კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

შესაძლოა, მარადონა ფეხბურთიდან მოკვეთონ



არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეგო მარადონას შეგირდებს თვეების განმავლობაში კრიტიკა არ აკლდათ. მოგებული მატჩის შემდგომ დიეგო პრესკონფერენციაზე გამარჯვებული გენერალივით ამაყი მივიდა და...

„ეს გამარჯვება ყველა არგენტინელს ეძღვნება, ყველას, გარდა ჟურნალისტებისა. თქვენ ხომ ადამიანები არ ხართ, თქვენ ხომ ნამუსი არ გაქვთ!“ – განაცხადა დიეგომ და მერე გინებაც მიაყოლა.

ეს ინციდენტი „ფიფას“ სადისციპლინო კომიტეტის მსჯელობის საგანი მალე გახდება და, დიდი შანსია, მარადონა ფეხბურთიდან მოკვეთონ. საუბარი ხუთთვიან დისკვალიფიკაციაზეა და, თუ ასე მოხდება, უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში დიეგოს არათუ სათადარიგოთა სკამზე, მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯდომა, არამედ სტადიონზე შესვლაც კი აეკრძალება, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატი ივნისში იწყება და იმ დროისთვის მარადონას დისკვალიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში მოხდილი ექნება.


скачать dle 11.3