კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

 

კითხვა: რა სახის ინფორმაცია ითვლება საიდუმლო ინფორმაციად?

პასუხი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების  ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

კითხვა: მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო საჯარო ინფორმაცია და როგორ ხდება ამ ინფორმაციის მიღება სახელმწიფო ორგანოებიდან? 

პასუხი: ყველას და, მათ შორის თქვენც, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად. შეგიძლიათ, აირჩიოთ საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ ის სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოთ ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, განცხადებით მიმართოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის მეშვეობით გაგაცნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან, არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. 

კითხვა: რას ნიშნავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებითი სტანდარტი?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია სამი სახის მტკიცებულებითი სტანდარტი: პირველია აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი – დასაბუთებული ვარაუდი. დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებს ობიექტურ პირს, რათა დაასკვნას პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. დასაბუთებული ვარაუდი არის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი; შემდეგი მტკიცებულებითი სტანდარტია ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დამაკმაყოფილებელია სხდომის მოსამართლისთვის, რათა ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული   გულისხმობს, რომ წინა სასამართლო სხდომის მოსამართლე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ალბათობის მაღალი ხარისხით, ვარაუდობს პირის მიერ იმ დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რომელშიც ბრალი ედება; რაც შეეხება მესამე და საბოლოო მტკიცებულებით სტანდარტს, ეს არის გონივრულ ეჭვს მიღმა, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა – არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. 

კითხვა: რა სახის სასჯელებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ზოგადად რა მიზანს ისახავს სასჯელი?

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილია შემდეგი სახის სასჯელები:

ა) ჯარიმა

ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ) საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

დ) გამასწორებელი სამუშაო;

ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;

ვ) თავისუფლების შეზღუდვა;

ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;

თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ი) ქონების ჩამორთმევა;

ჩამოთვლილი სასჯელის სახეებიდან, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებად; ქონების ჩამორთმევა ინიშნება მხოლოდ დამატებით სასჯელად. რაც შეეხება სასჯელის მიზნებს, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანისთვის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან მისი ღირსების დამცირება. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 

კითხვა: რა სახის იარაღს ეწოდება ცივი იარაღი?

პასუხი: ცივი იარაღი – ეს არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

კითხვა: საკუთრებაში მაქვს ცეცხლსასროლი იარაღი. რა შემთხვევაში მეძლევა მისი გამოყენების უფლება?

პასუხი: სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. სამოქალაქო იარაღს მიეკუთვნება თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო და სასიგნალო იარაღები.

კითხვა: მყავს შვილი, რომელიც მსჯავრდებულია და იმყოფება ციხეში. რა უფლებებით სარგებლობენ ციხეში პატიმრები?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულსა და ბრალდებულს უფლება აქვს: 

1. უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომითი და პირადი უსაფრთხოებით;

2. სამედიცინო მომსახურებით;

3. ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, საკონსულოსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) შეხვედრით;

4. სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით;

5. ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;

6. უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციებით;

7. ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების უფლებით;

8. მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში;

9. მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

10. ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით, იქონიოს ამისთვის საჭირო ინვენტარი;

11. შეიტანოს მოთხოვნა ან საჩივარი;

12. ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა, იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (გასეირნების უფლება);

13. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, დროებით დატოვოს პატიმრობის- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; 

მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობს: სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩამოერთვას მოქალაქეობა?

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

 

скачать dle 11.3