კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვინ გაუშენა სახლში „ედემის ბაღი“ გია გუმბერიძეს და რატომ გადააკეთეს მისი აუზი სამზარეულო ოთახად



გუმბერიძეების პატარა ოჯახი დიდი ხანი არ არის რაც ვაკეში, კერძო, ეზოიან სახლში გადავიდა საცხოვრებლად. სახლიც გაარემონტეს, ავეჯიც შეცვალეს და ახლა ბინის გაფართოებასაც გეგმავენ. როგორც გია გუმბერიძე ამბობს, მის სახლში დადებითი აურა ტრიალებს, მშვიდი გარემოა, უყვართ სტუმარი და ამის გამო, ხშირია სტუმრიანობაც. ბინაში თანამედროვე, მუქი ფერის ავეჯი დგას, კედლები ღია ფერშია გადაწყვეტილი. აქ ყველა ნივთია, რაც ადამიანის კომფორტისთვისაა საჭირო.

გია გუმბერიძე: სოლოლაკში ვცხოვრობდი, მაგრამ სულ გვინდოდა პატარა, ლამაზეზოიან სახლში ცხოვრება. ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს გავყიდეთ ძველი საცხოვრებელი და ვაკეში გადმოვედით. უკვე რვა წელია აქ ვცხოვრობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. სახლს პატარა ეზოც აქვს და ზაფხულში აქ ჯდომას არაფერი ჯობია. დედას ძალიან უყვარს ქოთნის მცენარეები. ამიტომ, ეზოში ზაფხულობით ნამდვილი „ედემის ბაღი“ აქვს გაშენებული, თავისი პალმებით და სხვადასხვაგვარი მწვანე დიდფოთლოვანი მცენარეებით.

– სახლში სულ რამდენი ოთახია?

– სულ ხუთი ოთახია, მაგრამ ახლა ვგეგმავთ ზემოდან კიდევ რამდენიმე დავაშენოთ და იმედია, ამასაც მალე მოვაბამთ თავს. მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ეს სწორედ ის პროცესია, რასაც პირადად მე ძალიან რთულად ვეგუები. სახლი რომ ვიყიდეთ და რემონტი დავიწყეთ, მე მამიდასთან „გავიხიზნე“ (იცინის). ახლაც უნდა გავიქცე, თორემ თავიდან რემონტის ატანა არ გინდა, ჯერ კიდევ ბევრი რამის შეცვლას ვაპირებთ და ვნახოთ, რა გამოვა.

– ბინის დიზაინზე ვინ იმუშავა?

– აბსოლუტურად ყველა ნიუანსი და დეტალი ოჯახის წევრებმა მოვიფიქრეთ და სხვისი ჩარევის გარეშე, თავად გავთვალეთ და გავაკეთეთ. უპირატესობა ინტერიერში ღია ფერებს მივანიჭეთ. სხვათა შორის, ღია ფერის ტონები ადამიანის აურაზე დადებითად მოქმედებს. დედამ კი ფარდები თავისი გემოვნებით-ოქროსფერ ფერებში შეარჩია და ესეც ძალიან მოუხდა ბინას. მთავარი მიზანი კი მაინც ის იყო, რომ კომფორტი შეგვექმნა. ეს შევძელით. სახლში სიმშვიდე და სიწყნარეა. სამსახურიდან დაღლილი რომ მოვდივარ, შინ თავს მშვიდად ვგრძნობ. ოჯახის ყველა წევრს ცვალებადი ხასიათი გვაქვს, არ გვიყვარს ერთფეროვნება და ხშირად ბინის დიზაინს ვცვლით. გვიყვარს, როცა ბინაში სივრცეა. არც ანტიკვარული და ძველი ნივთების მოყვარული არ გახლავართ. მიყვარს ბევრი სტუმარი, ხალხმრავლობა და არ მიყვარს შენახული, მუზეუმი-სახლები, ყველაფერს რომ უფრთხილდებიან და ვიტრინებში წლობით დევს ხელუხლებელი ჭურჭელი. ნივთები უნდა გემსახუროს და არა შენ ემსახურო მათ. ისეთი ნივთი არ არსებობს ჩემს ბინაში, რომელსაც არ ვიხმართ და მხოლოდ იმიტომ არ ვახლებთ ხელს, რომ ძვირფასია ან ლამაზი. ეს გამორიცხულია.

– ავეჯი როგორ შეარჩიეთ? როგორც ვხედავ, ძირითადად, ახალი სტილის ავეჯზეა გამახვილებული ყურადღება.

– ძველი ბინიდან პრაქტიკულად არაფერი წამოგვიღია, ყველა ნივთი და ავეჯიც მათ შორის, ახალი შევიძინეთ. ერთადერთი, რაც ძველი ბინიდან წამოვიღე, ჩემი ნახატია. ბავშვობაში დავხატე და ახლა ის მისაღები ოთახის კედელზე კიდია. რომ შევხედავ ხოლმე, ბედნიერი ბავშვობის წლები მახსენდება (იცინის). არასტანდარტული კედლებია და ამიტომ, ძირითადად, შეკვეთით გავამზადებინეთ ავეჯი. მთავარი ის კი არ არის, სახლში ძვირადღირებული, ცნობილი დიზაინერის ან ფირმის ავეჯი გედგას, არამედ ის, რომ ის კომფორტული, მოსახერხებელი და ამავდროულად, ლამაზიც იყოს. პიანინოს კი, რომელიც მეორე სართულის მისაღებ ოთახში დგაც, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ოჯახში. თითქმის ყველა კომპოზიტორს დაუკრავს მასზე და უმღერია. მე და ჩემი პიანინო ერთი ხნის ვართ, ტყუპისცალებივით და ამიტომაც მიყვარს (იცინის). სხვათა შორის, ძალიან ბევრი სიმღერის პრეზენტაცია პირველად ჩემს სახლში მომხდარა. ამ სახლის ფანჯრებიდან არაერთხელ გასულა ახალი სიმღერის ჰანგები. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბინაში ხატების და ბუხრის კუთხეა და კიდევ, ჩემი სამუშაო ადგილი. ანუ, ის მაგიდა, სადაც კომპიუტერი დგას. ბუხარს ზამთარში ვანთებთ და სითბოსაც გამოყოფს, თან ძალიან სასიამოვნო სანახავია სუსხიან დღეებში მისი გუზგუზი. სამზარეულო ოთახის ავეჯიც შეკვეთით დავამზადებინეთ. მისაღებიდან სამზარეულოში გასასვლელი თაღით გავხსენით და ეს ძალიან მოუხდა ორივე ოთახს. ამ ოთახში ყველა საჭირო ელექტრონივთია, რაც ნებისმიერი დიასახლისისთვის არის აუცილებელი. სხვათა შორის, იქ, სადაც დღეს სამზარეულოა, სახლი რომ შევიძინეთ, გადავწყვიტე პატარა აუზი გამეკეთებინა. ჩემი ხელით მოვზიდე ფილები, დიზაინზეც თავად ვიზრუნე. მერე რემონტის გამო, როგორც გითხარით, მამიდასთან გადავედი დროებით საცხოვრებლად და რომ დავბრუნდი, სადღა დამხვდა ჩემი აუზი. ჩემს მშობლებს გადაუწყვეტიათ, იქ სამზარეულო ოთახის გადატანა და გაფართოება. გული კი დამწყდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? წყალში არ ჩამიყარეს ჩემმა მშობლებმა ამდენი შრომა (იცინის).



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3