კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნერვული სისტემის მოშლა მასტოპათიის მიზეზი ხდება



მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდაში. დაავადების მიზეზია ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი. მასტოპათია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის გუნება-განწყობაზე, რიგ შემთხვევაში კი გადაგვარდება სარძევე ჯირკვლის კიბოდ. დაავადება იწყება შემაერთებელი ქსოვილების ზრდით. ამასთან, წარმოიქმნება პატარა კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას დიფუზიური ეწოდება. მისი ძირითადი გამოვლინებაა ტკივილები მკერდის არეში, რომელიც აღინიშნება კრიტიკული დღეების დაწყებამდე და წყდება ციკლის დაწყებისთანავე. ასევე, პერიოდულად აღინიშნება პატარა, მრგვალი კვანძები, ანუ გამაგრებები მკერდის ზედა ნაწილში.

ხშირად ქალები ყურადღებას არ აქცევენ აღნიშნულ სიმპტომებს და მიმართავენ ექიმს ძალიან გვიან. ამით თავს საფრთხეში იგდებენ. ეს დაავადება ადრეულ პერიოდში ძალიან ადვილად ემორჩილება მკურნალობას. დაავადების განვითარების გვიან პერიოდში კი სარძევე ჯირკვლებში წარმოიქმნება გაცილებით დიდი ზომის კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას კვანძური ეწოდება. ამ პერიოდში ტკივილები მკერდის არეში უფრო ინტენსიურია, რომელიც გადაეცემა მხარისა და იღლიის არეს. მკერდზე ოდნავი მიკარებაც კი ტკივილს იწვევს. ძუძუს თავებიდან შეიძლება აღინიშნებოდეს გამონადენი, შესაძლოა, ის გამჭვირვალე ან სისხლიანი იყოს. მასტოპათიის კვანძური ფორმის დროს კრიტიკული დღეების დაწყებისას ტკივილი არ ქრება. ამ პერიოდში სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ.

მასტოპათია ვიბრო-კისტოზური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებებით. ქსოვილის უჯრედები ან ძალიან სწრაფად მრავლდება, ან ეს ცვლილებები რეგრესირებადია. ეს არის ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილების არანორმალური თანაფარდობის შედეგი.

მასტოპათია ქალებს 25-55 წლის ასაკში უვითარდებათ. იშვიათად, ეს დაავადება მამაკაცებსაც აწუხებთ. მამაკაცებში მასტოპათიას გინეკომასტია ეწოდება. დაავადების მიზეზი ძირითადად ნერვული სისტემის მოშლილობაა, კერძოდ, სტრესი, დეპრესია, ნევროზი.

მასტოპათიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური ფაქტორი, ასევე ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორები. დიდი მნიშვნელობა აქვს შთამომავლობით ფაქტორს, ანუ რამდენად იყო განვითარებული დედის მხრიდან ნათესაობაში კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საშვილოსნოს ანთება, რომლის დროსაც ირღვევა სასქესო ჰორმონების გამომუშავების პროცესი, რაც შეიძლება მასტოპათიის მიზეზი გახდეს. ბევრ ქალს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს, აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქცია მასტოპათიის განვითარების რისკს ერთი-ორად ზრდის.

არცთუ იშვიათად დაავადების განვითარების მიზეზი ხდება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების დაავადებები. ერთ-ერთი მათგანია სიმსუქნე, განსაკუთრებით კი დიაბეტთან ერთად. ამ დროს რისკის ფაქტორი საგრძნობლად იზრდება. კიდევ ერთი რისკის ფაქტორია იოდის დეფიციტი ორგანიზმში.

ამ დაავადების დიდი რისკი აქვთ ქალებს, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, აქვთ ნევროზი, დეპრესიული მდგომარეობა. ასე რომ, მასტოპათიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი. ასევე, უნდა აღვნიშნოთ არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაც, ალკოჰოლი, თამბაქო, გენმოდიფიცირებული საკვები და მომატებული რადიაციული ფონი – როგორც არაპირდაპირი რისკის ფაქტორები.

სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს მკერდის ტრავმას. საშიშია მიკროტრავმები, აბორტები, გადაციება და ასე შემდეგ.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს დიეტის დროსაც. ამის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს უშვილობა, გვიანი პირველი ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების მოკლე პერიოდი...

ამ დაავადების დამცველად მიაჩნიათ 20-25 წლის ასაკში მშობიარობა, ძუძუთი კვება, ხშირი მშობიარობა და ასე შემდეგ.

მასტოპათია თუ რთული ფორმით არ მიმდინარეობს, ქალებში არ იწვევს სერიოზულ ჩივილებს. სჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს.

დიფუზიური მასტოპათიის მკურნალობა ემყარება დაავადების წარმომქმნელი ძირითადი მიზეზების, კერძოდ, ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლის, საკვერცხეების, ღვიძლის და ნერვული სისტემის დაავადებების აღმოფხვრას. ჰორმონალური თერაპიისთვის იყენებენ ანტიესტროგენებს.

მასტოპათია განიხილება, როგორც კიბოს წინამორბედი, ამიტომ, საჭიროა ნატურალური ანტიოქსიდანტების C და D ვიტამინების, იოდის, ბეტა-კაროტინის, ფოსფოლიპიდების, სელენის მიღება. ასევე, სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში. უკუჩვენება აქვს საუნას, სოლარიუმს, ბაზიოპროცედურებს, სტრესებს.


скачать dle 11.3