კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველა დროის ყველაზე ლამაზი პრინცესა მსოფლიოში და რომელი აზიური ქვეყნის დედოფალია აღმოსავლეთში ყველაზე ლამაზი

ამბობენ, რომ თუკი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი სილამაზით ნიანგს არ ჩამოუვარდება, იგი მაინც მშვენიერია, რადგან სამეფო ოჯახიდანაა. თუმცა, ასეთი მიდგომის მიუხედავად, მსოფლიოს სამეფო დინასტიებშიც არიან ისეთები, მშვენიერებითა და მიმზიდველობით არაფრით რომ არ ჩამოუვარდებიან ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა და სექსუალურ ვარსკვლავებს. სამეფო ოჯახების ეს წარმომადგენლები დიდი ხანია, სახალხო სიყვარულით სარგებლობენ. მათი თაყვანისმცემლების არმია კი მილიონებს ითვლის.

გრეის პატრისია კელი

ამერიკელი მსახიობი და მონაკოს მთავრის, რენიე მესამის მეუღლე 1956 წლიდან, იყო და რჩება ყველა დროის ყველაზე ლამაზ პრინცესად. გრეისმა სამი შვილი გაუჩინა რენიეს: პრინცესა კაროლინა ლუიზა, ალბერ მეორე, მონაკოს ამჟამინდელი მმართველი და პრინცესა სტეფანია მარია. გრეისის შვილებიდან ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის ისეთი სილამაზით, როგორიც თვითონ პრინცესა იყო, გრეისი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 1982 წელს იგი ავტოკატასტროფაში მოყვა. ოფიციალური ვერსიით პრინცესას საჭესთან ინსულტი მოუვიდა და ავტომობილმა მართვა დაკარგა, ხრამში გადავარდა. მანქანაში გრეისსთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი – სტეფანია იჯდა, რომელიც გადარჩა. გრეისი კი, მიღებული ტრავმებისგან, მეორე დღეს გარდაიცვალა.

შვედეთის პრინცი – კარლ ფილიპი

31 წლის ვერმლანდიის ჰერცოგი კარლ ფილიპი იმდენად სიმპათიურია, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება ევროპაში. შვედეთის მეფის კარლ მეთექვსმეტე გუსტავის და დედოფალ სილვიას ერთადერთი ვაჟი, შვედეთის სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. პრინცი გატაცებულია სპორტითა და მოგზაურობით, რომლის დროსაც დოკუმენტურ ფილმებს იღებს. 2006 წელს მან უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით – გრაფიკული დიზაინი. პრინცს ჰყავს მეგობარი გოგონა – ფოტომოდელი სილვია ჰელკვისტი. თუმცა, მათ ურთიერთობას სერიოზულს ვერ უწოდებ.

დედოფალი რანია

იორდანიის მეფე აბდულა მეორის მეუღლე, დედოფალი რანია აღმოსავლეთის ულამაზეს დედოფლად მიიჩნევა. მას ოთხი შვილი ჰყავს: კრონ-პრინცი ჰუსეინი, პრინცი ჰაშიმი და პრინცესები – იმანი და სალმა. რანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში და დიდი სიყვარულით სარგებლობს იორდანიის მოქალაქეებს შორის.

შარლოტა კაზირაგი

მონაკოს ტახტის მემკვიდრეებს შორის, შარლოტა კაზირაგი ყველაზე მეტად ჰგავს თავის ბებიას – პრინცესა გრეისს. შარლოტა აქტიურ ცხოვრებას ეწევა – ჩართულია საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში, არის ბრენდ „გუჩის” ერთ-ერთი სახე, აქვეყნებს სტატიებს ჟურნალებში „ევერ მენიფესტ”, „ებავ” და „ენაზერში”. შარლოტა ძალიან პოპულარულია მამაკაცებს შორის, თუმცა მუდმივი „ბოიფრენდი“ მას არ ჰყავს.

ანდრეა ალბერტ პიერ კაზირაგი

26 წლის ანდრეა კაზირაგი მონაკოს პრინცესა კაროლინასა და მისი მეორე ქმრის, სტეფანო კაზირაგის უფროსი შვილი და პრინცესა გრეის კელის შვილიშვილია. ანდრეას დამთავრებული აქვს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, ფლობს ხუთ ენას სრულყოფილად, დაკავებულია ვიზუალური ხელოვნებითა და ერთ დროს საერთაშორისო პოლიტიკითაც იყო გატაცებული.

პრინცესა მადლენი

პრინცესა მადლენ ტერეზია ამელია ჟოზეფინა, ჰელსინგლანდიის და ჰესთრიქლანდიის ჰერცოგინია, შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავის მეორე ქალიშვილია. 28 წლის პრინცესა დიდხანს იტანჯებოდა იმის გამო, რომ არ ჰქონდა უფლება, ცოლად გაჰყოლოდა, ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ადვოკატს, იონას ბერგსტრომს. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ შვედეთის მონარქიული ოჯახის წესების თანახმად, პირველი უნდა გათხოვილიყო მისი უფროსი და – პრინცესა ვიქტორია. მხოლოდ ამის შემდგომ განიხილა შვედეთის მთავრობამ მადლენის სურვილი და გათხოვების ნება დართო. პრინცესა მადლენს ბაკალავრის დიპლომი აქვს ხელოვნებაში, თანამედროვე ისტორიასა და ეთნოგრაფიაში. მადლენი ძალიან პოპულარულია შვედეთში, რადგან დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას.

უელსის პრინცესა – დიანა

ლედი დიანა ფრენსის სპენსერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. 2002 წელს „ბი-ბი-სიმ” ჩაატარა გამოკითხვა და გამოავლინა ყველა დროის უდიდესი ბრიტანელები. მათ შორის დიანამ მესამე ადგილი დაიკავა, და ამით თვით დედოფალ ელიზაბეთსა და თავის ექსმეუღლეს, პრინც ჩარლზს გადაუსწრო.

პრინცი ფილიპოსი

საბერძნეთის ყოფილი მეფის კონსტანტინე მეორისა და ყოფილი დედოფლის, ანა-მარიას 24 წლის ვაჟი – ფილიპოსი საბერძნეთისა და დანიის პრინცია. მას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც მუშაობს კიდეც.

ლუქსემბურგის კრონ-პრინცი გიიომი

მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი გიიომ ჟან ჟოზეფ მარი, ლუქსემბურგის ჰერცოგი და პარმის პრინცია. პრინცი თავისუფლად საუბრობს ლუქსემბურგულ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. გიიომი გატაცებულია სპორტით – ფეხბურთით, პოლოთი და ცურვით. იგი ასევე პროფესიონალი პიანისტია. პრინცი გიიომი ევროპულ ვალუტაზეა გამოსახული. 2006 წელს ლუქსემბურგმა ორევროიანი მონეტები მოჭრა, რომელზეც პრინცი გიიომი მამასთან, ჰერცოგ ანრისთან ერთად არის გამოსახული.

პრინცები უილიამი და ჰარი

ლედი დიანას შვილები – უილიამი და ჰარი ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ძმები არიან. მას შემდეგ, რაც უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, ბრიტანელმა გოგონებმა ყურადღება პრინც ჰარიზე გადაიტანეს. იგი ამჟამად ყველაზე სასურველი სასიძოა მთელ დიდ ბრიტანეთში.

პრინცი ამედეო

ბელგიის პრინცი ამედეო – ერც-ჰერცოგ ლორენცოს და პრინცესა ასტრედის ვაჟია. 24 წლის ამედეოს ლონდონის ეკონომიკის სკოლა და ბელგიის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული. მისი პირადი ცხოვრების შესახებ კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

ასტურიის პრინცი ფელიპე

ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსისა და დედოფალ სოფიას მესამე შვილის, პრინც ფელიპეს სრული რეგალია ასე წარმოითქმის: „მისი სამეფო უდიდებულესობა დონ ფელიპე ხუან პაბლო ალფონსო დე ტოდოს ლოს სანტოს დე ბორბონ და გრესია, ასტურიის, ვიანიის, ჟერონის პრინცი, მონბლანის ჰერცოგი, სერვერიის გრაფი და ბალაგერის სენიორი”. პრინცი ფელიპე ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა და თუკი მას მეფობა მოუწევს, ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსედ იწოდება. პრინც ფელიპეს ჰყავს მეუღლე, – პრინცესა ლეტიცია და ორი შვილი, ინფანტები – ლეონორი და სოფია.


скачать dle 11.3