კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე ცნობილი სომეხი ჰოლივუდში და მისი სხეულის რომელი ნაწილით ინტერესდებიან მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში

 

 

 

კიმ კარდაშიანი – სომხური წარმოშობის ცეცხლოვანი ლამაზმანი ამერიკული და მსოფლიო შოუ-ბიზნესის ბოლო დროის ყველაზე სახელგავარდნილი ვარსკვლავია, რომელმაც სექსუალური სხეულის ფორმებითა და სკანდალური ისტორიებით, ბულვარული პრესის უმთავრესი გმირის სტატუსი მოიპოვა. შესაბამისად, პერსონაზე ყველაზე ბევრს საუბრობენ სატელევიზიო თოქ-შოუებში. სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ზეპოპულარულ კიმს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მთელი პლანეტის მასშტაბით და სწორედ ამიტომ, შემოგთავაზებთ მის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო და სკანდალურ ისტორიებს.

კიმბერლი ნოელ (კიმ) კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, ცნობილი ადვოკატის, რობერტ კარდაშიანის და ღამის კლუბების  ხშირი კლიენტის კრის ჯენერ-ჰოუტონის ოჯახში დაიბადა. მამა რობერტი ცნობილი იურისტი იყო, რომლის სახელს უკავშირდება ცნობილი მსახიობის, „შიშველი პისტოლეტისა” და სხვა ბლოკბასტერების ვარსკვლავის – ოჯეი სიმფსონის გახმაურებული საქმე (ბრალად ედებოდა მეუღლის და მისი საყვარლის მკვლელობა). დედამისი – კრისი კი, ამჟამად კიმის მენეჯერის თანამდებობას ითავსებს. 1989 წელს  კრისი და რობერტი განქორწინდნენ და მას შემდეგ, კიმის დედა ცნობილ სპორტსმენთან, მძლეოსან ბრიუს ჯენერთან ერთად ცხოვრობს. ფაქტობრივად კიმისთვის ის  მამინაცვალია, რადგან რობერტ კარდაშიანი 2003 წელს გარდაიცვალა. სხვათა შორის, კიმს მამის მხრიდან სომხური ფესვები აქვს, ხოლო დედისგან – შოტლანდიური და ჰოლანდიური. თავის წარმომავლობას ყველაზე სკანდალური სომეხი ჰოლივუდში შემდეგნაირად ხსნის – „მე ვარ ნახევრად სომეხი (თურქი სომხების და რუსეთში მცხოვრები სომხების ნაჯვარი) და ნახევრად ჰოლანდიელი-შოტლანდიელი”. კიმს დედმამიშვილების მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს: დები – ჰლოე და კორტნი და ძმა რობ კარდაშიანები, ასევე, ნახევარდები და ნახევარძმები: ბარტონი, ბრენდონი, ბროუდი, კეისი, კენდელი და კაილი ჯენერები. სხვათა შორის, 90-იანი წლების შუა პერიოდში კიმი მამის მიერ დაფუძნებულ მუსიკალურ სარეკლამო კომპანია „მუვი თიუნზში” მუშაობდა. იყო ასევე, სოულის ვარსკვლავის, უიტნი ჰიუსტონის პირადი სტილისტიც. 

პირველი ნაბიჯები პოპულარობისკენ კიმმა 2007 წელს გადადგა, როდესაც დებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რეალითი-შოუში – „კარდაშიანებთან ერთად”. დღესდღეობით ამ შოუს ხუთი სეზონია გასული ამერიკული ტელევიზიით და ჯერაც არანორმალური პოპულარობით სარგებლობს. კიმ კარდაშიანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეალითი-შოუების ვარსკვლავია, რომელმაც მარტო გასულ წელს შოუდან 6 მილიონი დოლარი მიიღო. ამჟამად გასართობი არხის „ენთერთეიმენთის” ეთერში კიმის ახალი შოუს ტრანსლირება მიმდინარეობს. შოუს სახელწოდებაა „კორტნი და კიმი ნიუ-იორკს იპყრობენ” და მასში ნაჩვენებია, რეალურ დროში  როგორ მუშაობს კიმის მიერ გახსნილი ბუტიკი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში. სხვათა შორის, კიმის ბუტიკების ქსელი კალიფორნიასა და ფლორიდაში ფუნქციონირებს და ძირითადად საიუველირო ნაწარმითა და ქალებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარით ვაჭრობს. გარდა ბუტიკების ქსელისა, კიმ კარდაშიანი დებთან ერთად ტანსაცმლის ხაზს – „ქე-დაშს” ფლობს.  ასევე არიან მოდური ტანსაცმლის ბრენდის, „ბებეს” დიზაინერები. ცნობისთვის, კიმი ძირითადად ქვედა საცვლებისა და საცურაო კოსტიუმების დიზაინზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ნაწარმად მიიჩნევა ამერიკაში. გარდა ამისა, კიმ კარდაშიანი პარფიუმერიითა და კოსმეტიკით არის დაინტერესებული. 2010 წლიდან კოსმეტიკური მაღაზიათა ქსელ „სეფორას” მაღაზიებში იყიდება სუნამოები: „კიმ კარდაშიანი”, „გოულდი” და რუჯის მისაღები კრემი „კარდაშიან გლამურ თენი.”

გარდა რეალითი-შოუებისა, კიმი პერიოდულად სხვადასხვა ჟანრის ფილმებში მონაწილეობს. თუმცა, ამ ფილმების უმეტესობა არ მიეკუთვნება ჰოლივუდის ტოპ-კლასის ფილმების კატეგორიას და მდარე ხარისხის, ეგრეთ წოდებულ „ბ” კატეგორიად მიიჩნევა ამერიკაში. თუმცა კარდაშიანს აქაც აქვს გარკვეული წარმატება, რადგან 2009 წელს „ფილმისთვის” „არარეალური ბლოკბასტერი” იგი „ოქროს ჟოლოზე” იყო წარდგენილი. ეს პრიზი წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობებისთვის არის განკუთვნილი. სხვათა შორის, 2010 წლიდან კიმის ფიგურა მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმშია განთავსებული და დამთვალიერებელთა უმეტესობა, სწორედ კიმის ცნობილ უკანალთან იღებს ფოტოებს. ცნობისთვის, კიმ კარდაშიანს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სხეული აქვს ჰოლივუდში. 

კიმ კარდაშიანი პერის ჰილტონთან, ნიკოლ რიჩისთან, ტარა რიდთან, ბიჟუ ფილიპსთან, ლინდსი ლოჰანთან და კიმბერლი სტიუარტთან ერთად, ჰოლივუდური წვეულებების მოყვარულია და არ აცდენს მსგავს ღონისძიებებს, სადაც მუდამ ყურადღების ცენტრშია. სხვათა შორის, ყოფილი დაქალის, პერის ჰილტონის მსგავსად, კიმი 2007 წელს სექსუალურ სკანდალში გაეხვია, გავრცელდა პორნო, რომელზეც კიმი სექსით იყო დაკავებული თავის იმჟამინდელ „ბოიფრენდთან“ მომღერალ რეი ჯეისთან. ვიდეო ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა კიმის გაპოპულარებაში. სხვათა შორის, კიმ კარდაშიანის თქმით, იგი დღემდე სირცხვილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეს ვიდეო ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, კიმით დაინტერესდა სხვადასხვა საგამომცემლო სახლი. ჰონორარის სანაცვლოდ მას ეროტიკულ ფოტო-სესიებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ და უმეტეს შემთხვევაში, კიმი თანხმდება. მისი გულახდილი ფოტოების ნახვა „ფლეიბოის”, FHM-ის, და სხვა ცნობილი, მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალების ფურცლებზეა შესაძლებელი. 

კიმის პირადი ცხოვრება მუდმივ ინტერესს იწვევს ამერიკელებში. 2000 წელს იგი ცოლად გაჰყვა მუსიკალურ პროდიუსერს, დეიმონ ტომასს, რომელთანაც 2004 წელს განქორწინდა. მას შემდეგ მისი „ბოიფრენდები“ იყვნენ: ზემოთნახსენები რეი ჯეი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები რეჯი ბუში და მაილზ ოსტინი, ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და მოდელი გაბრიელ ობრი. ამჟამად კიმი კალათბურთელს, „ნიუ ჯერსი ნეთსის” თავდამსხმელს, კრის ჰამფრისს ხვდება. ცნობილია, რომ 2011 წლის 18 მაისს სპორტსმენმა 20,5-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა სატრფოს და ამით ხელი სთხოვა რეალითი-შოუს პლანეტის ყველაზე  ცნობილ ვარსკვლავს. 

P.S. გარდა შოუ-ბიზნესისა, კიმ კარდაშიანი აქტიურად არის ჩართული ამერიკის  პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერია და ბოლო დროს აქტიურად მოუწოდებს ამერიკის მთავრობას, აღიარონ სომხების გენოციდი, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელდა. გარდა ამისა, კიმმა თავის 7,2 მილიონ მიმდევარს „ტვიტერზე” მოუწოდა, რომ მხარი აუბან მის ინიციატივას და ყოველწლიურად მიიღონ მონაწილეობა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 

скачать dle 11.3