, ამიტომ ამ მცენარეს ძალიან უყვარს სითბო და სინათლე. ის ძალიან იოლი მოსავლელია. მას უყვარს კაშკაშა მზის სხივები, მაგრამ არა პირდაპირი დაცხუნებით. 

– როდის ყვავის ეს მცენარე და როგორ შევუწყოთ მას ხელი ამ დროს?

– ფელიცია განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ყვავილობის დროსაა. ის ზაფხულის პერიოდში იყვავილებს, ამიტომ, ახლა მორწყვა არ დააკლოთ და მთელი სეზონის განმავლობაში დატკბებით მისი ყვავილების სილამაზით. 

– რით მრავლდება მცენარე და შესაძლებელია თუ არა მისი ბაღში გაზრდა?

– ფელიცია ტოვებს დიდი რაოდენობით თესლსა და ამონაყარს. მისი გამრავლება შესაძლებელია, ასევე, კალმითაც. ის ისეთი კარგი გასამრავლებელია, რომ ზოგჯერ თვითნათესსაც კი გაძლევთ, ამიტომ, შეურჩიეთ დაბალი და განიერი ქოთანი, რომ თესლები იმავე ნიადაგში ჩაიყაროს, მერე კი თვითნათესი მცენარე გადარგეთ. მისი გადარგვა შესაძლებელია 6 ფოთლის ფაზაში. მას ახასიათებს ფესვთა ფუნჯოვანი  სისტემა, ამიტომ, მცენარის გადარგვისას ეცადეთ, მიწიანად გადაიტანოთ სხვა ქოთანში. მისი მოშენება შეიძლება ბაღში, აივნებსა და ტერასებზე. 

– კიდევ რას გვირჩევთ ამ სეზონისთვის, რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ მცენარე ზაფხულში?

– გაითვალისწინეთ, რომ 10 გრადუსზე ფელიცია ამცირებს ზრდასა და დაყვავილებას, ამიტომ, სწორად შეურჩიეთ ტემპერატურა – დაახლოებით 18-24 გრადუსი. მას ზამთრის სეზონზეც ოთახის ნორმალური ტემპერატურა სჭირდება. 

– რა სიხშირით მოვრწყათ ფელიცია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე, განსაკუთრებით კი – ახლა, მცენარის ყვავილობისას?

– ზაფხულში სასურველია, ფელიცია გარეთ დადგათ და ორ დღეში ერთხელ მორწყათ. გაითვალისწინეთ, ამ მცენარეს არ უყვარს ზედმეტი დანამვა, არც დამატებით ვიტამინების მიწოდება. მისი ნიადაგი გაზავებული უნდა იყოს მიწით, ქვიშითა და ნაკელით. მას არ უჩნდება მავნებლები და ამიტომ არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები. ზამთრის სეზონზე კი, შეიტანეთ თბილ ადგილას და მორწყეთ კვირაში ერთხელ. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ფელიციას გახარებისას?

– ფელიციას თესლი ითესება თებერვლის დასაწყისში და ამოდის 7-12 დღეში. ამოსული მცენარე შეგიძლიათ, მეორე წლამდე დატოვოთ  იმავე ქოთანში და არ გადარგოთ კალმით. ფელიცია კარგად გაიხარებს. ამიტომ, კალამი შემოდგომით აიღეთ და დააფესვიანეთ. ის მართლაც სამოთხის დედოფალია, ყვავის უხვად და, ამავე დროს, უპრეტენზიო მცენარეა. ამიტომ, თუ გსურთ, ამ სეზონზე სახლი ან ეზო გაალამაზოთ, აუცილებლად გაზარდეთ ფელიცია.

– როგორც ვიცი, ამ მცენარეს სხვა დანიშნულებაც აქვს...

– დიახ, მისგან მზადდება არომატული სასმელები, სუნამოები; ფელიციას ურევენ, ასევე, ტეკილაშიც. ასე რომ, მას საკმაოდ დიდი დანიშნულება აქვს.

– რაც შეეხება ჰელიხრიზუმს?

– ჰელიხრიზუმი მწვანე, ზოგჯერ ვერცხლისფერფოთლიანი, ძალიან ლამაზი მცენარეა, რომლის სამშობლოც მალაიზია და ეგვიპტეა. ის ტროპიკულია და არ არის პრეტენზიული. ჰელიხრიზუმი შეგიძლიათ დარგოთ, როგორც ეზოში, ასევე ქოთანში. მისი სიმაღლე 40 სანტიმეტრია და საკმაოდ კომპაქტურია ნებისმიერი ადგილისთვის. 

– როგორ პირობებში ვამყოფოთ ჰელიხრიზუმი?

– ამ მცენარეს უყვარს ნათელი და მზიანი ადგილი. რაც მეტად აცხუნებს მცენარის ფოთლებს მზის სხივები, მით უფრო ლამაზია ჰელიხრიზუმი. მის ნაყენს ხშირად იყენებენ სამკურნალოდ. 

– სად დავდგათ ამ ზაფხულს მცენარე და შესაძლებელია თუ არა ზამთარში მისი გარეთ ყოფნა?

– ზაფხულში ჰელიხრიზუმი გაიტანეთ გარე კლიმატში. ის თითქმის ყინვაგამძლეა, საკმაოდ გამძლე ფოთლები აქვს და ნუ შეგეშინდებათ მისი გარეთ გახარება. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა და გაკრეჭა?

– ჰელიხრიზუმი გაკრეჭაზე ცუდად არ რეაგირებს, ასე რომ, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ. მისი გადარგვისას კი ეცადეთ, ფესვები არ მოაჭრათ ან არ დაუზიანოთ – ეს მცენარეზე ცუდად იმოქმედებს. 

– როგორ მოვრწყათ მცენარე და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის სხვადასხვა სეზონზე?

– მცენარე ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, სამ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – ათ დღეში ერთხელ. თუ ის ოთახში გექნებათ და ფოთლები ფერს შეიცვლის, არ შეგეშინდეთ, ეს სინათლის ნაკლებობის ბრალი იქნება და დადგით ფანჯარასთან ახლოს. მისი ზაფხულის ტემპერატურა 25-28 გრადუსია, ხოლო ზამთრის – 10-15. 

– რით გავამრავლოთ ჰელიხრიზუმი და გვირჩევთ თუ არა ახლა ამ მცენარის გასხვლას?

– გაყოფის დროს არ გაჭრათ მცენარის დედა-ძირი თორემ, შეიძლება, ჰელიხრიზუმი მთლიანად დაიღუპოს. შეგიძლიათ, მოაშოროთ ზედმეტი ბარტყები და ამით გაამრავლოთ. მისი გასხვლა ახლა დაგვიანებულია, სასურველია, ეს გააკეთოთ გაზაფხულის დასაწყისში. სასურველია, მცენარის მიწაში შედიოდეს ტორფი, ნაკელი და ქვიშა.  

 

скачать dle 11.3