კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერიას დღიურებიდან

ბერიას დღიურები სტალინის უახლოესი თანამებრძოლის პირად, სულიერ სამყაროში ჩახედვის უნიკალური საშუალებაა. აქ ღიად იშლება საბჭოთა ისტორიის, მეტიც, მსოფლიო ისტორიის აკრძალული ფურცლები: დიდი ტერორი, მეორე მსოფლიო ომის კატასტროფული ეპიზოდები, ატომური პროექტი, ბელადის გარდაცვალება და მრავალი სხვა.

1943 წლის 1 იანვარი

კობა არ მომეწონა. დამიბარა, ვიფიქრე, სუფრასთან მეპატიჟებოდა. მე აუდიენცია არ მჭირდება, ოთახში შევედი, ტახტზე წამოწოლილი დამხვდა. მითხრა, საერთოდ არ მიძინია და რაღაც უნდა გთხოვოო. ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ, რამე ხომ არ გინდა-მეთქი, მაგრამ, მაგისი ხასიათი ხომ ვიცი, რომ კვდებოდეს, არ გეტყვის. მისი ფერი არ მომეწონა. უცხოელ სტუმრებს დღეს შენ მიხედე, თქვი, რომ გადაუდებელ საქმეებზე მუშაობს, ყველას ბოდიში მოუხადე ჩემი სახელითო. გამოსვლის დროს გამაჩერა და მითხრა, წარმოგიდგენია როგორ აწვალებენ იაშკას (იაკობ ჯუღაშვილი), აქამდე თანამშრომლობაზე რომ ვერ დაითანხმეს. მოკლან მაინც მაგ უნამუსოებმაო. ვერაფერი ვუთხარი, დღეს არ იყო ფორმაში კობა.

1943 წლის 10 იანვარი

მიკიტას მოვატყუეთ, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ოკუპირებული ტერიტორიიდან ღორების მოპარვისთვის, რადგან ამით საფრთხეში ჩააგდო პარტიზანული მოძრაობა. დაიჯერა, ადგილს ვერ პოულობს, ალბათ, ფიქრობს, რატომ არ მიჭერენო. თათბირზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ თვითონ არაფერ შუაშია და მისმა ბიჭებმა, დაუკითხავად გადაწყვიტეს სოფელში შეპარვა, რადგან საკვები პროდუქტები საერთოდ აღარ ჰქონდათ და შიმშილით იხოცებოდნენ. სტალინმა ვეღარ გაუძლო და უთხრა, ყოჩაღ, ვაჟკაცი ბიჭები გყოლიაო. ჯარისკაცმა მოხერხებულობა ყველა სიტუაციაში უნდა გამოიჩინოსო. მაგრამ, შენს ჯარისკაცებს სერიოზული პრობლემა აქვთ, უფროსის იმედი არ უნდა ჰქონდეთო. ხრუშჩოვი გამწვანდა და ბელადის ქება-დიდება დაიწყო. ერთი ჯამბაზი პოლიტბიუროშიც უნდა იყოს, კარგია.

1943 წლის 5 თებერვალი

არ შეიძლება, ცოლის უყურადღებოდ მიტოვება, ნინომ (მეუღლე) მისაყვედურა, შვილს მამა ენატრებაო. ყოჩაღ, სერგო, კარგი ახალგაზრდაა, ყველაზე კარგად სწავლობს, ძლიერი ფიზიკოსი დადგება. ნინო მეუბნება, ამხანაგებში რამე რომ მოხდება, ან ვინმეს რამე რომ სჭირდება, ყველა სერგოსთან მოდის რჩევებისთვისო. ცოტა ხნის წინ, შენთან საუბარი უნდოდა, ალბათ, ჭკუა უნდა ეკითხა, მაგრამ დაგრჩა კი ოჯახისთვის ჭკუა. ზოგი ქალივით კობასთან ხომ არ მივალ ამის სათხოვნელადო. ეს ამბავი არ მომეწონა, გუშინ კობამ მითხრა, ოჯახს მეტი დრო უნდა დაუთმოო, თან გაიცინა. ამათ შეიძლება, პირი აქვთ შეკრული. კობაც მაგარია, ვის ატყუებს, სახლში რომ დავჯდე, მეტყვის, ცოლის მონა ხარო. როგორ დავიჯერო, რომ ჯუღაშვილს ჩემზე ძალიან უყვარს ბერიები.

1943 წლის 22 თებერვალი

დღეს მთელი დღე ვიცინი, მიქოიანმა 200 მანეთი დაკარგა. მე და კობამ ვუთხარით, რომ ეს სერიოზული საქმეა და უშიშროება უნდა ჩავრთოთო. კობამ უთხრა, ნუ გეშინია სიმართლე იზეიმებს – ან ლავრენტის დავიჭერ ქურდი თუ ვერ იპოვა, ან შენ ტყუილისთვისო. მერე დაფიქრებული კაცის სახე მიიღო და თქვა, ამას მიკიტას გარდა არავინ გააკეთებდა, რა საჭიროა გამოძიებაო. ხუმრობაში მიქოიანიც აგვყვა, ეგ ყველაზე ცუდი ვარიანტია ფულს უკან არ დააბრუნებსო.

თბილისიდან ჩამოსულმა ნათესავმა მომინახულა, ახალგაზრდა კაცია, ნიჭიერი ინჟინერი, ობლობაში გაიზარდა, სტუდენტობის დროს ვეხმარებოდი. საოცარი პროექტები მოიტანა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს ომისშემდგომი პროექტებია. ახლა ამის ფუფუნება არ გვაქვს. მაინც უარი ვერ ვუთხარი და სტალინთან შეხვედრა მოვუწყვე. კობას ძალიან მოეწონა, რა ვიცი, ღმერთმა გაუმარჯოთ, რასაც კარგს გააკეთებენ, კარგია.

1943 წლის 18 მარტი

მაწუხებენ ნინოს ნათესავები – ყველა თხოვნებით მოდის, ყველას რაღაცა უნდა. იქნებ, მეც მინდა დახმარება?! ვის ვთხოვო, კობას იქით სჭირდება დახმარება. სევასტი სულ გაგიჟებულა, ბერია მოკლეს და მის მაგივრად ორეულია, თორემ აქამდე გალში ჩამოვიდოდაო. მაგის გაზრდილი რომ არ ვიყო, ვიცი, რასაც ვუზამდი, დაბერდა და გამოშტერდა ეს კაცი. ამ ხალხს ხომ მეტი არ უნდა, ავრცელებენ და ავრცელებენ ჭორებს. დრო რომ მქონდეს, ჩავიდოდი და ისე დავათრობდი, მერე გაიგებდა, ვინ არის მკვდარი და ვინ ცოცხალი.

1943 წლის 5 აპრილი

დღეს ამხანაგი სტალინი ცუდ ხასიათზეა. ანასტასის (მიქოიანი), ვიაჩესლავის (მოლოტოვი) და გიორგის (მალენკოვი) თანდასწრებით სათვალიანი გველი მიწოდა და უკანასკნელი სიტყვებით მაგინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ მაინც მეწყინა. ვიცოდი, რომ ამხანაგი მოლოტოვი ნაწყენი იყო, 1942 წელს სტალინმა ტანკები რომ წაართვა და მე გადმომცა, მაგრამ ასე თუ მიბოროტებდა, არ მეგონა. ძნელია, როცა 20 წელი ვირივით მუშაობ და ვიღაც ანგარიშს გაგისწორებს. რამდენჯერ გადამირჩენია ესენი, ახლა კი არავინ ხმა არ ამოიღო ჩემს დასაცავად. როგორ აფეთქდა კობა, სიტყვის თქმა არ მაცადა. კიდევ კარგი, ქართულად რომ მაგინებდა, მაგრამ ანასტასს ხომ ესმოდა ყველაფერი. ერთი სიტყვა არ უთქვამს. იმ ყველაფრის მერე, რაც მე მაგისთვის ბაქოში მაქვს გაკეთებული. ყველას დიდი მადლობა. 3 წელია, ამ ეშმაკის კარუსელში ვზივარ – სახალხო კომისარიატი, სარდლობის შტაბი, კობა; ტელეფონები, ძილი, კობა; სახალხო კომისარიატი, კობა, ტელეფონები.

1943 წლის 19 აპრილი

ბევრი აღარ დარჩა ზაფხულამდე, კარგი იქნებოდა, ზღვაზე წასვლა. კობასთან ერთად სათევზაოდაც ვერ წავა კაცი. ერთხელ ვუთხარი და გაცხარდა, რა დროს ეგ არისო. მე გავახსენე, როგორ ვჩეხავდი შეშას, როგორ ვუწვავდი კალმახს, თვითონ უსაქმურად იჯდა და მარტო ანკესი ეჭირა ხელში. მაგას კიდევ მოვასწრებთ, ახლა კი ამის დრო არ არისო. როგორ მალე გადის დრო, ახალგაზრდები ვიყავით და ქალებსაც ვუყვარდით. ეს წელი, ალბათ, ომში გარდამტეხი იქნება. უნდა დავიძინო, ღამის სამი საათი დაიწყო, 20 აპრილიც დადგა. დღეს ჰიტლერის დაბადების დღეა. მოლოტოვი მიყვებოდა, რომ თურმე ჰიტლერი ხორცს არ ჭამს და მინერალური წყლები უყვარს. დალიოს, დალიოს.

1943 წლის 5 მაისი

გაზაფხულია, ტყეში გავისეირნე, სითბოა, მზეა. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე მზე, ალბათ, კავკასიაში. მიყვარს ბუნება, 30-იანებში მე და კობა ხშირად ვაწყობდით პიკნიკებს. ბევრს ვიცინოდით და კარგადაც ვქეიფობდით. დიდ საქმეებსაც ვაკეთებდით, ბევრს ვაშენებდით. ომმა ბევრი მშენებლობა გაგვინადგურა, დიდი ზიანი მოგვაყენა, მაგრამ არა უშავს, მალე დავამთავრებთ ომს და ისეთ სასწაულებს მოვახდენთ, ამერიკელებსაც კი შეშურდებათ. ჩვენი ხალხი უფრო მშრომელია. ახლაც კი, როგორ მუშაობენ და უმძიმეს პირობებში, დონბასის შახტიორები მაინც მოიპოვებენ ქვანახშირს. ეს მაშინ, როცა იქვე გადის ფრონტის ხაზი.

1943 წლის 18 მაისი

გვიან ღამით აგენტმა ცუდი ინფორმაცია მომაწოდა – ჩვენი ერთ-ერთი რეზიდენცია გაშიფრეს ესპანეთში, მნიშვნელოვანი ბიჭები დაიჭირეს. მათ სერიოზული გეგმები ჰქონდათ, თუ რას აკეთებენ ესპანელი კომუნისტები. არ ვიცი, ცნობებს ველოდები, სასწრაფო ზომებია მისაღები.

1943 წლის 27 მაისი

დილიდან ცუდად ვარ, წნევა არასდროს მქონია და აი, ბატონო, დამეწყო. თუმცა, აქამდე როგორ არ მქონდა, ამ რეგვენების ხელში. გუშინ მიკიტას სერიოზულად ვეჩხუბე, იდიოტია, ხელით კინაღამ შევეხე. მაგრამ, რად გინდა, კობა მაინც ხელს აფარებს. ეს აღარ გავიგო, ჩეკისტებმა პარტიულ მუშაკებს ნუ გაუწყალეთ გული, აცადეთ მუშაობაო.

1943 წლის 5 ივნისი

იაპონელთა გეგმები ჩავშალეთ. იქ კარგად იმუშავეს ჩვენმა ბიჭებმა, დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ცოცხლად ვერავინ აიყვანეს. რამდენს ბედავენ ეს პატარა კაცები. არა უშავს, მაგათი დროც მოვა, ჯერ გერმანელებს მოვუვლით.


скачать dle 11.3