კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იპოვე ის, ვინც მართლა შენია...

 

 

სხვისთვის რჩევის მიცემა ადვილია, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, გამბედაობა მოვიკრობოთ და გიკარნახოთ, როგორ იპოვოთ ის, ვინც თქვენია მართლა თქვენია და ერთადერთი. დაიწყეთ იმით, რომ საკუთარი თავი შეიყვარეთ – ეს აუცილებელია. თუ არ გექნებათ განცდა, რომ მართლაც იმსახურებთ ბედნიერებას, თქვენს მზერაში ვერასდროს გაჩნდება ის ნაპერწკალი, რომელიც საპირისპირო სქესს მიიზიდავს.

კარგად დაფიქრდით რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრებას მოინდომებდით, ანუ, მასთან ერთად ყოფნას ყველგან და ყოველთვის. ზერელედ კი არა, საფუძვლიანად დაფიქრდით და ისე ჩამოყალიბდით. დააკონკრეტეთ და მერე იმასაც მიხვდებით, სად შეიძლება გაიცნოთ ასეთი ადამიანი – ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისას ასეთი კონკრეტიკა აუცილებელია.

იყავით ზომიერი ყველაფერში, განსაკუთრებით – ემოციებში. ნუ აღფრთოვანდებით და გადაირევით ადამიანზე პირველივე შეხვედრისას – ამით შესაძლო იმედგაცრუებას აირიდებთ თავიდან.

არავითარი სრულყოფილება! ადამიანი ვერასდროს იქნება სრულყოფილი, ვერც ქალი და ვერც მამაკაცი – ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომელსაც პირდაპირ „თვალებში უნდა ჩახედო.” თუ რეალობასთან სრულ თანხმობაში იცხოვრებთ, მარტო არასდროს დარჩებით და ბედნიერება თქვენი თანამგზავრი იქნება. რაც შეეხება სილამაზეს, ის მხოლოდ პირობითია. ნუ გააკეთებთ არჩევანს მხოლოდ ამ ღირსების მიხედვით. ნუ ჩამოხვალთ ფსონს მარტო სილამაზეზე. სილამაზეს გამოკიდებული ადამიანები ხშირად ბედნიერები არ არიან. ეს უფრო იმ ბრჭყვიალა ბურთს ჰგავს, თითებში რომ ჩაგემსხვრევა და გატკენს.

 

скачать dle 11.3