კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაფრთხილება მისცეს ლონდონში მეზობლებმა მარიამ რომელაშვილს და როგორ უხსნიან ინგლისელი ბიჭები მას სიყვარულს

 

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, 13 წლის მარიამ რომელაშვილი (ის 8 ივნისს 17 წლის გახდება), რომელმაც, პირველად საქართველოს ისტორიაში, მონაწილეობა მიიღო საბავშვო „ევროვიზიაში“ და მეოთხე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ მარიამის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ის ლონდონში ცხოვრობს, მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს და მომავალში მეორე პროფესიად ტელეჟურნალისტობას აპირებს.

 

მარიამ რომელაშვილი: „ევროვიზიის“ შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და რაც მთავარია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ეს კონკურსი ჩემთვის იყო ნაბიჯი, რომელმაც თითქმის ყველაფერი შეცველა და ნებისმიერი ადამიანისთვისაც ასე მოხდებოდა. მაშინდელი ემოციები დღემდე მახსოვს. პირველი ნომრით გამოვდიოდით და ყველა გვეუბნებოდა, ძალიან სახალისოა თქვენი ნომერი და შოუც ამიტომ, ძალიან კარგად დაიწყოო. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ხუთეულში აუცილებლად შევიდოდი და მართლაც ასე მოხდა. გამართლდა ჩემი ფიქრები. თუმცა, ყველას გაუკვირდა, იმიტომ, რომ საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას და პირველივე გამოსვლაზე ხუთეულში შევიდა. საქართველოში რომ დავბრუნდი, ყველა მაჩერებდა, მილოცავდა და მადლობას მიხდიდა. მონაწილეობისას, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. პირველად მონაწილეობდა საქართველო, მთელი ქვეყანა მიყურებდა.

– მახსოვს, როდესაც საქართველოში დაბრუნდი, პრეზიდენტს წერილი გადაეცი, სადაც თბილისში ბინას სთხოვდი. იმ დროს გორში ცხოვრობდი და თბილისში სახლი არ გქონდა. ამ მხრივ არის სიახლე?

– არჩევნების წინ გორში იყო ჩამოსული და სიტყვით გამოდიოდა, საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით რომ გამოდიოდა, მე გვერდით ვედექი, ყველანაირად მხარს ვუჭერდი მაშინაც და ახლაც. ძალიან მეამაყებოდა, რომ მის გვერდით ვიდექი. რაც შეეხება ბინას, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. როდესაც ჰოლანდიაში ვიყავი კონკურსზე, იქ ქალბატონი სანდრა რულოვსიც იყო, დედასავით მედგა მხარში. ხუთეულში რომ შევედი, პრეზიდენტმა დამირეკა, მომილოცა. მთელი ოჯახი მადლობელი ვართ მისი.

– ანუ, არ გაქვს თბილისში ბინა?

– არა, გორში ვცხოვრობ, უბრალოდ, თბილისში ხშირად მიწევდა ჩამოსვლა კონცერტებზე, გადაღებებზე. „ევროვიზიის“ შემდეგ ვიყავი მოლდოვაში საერთაშორისო კონკურსზე და 2009 წელს 17 ქვეყნის წარმომადგენელს შორის მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ ორი სიმღერა ჩავწერე.

– ახლა ლონდონში ცხოვრობ?

– დაახლოებით 6 თვეა, რაც ლონდონში ვცხოვრობ, მუსიკალურ კოლეჯში ვსწავლობ ვოკალის განხრით, და ეს ჩემი დედობილის დამსახურებაა. დიდი მადლობა მინდა, მას გადავუხადო. ჩემს ცხოვრებაში „ევროვიზიის“ შემდეგ რა წინსვლაც მქონდა, სულ მისი დამსახურებაა. ის იღებს ყველაფერს საკუთარ თავზე, ჩემი მეგობარიც არის, დედობილიც, პროდიუსერიც, მენეჯერიც და მოკლედ, ყველაფერი.

– ვინ არის?

– არ სურს სახელისა და გვარის გამხელა. მოკლედ, ინკოგნიტოა. ჩემთვის მეორე დედაა. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მას მენეჯერს ან პროდიუსერს ვერ ვუწოდებ. როდესაც ლონდონში ჩამოვედი, მან სიურპრიზი გამიკეთა და მუსიკალურ კოლეჯში ჩამრიცხა, ისე, რომ არც კი ვიცოდი. აქ უკვე მესამე თვეა, ვსწავლობ. ლონდონშიც მასთან და მის შვილთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც დასავით მიყვარს. კოლეჯში ჩვენს კურსზე ძალიან ბევრი მოსწავლე არ არის, მაგრამ მყავს უკვე მეგობრები, ჩემზე ასაკით უფროსებიც. სხვათა შორის, კურსზე ყველაზე პატარა ვარ. ზოგს ახსოვდა „ევროვიზია“ და ვისაც არ ახსოვდა და გაიგეს, რომ „ევროვიზიაზე“ გამოვდიოდი, სახელი და გვარი „იუთუბიზე“ ჩაწერეს და გამიხსნეს. ისე ძალიან შევიცვალე, საქართველოშიც ვეღარ მიცნობენ.

– ანუ, კოლეჯში პოპულარული ხარ?

– კი. ძალიან კარგი კოლეჯია და სწავლითაც კმაყოფილი ვარ. ვოკალს კარგად ვამუშავებ, რომ არ „დამიჯდეს“. როდესაც ამ კოლეჯს დავამთავრებ, მერე უფრო მაღალი დონის კოლეჯში განვაგრძობ სწავლას. სულ ვცდილობ, ლონდონში ყველაფერი ვნახო, დავათვალიერო. ინგლისურშიც ვემზადები, ხან მასწავლებელთან მივდივარ, ხან კოლეჯში, ხან კიდევ დავალება მაქვს შესასრულებელი, მაგრამ, როგორც კი მოვიცლი, მაშინვე სადმე მივდივარ – ვათვალიერებ და ფოტოებზე აღვბეჭდავ ხოლმე ნანახს. სახლში აპარატურა მაქვს და ვმეცადინეობ. საქართველოში ვერ ვახერხებდი, ხმა ცოტა „დამიჯდა“, ძალიან ვნერვიულობდი. რაც აქ ჩამოვედი, სისტემატურად ვმეცადინეობ. თან, გარდატეხის ასაკში ვარ, მეშინია, ხმა არ დავკარგო, სულ სიმღერაზე ვარ გადართული.

– მეზობლებთან არ გაქვს პრობლემები?

– კი. როგორ არა. აქ 10 საათის შემდეგ არაფერი არ უნდა გააკეთო. აქაურები მთელი დღე მუშაობენ და წუხდებიან. ადრე, როცა არ ვიცოდი, ვაწუხებდი მეზობლებს, ვმღეროდი, მაგრამ მითხრეს, 10 საათის მერე აღარ იმღერო, არ შეიძლებაო, გაფრთხილება მომცეს. ამიტომ, ამის შემდეგ აღარ ვმღერი.

– სხვადასხვა კონცერტში, ღონისძიებებშიც ხომ არ მონაწილეობ?

– რამდენიმე ღონისძიებაში, კონცერტში მივიღე მონაწილეობა, ზაფხულშიც სხვადასხვა დელეგაცია აპირებს კონცერტების ჩატარებას და იქაც მივიღებ მონაწილეობას. ეს კონცერტები ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ცოტა ვნერვიულობდი. ევროპაში კონცერტებს არ ვარ მიჩვეული. ვღელავდი, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ ჩემს სიმღერებს, მაგრამ ძალიან მოეწონათ. ტყუილად ვნერვიულობდი – აპლოდისმენტები, ავტოგრაფებიც იყო, ყველას მოეწონა. ბევრმა მთხოვა, შენი სიდი მომეციო, მაგრამ არ მაქვს. სამომავლოდ, აუცილებლად გამოვუშვებ ჩემს ალბომს. რეპერტუარში ბევრი ქართული სიმღერა მაქვს, ისევე, როგორც ინგლისური. ამ კონცერტებზეც ვიმღერე ქართული სიმღერები. საერთოდ, ნებისმიერ კონცერტზე ყოველთვის ქართულ სიმღერას ვმღერი და ძალიან მოსწონთ. აგვისტოში მაქვს შემოთავაზება – მონაკოში ჩავატარო სოლო კონცერტი, ჩემი სიმღერების ჩანაწერები ნახეს და მოეწონათ. ჯერ არ ვიცი, კოლეჯში როგორ მექნება საქმე და იმის მიხედვით გადავწყვეტ, მივიღო თუ არა ეს შემოთავაზება.

– დადიხარ ღამის კლუბებში?

– ბევრი შემოთავაზება მქონდა, მეგობრებმა დამპატიჟეს, მაგრამ მარტო არ დავდივარ. ვიცი, როგორი სიტუაციაა. მე ჩემი ტრადიციები მაქვს, მათი სტილით არ ვცხოვრობ – საღამოს გარეთ არ უნდა გახვიდე და ასე შემდეგ. ამიტომ, თუ სადმე მივდივართ, ყველანი მეგობრებთან ერთად ვართ, უფრო დღისით, ღია კაფეებში დავდივარ. ისე, აქაური ცხოვრების სტილი ძალიან მომეწონა, პუნქტუალურები არიან, ორგანიზებულები. ჯასტინ ბიბერის, ალიშა დიქსტონის კონცერტებზე ვიყავი. მალე, მგონი, ბუბა კიკაბიძე ჩამოდის და მის კონცერტზეც წავალ. ჯასტინ ბიბერის კონცერტი მაგარი იყო. აქ ძალიან ბევრს უყვარს. წინასწარ ავიღეთ ბილეთები, ცოტა რომ დაგვეგვიანა, ვერ ვიშოვიდით. უზარმაზარი დარბაზი გადაჭედილი იყო, ბევრი გარეთ დარჩა. სამწუხაროდ, ახლოს მისვლა ვერ მოვახერხე.

– ინგლისელი ბიჭები მოგწონს?

– კარგი ბიჭები არიან. ძალიან გამიკვირდა, როდესაც კოლეჯში მივედი და მეორე დღესვე ბევრმა მითხრა – მომწონხარ, მიყვარხარო. ჯერჯერობით არჩევანი არ გამიკეთებია. აუცილებლად სადმე დაგპატიჟებენ. დღეს საღამოს სადმე გავიდეთ, მომწონხარო. ერთმა ბიჭმა ფურცელზე დაწერილი წერილი გამომიგზავნა, ბევრი ვიცინე. საქართველოში უფრო შავგვრემანი ბიჭები არიან, აქ კი ქერა და ცისფერთვალება. სიმპათიურები არიან, მაგრამ ჯერ არავინ მომწონს. ძალიან რომანტიკულები არიან, სახლში მიგზავნიან საჩუქრებს, ყვავილებს, ძალიან ყურადღებიანები არიან. მომწონს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ. ასეთ დეტალებსაც ვაქცევ ყურადღებას. ქალების დღე რომ იყო, ყვავილები გამომიგზავნეს, ძალიან გამიხარდა. ასეთი რამ მომწონს, მსიამოვნებს.

– ეროვნებას არ აქცევ ყურადღებას?

– მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. რასისტი არ ვარ.

 

скачать dle 11.3