კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცხოვრებელი ბინის რომელი ზონა შეესაბამება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ნებისმიერი საცხოვრებელი ფართი, საკუთარი სახლი იქნება ის თუ ბინა კორპუსში, უხილავად არის დაყოფილი ზონებად და ყოველ ზონას მფარველობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ზონა, რომელიც შეესაბამება მის ზოდიაქოს ნიშანს. ამგვარად, სწორედ ის ადგილი უნდა მოაწყოთ განსაკუთრებულად ყურადღებით, რათა ბინაში სიმყუდროვე და სიმშვიდე შეიგრძნოთ.

ასევე, თითოეული ნიშანი მფარველობს არა მხოლოდ თავისი ნიშნის ქვეშ მყოფ ადამიანს, არამედ მის ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ადგილი უჭირავს საცხოვრებელში.

ვერძის ნიშანს ეკუთვნის კარი, ჭიშკარი და დერეფანი. ამ ნიშნით იწყება ზოდიაქური წრეც და ჩვენი სახლიც. თუ თქვენ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ეცადეთ, გაალამაზოთ შემოსასვლელი ადგილი, მოაწყოთ ჰოლი და მეტად მოსახერხებელი და კომფორტული გახადოთ ის. შედეგად, შემოსვლის დროს არა მარტო გაიხდით ქურთუკს და ფეხსაცმელს და ეს გამოცვლა იქნება შესაძლებელი, არამედ, ჩამოჯდებით და დაისვენებთ, რაც სასიცოცხლო ენერგიით დაგმუხტავთ.

თხის რქის ზონაა ბინის შიგნით არსებული კიბე. კიბის არქონის შემთხვევაში, სასურველია, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა შვედური კედელი დაამონტაჟონ. ასეთი ქცევით, ისინი, გარდა სასიცოცხლო ენერგიით დამუხტვისა, კარიერაშიც ადვილად მიაღწევენ წარმატებებს და სოციალურადაც უზრუნველყოფილები იქნებიან.

ტყუპების სამფლობელო სასტუმრო ოთახია. ასევე, იმ ადამიანებმა, ვისაც უჭირს ურთიერთობა და ახლო ნაცნობებთან კავშირის დამყარება, მეტი დრო სწორედ ამ ზონაში უნდა დაყონ. სასარგებლოა იქ ყოფნა იმ შემთხვევაშიც, როდესაც გრძნობთ, რომ ვერ იღებთ საჭირო ინფორმაციას.

ქალწული სამზარეულოს კურირებს. ხშირად იარეთ ამ ზონაში და გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ფანტაზიები. ასეთი ქცევით თქვენი ცხოვრებიდან გაქრება ზედმეტი გაუგებრობა, ფორიაქი და მღელვარება.

სასადილო ოთახი კუროს მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ ესთეტიკა და სილამაზე. ამიტომ, ეს ზონა მუდამ მოწესრიგებული და გალამაზებული უნდა იყოს. თუ გსურთ, თქვენს ოჯახს არასდროს მოაკლდეს ბარაქა და დოვლათი, კუროს ზონა განსაკუთრებით გემოვნებით მოაწყვეთ.

კირჩხიბი სააბაზანოს მფარველობს, ხოლო ღრიანკალი – საპირფარეშოს. მათ, ვინც ზრუნავს ოჯახის შექმნასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სააბაზანოს. დააწყვეთ ამ ოთახში ლამაზი და ძვირად ღირებული კოსმეტიკა, სურნელოვანი სითხეები და სანთლები. დადგით როგორც ხელოვნური, ასევე, ბუნებრივი მცენარეები. სხვათა შორის, საპირფარეშოში სისუფთავე და წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრიანკალისა და შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანებისთვის.

ლომი დასვენების, გართობისა და თამაშის ზონას, ანუ ბავშვის ოთახს განაგებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ, სახლში კი მუდამ სისუფთავეს და სასიამოვნო გარემოს ითხოვენ.

მშვილდოსანი ბუნებრივ ცეცხლს საჭიროებს, ამიტომ, თუ ბინაში ბუხრის გაკეთება არ ხერხდება, აუცილებლად გამოყავით ადგილი, სადაც სანთლებს დაანთებთ – ეს დაგეხმარებათ სამყაროს ადვილად შეცნობაში.

მერწყულისთვის მნიშვნელოვანია ბინაში თანამედროვე ტექნიკით დატვირთული ზონა. თუ გსურთ თქვენი ნათელი მომავლის დაპროგრამება, სახლში გაანაწილეთ კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მუსიკალური ცენტრები და ასე შემდეგ.

თევზებმა, ისევე, როგორც მათ, ვინც ინტუიციის გაძლიერებასა და სულიერ სიმშვიდეზე ოცნებობს, მეტი დრო უნდა დაყონ წყალთან. შეგიძლიათ, ბინაში პატარა, ხელოვნური შადრევნები დადგათ ან აკვარიუმი იქონიოთ. თევზების ნიშანი, ასევე, კურირებს საოჯახო კინოთეატრს. ამიტომ, ეცადეთ მყუდრო ადგილი შეარჩიოთ, რათა ოჯახის წევრებმა სასიამოვნო სიტუაციაში ერთად უყურონ ტელევიზორს.

სასწორებმა, ისევე, როგორც ყველა იმ ადამიანმა, ვისაც არ ჰყოფნის სულიერი წონასწორობა, უნდა იზრუნონ მთელ სახლში სიმყუდროვესა და კომფორტზე.


скачать dle 11.3