კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწევს წნევა მაღლა

 

 

წნევის გაზომვისას ვინიშნავთ ორ სიდიდეს: პირველ ჩვენებას ეწოდება სისტოლოგიური წნევა, ანუ გულის კუნთების შეკუმშვის მომენტი, მეორეს – დიასტოლური, ანუ გულის კუნთების მოდუნების მომენტი. ნორმალურ წნევად მიაჩნიათ 120/80. მართალია, ექიმებს დღემდე ბოლომდე ვერ ამოუხსნიათ ჰიპერტონიული დაავადებების მიზეზი, მაგრამ, ცნობილია მისი გამომწვევი ძირითადი მექანიზმები.

რატომ იწევს წნევა მაღლა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რწყავთ ყვავილნარს და, თუ სარწყავის პირზე ხელს მაგრად მოუჭერთ, გაიზრდება წყლის წნევა. დაახლოებით ასევე ხდება სისხლის წნევის მომატებაც.

აუცილებელია, თვალი ადევნოთ თქვენს წონას. თუ ის 30 პროცენტით აჭარბებს ნორმას, ესე იგი, თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. არტერიულ წნევაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი საშუალებაა მარილიანი საკვების შეზღუდვა ან კვებიდან მისი საერთოდ გამორიცხვა. გახსოვდეთ, რომ ჭამის დროს კერძში მარილის ჩამატება მავნებელია. შეზღუდეთ კონსერვების, შებოლილი ძეხვეულისა და სხვა გემრიელი, თუმცა, ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების მიღება. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანმა დიეტაში უნდა ჩართოს კალიუმით მდიდარი, მაგრამ ნატრიუმით ღარიბი პროდუქტები. მიირთვით პარკოსანი მცენარეებისგან მომზადებული საჭმელი, მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, ბანანი და ფორთოხალი. შეზღუდეთ შემწვარი ხორცი. ასევე, კარგია ნესვისა და საზამთროს დიდი რაოდენობით ჭამა. საზამთროს ქერქი და თესლი ჰიპერტონიის წამალია: კარგად გაახმეთ საზამთროს ქერქი და თესლი, შემდეგ დაფქვით და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლიან წყალში გაზავებული ფხვნილი დღეში  ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ხახვიც წნევის წამალია: აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაფცქვენით და ჩადეთ ანადუღარი წყლით ნახევრად სავსე ჭიქაში. დატოვეთ ერთი ღამის განმავლობაში და დილით უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. გარდა იმისა, რომ ხახვი დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების სტრუქტურასა და შემადგენლობას.

ასევე, გახსოვდეთ, რომ არტერიულ წნევას მაღლა სწევს ზოგიერთი წამალი, მაგალითად, ანტიციდები, ცხვირში ჩასაწვეთებლები, ასევე ზოგიერთი გამაყუჩებელი, რომელიც კოფეინს შეიცავს.

 

скачать dle 11.3