კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები



კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნიღაბი მშრალი კანისთვის ბუნებრივი ინგრედიენტებით.

პასუხი: დააქუცმაცეთ კომბოსტოს ნედლი ფოთლები და მოხარშეთ რძეში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. ოდნავ შეაგრილეთ (კანი რომ არ დაგწვათ) და დაიდეთ სახესა და ყელზე 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ღამის მკვებავი ან ზეითუნის ზეთი.

თვალების გარშემო ნიღბის დადება რეკომენდებული არ არის.

კითხვა: სახეზე მქონდა თითქმის შეუმჩნეველი ჭორფლი, რომელიც ასაკის ზრდასთან ერთად თანდათანობით საკმაოდ მოზრდილ ლაქებად გადაიქცა. ჯანმრთელობა გამოვიკვლიე და არანაირი ორგანული დაავადება არ მჭირს. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური რეცეპტი ლაქების გასაქრობად.

პასუხი: გთავაზობთ სამ ნიღაბს. შეიძლება, ლაქები მთლიანად არ გაქრეს, მაგრამ მათ საგრძნობლად გააბაცებს და კანს თანაბარ ფერს მისცემს.

ნიღაბი ¹1

გახეხეთ 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, გაწურეთ და კანი მიღებული წვენით გაიწმინდეთ. შეშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ რძენარევი წყლით (1 სადილის კოვზი რძე 1 ჩაის ჭიქა წყალზე). ესეც რომ შეგაშრებათ, ხელის გულზე გადმოიღეთ ღამის მკვებავის ის რაოდენობა, რაც ერთ წასმაზე გეყოფათ, დააწვეთეთ ზედ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი, თითით კარგად აურიეთ და წაისვით მთელ სახეზე. 20 წუთის შემდეგ აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ორი კვირის განმავლობაში. თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ორ-სამდღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ნიღაბი ¹2

ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 ცალი გახეხილი ვაშლი, 1 სადილის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი რძის ფხვნილი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით ღამის მკვებავი.

კურსის ხანგრძლივობა – იგივე.

ნებისმიერი ნიღბის წასმისას, სასურველია, წამოწვეთ, თვალები დახუჭოთ და არ ილაპარაკოთ.

ნიღაბი ¹3

აიღეთ 4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, თითოეული გაჭერით ოთხად (კანიანად) და ამოაცალეთ თესლი. ჩააწყვეთ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო, დააფარეთ თავსახური და დადგით ბნელ და გრილ ადგილას. ორი კვირის შემდეგ გადაწურეთ და სითხეს დაუმატეთ 5-5 წვეთი A და E ვიტამინი. ჩაასხით ბოთლში და თავი კარგად დაუცავით.

ყოველი მოხმარების წინ ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით ბამბით და არ ჩამოიბანოთ, აცალეთ, შეგაშრეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, წაისვით ღამის მკვებავი.

კითხვა: ვარ 32 წლის. არსებობს თუ არა რაიმე ბუნებრივი საშუალებები ტუჩების მოსავლელად? მინდა, რომ ჩემი ტუჩები ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

პასუხი: ტუჩებს რომ ახალგაზრდული იერი შევუნარჩუნოთ, დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, როცა კი ამის საშუალება გექნებათ, მონაცვლეობით წაისვით ნატურალური თაფლი, კიტრის ან სტაფილოს წვენი, სტაფილოს წვენისა და ხაჭოს ნაზავი (1 ჩაის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი). 5-10 წუთის შემდეგ მოიცილეთ ცხელ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. შემშრალებისთანავე წაისვით ზეითუნის ზეთი ან ჰიგიენური პომადა.

კითხვა: არსებობს თუ არა ფიტოთერაპიული საშუალება ცხიმოვანი სებორეის, ქერტლისა და თმის ცვენის წინააღმდეგ?

პასუხი: ცხიმოვან სებორეაზე, ქერტლზე ეფექტურად მოქმედებს კალენდულა: 1 სადილის კოვზ კალენდულის სპირტიან ნაყენს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი. ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახის კანი და შეიზილეთ თმის ძირებში (ტამპონი შეცვალეთ). 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თმაც და სახეც. შემდეგ ერთმანეთში არეული 10-10 წვეთი A, D და E ვიტამინი წაისვით სახეზეც და თმის ძირებშიც.

კითხვა: სალონში ან სახლში ვარცხნილობის გაკეთებისას ხშირად მიწევს თმის ლაკის გამოყენება, რის შემდეგაც ჩემი თმა მშრალი და მტვრევადი ხდება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, რით ჩავანაცვლო თმის ლაკი?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში თმის ლაკზე უარი უნდა თქვათ, განსაკუთრებით – ზაფხულში. ლაკის ჩანაცვლება შეგიძლიათ წყალში გაზავებული ბურახით (1:1) ან ლუდით: თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ მომზადებული ხსნარი და შემდეგ გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა.

კითხვა: თუ არსებობს ბუნებრივი საღებავი, თმა მოოქროსფრო-მოყავისფროდ რომ შევიღებო?

პასუხი: მოათავსეთ ქვაბში 2-3 კილოგრამი ხახვის ხმელი ფურცელი, 1 ჭიქა წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ადუღეთ 16 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. მიღებული სითხე დაბანის შემდეგ შეიზილეთ თმაში და ერთი საათით გააჩერეთ. შემდეგ ძმრიანი წყლით ჩამოიბანეთ. ასე მოიქეცით ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ თქვენი თმა არაჩვეულებრივ ფერს მიიღებს, თმის ცვენისა და ქერტლის პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ.

შეღებვის პროცედურა ერთკვირიანია, შეგიძლიათ, გაიმეოროთ თვეში ერთხელ.



თამრიკო ზამთარაძემ


скачать dle 11.3