კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვეულებრივი წყალი და მწვანე ჩაი ბევრ დაავადებას კურნავს

 

წყალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვეულებრივი წყალი ბევრ დაავადებასაც კურნავს.

წყლის კომპრესების სამკურნალო ძალა უძველესი დროიდანაა ცნობილი. როცა ადამიანს რომელიმე ორგანო აქვს დასუსტებული, დაავადებული ადგილისკენ დასახმარებლად სისხლის გაძლიერებული ნაკადი მიემართება, რათა იმ ორგანოს ნორმალური მუშაობა აღადგინოს. თუ წარმოიქმნება შეშუპება, ნერვულ დაბოლოებებს აწვება და ძლიერ ტკივილს იწვევს. შეშუპების დროს, ნახშირორჟანგით გაჯერებულ სისხლს გამოსასვლელი არ აქვს. ტკივილის მოსახსნელად და ანთების ჩასაქრობად კი, ასეთი სისხლი სხვა ადგილისკენ უნდა გავდევნოთ. ამ მოვალეობას ცივი წყლის კომპრესი ასრულებს. კომპრესის გაკეთების დროს აუცილებელია წესების დაცვა: უნდა მოერიდოთ ორპირ ქარს; კომპრესი უნდა გაიჩეროთ მანამ, სანამ გაშრობას დაიწყებს და მაშინვე ახალი დაიდოთ; ყოველი კომპრესის შემდეგ წყალი უნდა გადაივლოთ.

კომპრესი გამოიყენება ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს. უმჯობესია, ეს მეთოდი დაავადების მწვავე სტადიის დროს გამოიყენოთ – ასე ეფექტი უფრო სწრაფი იქნება. ქრონიკული დაავადებების დროს კი საჭიროა, მთელი კურსი ჩაიტაროთ, ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც. კომპრესს ჭამის შემდეგ, მაშინვე ნუ გაიკეთებთ, რადგან, სისხლისა და ენერგიის ნაწილის სხვა მიმართულებით გადაყვანა საჭმლის მონელების პროცესს შეუშლის ხელს. პროცედურა ჭამიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყეთ.

დაავადების დროს ორგანიზმს არსებით დახმარებას უწევს მწვანე ჩაი. საერთოდ, უქეიფობის დროს, საჭიროა ბევრი სითხის მიღება. ამ მიზნით მწვანე ჩაი შეუცვლელია. სუფთა წყალი დასუსტებულ უჯრედში მოხვედრისას ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აძლიერებს. შედეგად, წარმოიქმნება წიდები, რომლებიც უჯრედის ბლოკირებას ახდენს და წყალს ორგანიზმიდან გამოსვლა არ შეუძლია, მწვანე ჩაი კი დასუსტებულ უჯრედებზე ოპტიმალურად მოქმედებს. ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, უჯრედში მოხვედრილი მწვანე ჩაი შლის წიდებს, მემბრანიდან გამოსვლისას კი ეს წიდები გარეთ გამოაქვს. ამის შედეგად, ხდება ორგანიზმის უჯრედების გაწმენდა. მწვანე ჩაი კომპრესთან ერთად არა მხოლოდ შესანიშნავად ასუფთავებს, არამედ აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

 

скачать dle 11.3