კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი სვიფტი” და ძრავას ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებს ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა, მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?

პასუხი: კითხვა არასწორად გაქვთ დასმული, რადგან ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს, თითოეული თავისი კონკრეტული დანიშნულებით. ზოგიერთი მათგანის გაწყვეტა ან დაზიანება, ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის, ზოგიერთის კი – ძალიან სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორსა და ამავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და მისი გაწყვეტა დროულად შეამჩნიეთ (ამას მიგანიშნებდათ ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთებოდა), მაშინ საშიში არაფერია. ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება ითქვას, თუ ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი“ ღვედი ანუ ძრავას კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება, იმ დეტალების ჩამოთვლას, რაც ამ შემთხვევაში დაზიანდებოდა. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის „ჰონდას” მოდელების თითქმის 95 პროცენტში, ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას, ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ და ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ, მანამ სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე, ამ საქმის პროფესიონალებს თუ მსგავს დეტალებზე ინფორმაციას გამოჰკითხავდით. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა – იაფი შესანახია ის თუ არა, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან მომდინარეობს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ზეტ 350”. ამ ავტომობილისთვის შევიძინე სპორტული ტიპის საჭე, მაგრამ მისი შეცვლის მცდელობისას, აღმოჩნდა, რომ ის არ მიესადაგება ჩემს ავტომობილს. არადა, მისი შეძენის დროს (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდის. შეცდომაში შემიყვანეს თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებ?

პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭეები, უბრალოდ, მას დამხმარე დეტალი ესაჭიროება, ეგრეთ წოდებული, გადამყვანი. ის ავტომობილის საჭის ღერძზე მაგრდება და მასზე მაგრდება ახალი საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნება, თუ მას იქვე, საფრანგეთშივე შეიძენდით. მაგრამ, რადგან უკვე თბილისში ხართ, ამ კონკრეტული დეტალის შეძენა მოგიწევთ. თუმცა, საქართველოში არ მეგულება ამ კონკრეტული ავტომობილის – „ზეტ 350-ის” გადამყვანი. 

  გვერდი მოამზადა

 

скачать dle 11.3