კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იბადება ადამიანი თანდაყოლილი უიღბლობის კოდით და რა მაგიურ თვისებებს ფლობს ცისფერ ქსოვილში ჩადებული ხორბალი და სანთლის ნამწვავი

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დაუგეგმავი რამ ხდება. ადამიანები ერთი არასწორი ნაბიჯით, არა მარტო საკუთარ თავს, შთამომავლობასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამიტომ, უმჯობესია, დღეს დაფიქრდეთ და ისე დაგეგმოთ მომავალი. ბევრი არ ერიდება შემთხვევით სექსუალურ კონტაქტს, ან, გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდა შვილის გაჩენა საყვარელ მამაკაცთან და როდესაც ფაქტის წინაშე დგება, სწორედ მაშინ უშვებს საბედისწერო შეცდომას. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, როდესაც დედა ორსულობის დროს, აბორტზე ფიქრობს, ბავშვი უიღბლობის კოდით იბადება. მისივე თქმით, თუ ბავშვის დაბადება მშობლებს არ სურთ და ის მაინც მოევლინა ქვეყანას, უბედობისთვისაა განწირული. შესაძლებელია თუ არა ამ სიტუაციის გამოსწორება და ბედში გარკვეული ცვლილებების შეტანა, ამასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ, მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

ნინო: ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა დაბადებას სიხარული კი არა, ცრემლიც კი ახლდა. აქვე, იმასაც გეტყვით, როდესაც დედა აბორტზე ფიქრობს, ბავშვში უიღბლობის კოდი იდება. ის თავის გადასარჩენად იბრძვის და თუ ბედმა გაუღიმა და ღმერთმაც არ გაწირა, ამ ქვეყნის მზესაც სევდიანი თვალით იხილავს. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არასდროს უმართლებთ და ყოველ ნაბიჯზე პრობლემები და წინაღობები ხვდებათ. რასაკვირველია, ცხოვრების განმავლობაში ბედნიერი დღეებიც აქვთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ბედს უჩივიან. სხვათა შორის, წლების წინ, ამ პრობლემით იმიტომ დავინტერესდი, რომ არც ჩემი გაჩენა სურდათ მშობლებს. სადღაც, მათ საქციელს გამართლებაც აქვს.

– გამართლებაში, თუ საიდუმლო არ არის, რას გულისხმობთ?

– რას და, როცა ოჯახში ოთხი ქალიშვილია და მეხუთეს გაჩენას მხოლოდ იმიტომ რისკავენ, ბიჭი, ანუ გვარის გამგრძელებელი უნდათ, ამ დროს კი გაიგებენ, რომ ისიც გოგოა, უარყოფითი რეაქცია ბუნებრივია. თანაც, ვერ გეტყვით, დიდად ულხინდა ჩემს ოჯახს და ფუფუნებაში ვიზრდებოდით-მეთქი. ხშირად, ქუჩაში რომ გავივლიდი, მეზობლების გადალაპარაკებაც გამიგია, რად უნდოდათ ახლა ამის გაჩენა, ზედმეტ ტვირთად რომ დააწვათ კისერზეო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ღმერთმა არ გამწირა და დავიბადე. ბებიაჩემი კი მთელი ბავშვობა იმას ჩამჩიჩინებდა, ბიჭი გვინდოდა, შენ რად გვინდოდი, დედაშენს რა ვუთხარიო. ან, დედა რა შუაში იყო, ვერ ვხვდები. სულ ტიროდა და წუწუნებდა, რა გახდა ამ სახლში გვარის გამგრძელებელი რომ არ დადის, ჩემი და ჩემი ქმრის ქონება ვის უნდა დარჩესო. გეგონება, გოგო შვილი არ იყო. მაგრამ, ხომ იცით, ძველი ხალხის აზროვნება. ასე ტირილ-ტირილსა და უაზრო წუწუნში გავიზარდე და ასე ტირილ-ტირილით მომაქვს ეს ცხოვრება, აგერ უკვე 45 წელია. ჩემი უიღბლობის მიზეზიც ეს არის, ანუ არასწორი დამოკიდებულება ჩემი ამქვეყნად მოვლენისადმი. დედაჩემის დედა შეგნებული ქალი იყო და ბებიაჩემს – მამის დედას სულ ეუბნებოდა – არ შეიძლება, ქალო, ასე. ამ ბავშვმა რა დააშავა, ნუ დააბედებ ცრემლსო.

– ბავშვობიდან გრძნობდით, რომ დაბადებამდე ჩადებული უიღბლობის კოდი მუშაობდა?

– რასაკვირველია. სკოლაში თავს ვიკლავდი სწავლით და მაინც ვერ ვიყავი წარმატებული მოსწავლე. უმაღლესისთვის მთელი ერთი წელი ვაკლავდი წიგნებს თავს და რომ ამბობდნენ, ამას რა უჭირს, ეს კი ჩააბარებსო, პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. იმხელა შოკი მივიღე, ვერ აგიწერთ. კითხვა მიყვარდა და ყველანაირ წიგნს ვკითხულობდი. ერთხელ, ისეთი წიგნი ჩამივარდა ხელში, რომელმაც მთელი ჩემი უიღბლობის საიდუმლო ამოხსნა. აი, სწორედ ამის მერე, ცხოვრებაზეც ჩავიქნიე ხელი...

– ასეთი რა ეწერა იმ წიგნში ცხოვრების აზრი რომ დაგაკარგვინათ და ბედნიერებაზე ხელი ჩაიქნიეთ?

– რა და, რეალური ფაქტები იყო მოყვანილი და თან, ფსიქოლოგიურ-პარაფსიქოლოგიური ანალიზიც ერთვოდა. ეწერა, უცხოეთში სწორედ ჩემნაირად არ სდომებიათ ერთ-ერთ ოჯახში ბავშვის დაბადება, მაგრამ ის მაინც მოვლენილა ამქვეყნად. როცა გაზრდილა, ყველაფერს ძნელად აღწევდა. არც სიყვარულში უმართლებდა და ვერც დედობის სიხარული განუცდია, მრავალი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად. ბოლოს პარაფსიქოლოგიური კვლევა ჩაუტარებიათ ამ ადამიანზე და აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი, სწორედ დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა გახლდათ. მაშინ, კიდევ ვერ მივხვდი ბევრ რამეს, მაგრამ როდესაც გავთხოვდი და იგივე პრობლემის წინაშე მეც აღმოვჩნდი, კიდევ უფრო მეტი მსგავსება აღმოვაჩინე ჩემსა და იმ ადამიანის ცხოვრებას შორის. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანი იყო, მატერიალურად თითქოს არა გვიშავდა, მაგრამ შვილი არ გვყავდა. რამდენჯერაც დავფეხმძიმდი, იმდენჯერ მომეშალა მუცელი და ისეთი სტრესი გადავიტანე ყოველ ჯერზე, ნუ იტყვით. ხუთი წელი ვცხოვრობდით ერთად. ცივ ნიავს არ მაკარებდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს მისგან, მაგრამ ბოლოს მითხრა, მე შვილი მინდა და მაპატიე, უნდა წავიდე შენგანო. ახლა ცოლიც ჰყავს და ორი ანგელოზივით შვილიც. კი ბატონო, არ ვყრი ფარ-ხმალს, განვაგრძობ ცხოვრებას და არც ჩემს დარდს ვაჩვენებ სხვას. წუწუნით თავს არ ვაბეზრებ ახლობლებს, მაგრამ, აბა, გულში ჩაიხედეთ, რა ხდება?

– იქნებ ყველაფერი დალაგდეს და დროა ამისთვის საჭირო? ასეთი ისტორია, ხომ შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს გადახდეს თავს და უიღბლობა და დაბადებამდე დაბინძურებული ენერგეტიკა ამასთან კავშირში არ იყოს?

– მესმის თქვენი. ფიქრობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მსგავსი უამრავი გაქვთ მოსმენილი. მაგრამ, როგორც გითხარით, ამ საკითხით წლებია, დავინტერესდი და თუკი სადმე მსგავს თემაზე ვინმე მუშაობდა, პარაფსიქოლოგს ვგულისხმობ, ყველასთან მივდიოდი და რჩევას ვეკითხებოდი.

– მერე, ისინი რას გირჩევდნენ?

– ბევრს ვერაფერს. მაგრამ, ერთმა ამ უიღბლო კოდის მოხსნის მეთოდი გამანდო, რომელსაც ძველი ტიბეტელები იყენებდნენ და ის ახლაც მოქმედებს იქ. ეს ქალი, სწორედ ტიბეტში ცხოვრობდა და იქ გაიღრმავა ცოდნა პარაფსიქოლოგიის კუთხით. მისგან შევიტყვე, თურმე, ბავშვს, რომლის დაბადებაც არ სურდათ თავის დროზე, კოდად აქვს ჩადებული თვითმკვლელობა, უიღბლობა და გაჭირვება. ამას კი ის თავად უნდა შეებრძოლოს.

– ეს შებრძოლება რა მეთოდით ხდება?

– სანამ მეთოდზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ ხორბალს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს. სანთელი ჩვენს რწმენასთან ასოცირდება, ცისფერი კი სიწმინდესთან და ეს სამივე ერთად აღებული – სამყაროსთან უხილავად გვაკავშირებს. გარდაცვლილ ადამიანს თავთან ხორბლით სავსე ჯამს უდგამენ და შიგ სანთელს არჭობენ. ამ ჯამიდან უნდა ამოიღოს ადამიანმა ცოტა ხორბალი და სანთლის ერთი ცალი ნამწვავი. შეკეროს პატარა, ცისფერი ტომსიკა, ეს ყველაფერი შიგ ჩადოს და მუდამ თან ატაროს. მაგრამ, აქ ერთი რამ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. კერძოდ, თუ გარდაცვლილი ბედნიერი იყო და ცხოვრებაში უმართლებდა, თავთან დადებულ ხორბალში, მისი აურა გადადის. მის სახელზე დანთებულ სანთელს კი უდიდესი ძალა აქვს. ასე რომ, თუ თქვენს დაბადებას თან ცრემლი და უიღბლობა დაჰყვა, გირჩევთ, ეს მარტივი მეთოდი სცადოთ. ამით შესაძლოა, თქვენი უიღბლობის კოდი მთლიანად ვერ შეაჩეროთ, მაგრამ ცხოვრებას რომ შეიმსუბუქებთ, ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით.


скачать dle 11.3