კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

 

6 ივნისი

1664 – ახალ ამსტერდამს სახელი გადაერქვა და დაერქვა ნიუ-იორკი.

1815 – ვატერლოოს ბრძოლა – ნაპოლეონის საბოლოო მარცხი.

1912 – ალასკის მიწისძვრის შემდეგ ამოიფრქვა ვულკანი ნოვარუპტა – ეს იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ამოფრქვევა.

1944 – ევროპაში გაიხსნა მეორე ფრონტი.

7 ივნისი

1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები მიადგნენ ქალაქ იერუსალიმს და ალყა შემოარტყეს.

1494 – ესპანეთის ქალაქ ტოდესილიასში დაიდო ხელშეკრულება ესპანეთსა და პორტუგალიას შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ, ბრაზილია ერგო პორტუგალიას.

1929 – წარმოიშვა სახელმწიფო ვატიკანი.

8 ივნისი

632 – გარდაიცვალა მუჰამედი, ისლამის ფუძემდებელი (დაიბადა 570 წელს).

1869 – ჩიკაგოელმა აივზ მაკგაფინმა დააპატენტა მტვერსასრუტი.

9 ივნისი

1815 – მუშაობა დაამთავრა ვენის კონგრესმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ევროპის ყველა სახელმწიფო, თურქეთის გარდა. რუსეთს მიეკუთვნა პოლონეთი, შეიქმნა ნიდერლანდების სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია.

1920 – დაიწყო სომხეთ-თურქეთის ომი, რომლის შედეგადაც სომხეთი თურქეთის სატელიტი ქვეყანა გახდა.

1931 – მოსკოვსა და ლენინგრადს შორის მოძრაობა დაიწყო მატარებელმა, სახელწოდებით „წითელი ისარი“.

1959 – წყალში ჩაუშვეს პირველი წყალქვეშა ნავი „ჯორჯ ვაშინგტონი“, ბორტზე ბალისტიკური რაკეტებით.

10 ივნისი

1909 – დაარსდა ქალაქი კანბერა – ავსტრალიის კავშირის დედაქალაქი.

1936 – შეიქმნა კინოსტუდია „სოიუზმულტფილმი“.

1940 – იტალია შეუერთდა თავის მოკავშირეს – ჰიტლერულ გერმანიას და საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ომი გამოუცხადა.

1940 – ფაშისტურმა გერმანიამ დაასრულა ნორვეგიის ოკუპაცია.

1943 – უნგრელმა ლასლო ბირომ გამოიგონა ბურთულიანი კალამი. ის ასრულებდა ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების დაკვეთას. მათ სჭირდებოდათ კალამი, რომელიც დიდ სიმაღლეზე, დაბალი წნევის პირობებშიც შეძლებდა წერას.

1967 – საბჭოთა კავშირმა 6-დღიანი ომის გამო ურთიერთობა გაწყვიტა ისრაელთან, რომელიც აღდგა 1991 წელს.

11 ივნისი

1930 – ამერიკელი ბიოლოგი უილიამ ბობი და ინჟინერი ოტის ბერტონი წყალქვეშ ჩაეშვნენ თავიანთი შექმნილი ბატისფეროთი. ეს იყო სფეროსებრი ფოლადის კამერა ილუმინატორით.

1942 – ვაშინგტონში დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთდახმარებაზე ომის დროს და თანამშრომლობაზე ომის შემდგომ პერიოდში.

1991 – ფირმა „მაიკროსოფტმა“ გამოუშვა ოპერატიული სისტემა „MS DOS 5,0“. 

1992 – რუსეთში მიიღეს პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა.

12 ივნისი

1897 – კარლ ელზენერმა დააპატენტა დასაკეცი საარმიო დანა (ეგრეთ წოდებული „შვეიცარიული“ დანა).

1898 – ფილიპინები გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1955 – იაკუტიაში აღმოაჩინეს ალმასის საბადოები.

1963 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კლეოპატრა“ ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით.

1991 – რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი.

 

скачать dle 11.3