კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იზიდავს ადამიანი საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებას და დაგვყვება თუ არა გამუდმებით თან ბედის ვარსკვლავი

თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზეა დამოკიდებული. სამყაროში კი უმიზნოდ არაფერი იკარგება და მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, მეტად დაკვირვებული უნდა ვიყოთ, არ ვისროლოთ სიტყვები უმიზნოდ და დაუფიქრებლად. ყურადღება მივაქციოთ ყოველ წვრილმანს, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და თავი ავარიდოთ შესაძლო საფრთხეს. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლიანა ამბობს, გარკვეული ცოდნა ეზოთერიკაში, იმ ინფორმაციას მოგაწვდით, რითაც შესაძლოა, თქვენი პრობლემები უმოკლეს ხანში უმტკივნეულოდ გადაიჭრას, ადვილად მოიძიოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან და ასე შემდეგ.

ლიანა: ადამიანი ფიქრისა და სიტყვის საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიებს და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. ვისაც ხშირად უმართლებს, უდავოდ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, რადგან, თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისწერისანი ვართ. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი მფარველობს, რომელიც ჩვენს ბედ-იღბალზე აგებს პასუხს. ეს ვარსკვლავი ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, ხოლო მისი სიკვდილის მომენტში სწყდება ცას და უკვალოდ ქრება. სხვათა შორის, ბედის ვარსკვლავის მოწყვეტა ცის კაბადონიდან და მისი ერთბაშად ჩაქრობა არ ხდება. მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, მისი სიკვდილის მომენტში კი, ცას სწყდება.

– ესე იგი, ადამიანის ბედ-იღბალი ვარსკვლავის სიკაშკაშეზეა დამოკიდებული?

– რასაკვირველია, იმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედ-იღბალი, თუ როგორ კაშკაშებს ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ ხდება – უმართლებს ბედში, არ უჩივის იღბალს. მაგრამ, თუ მისი ვარსკვლავი შედარებით მკრთალია, მაშინ ცხოვრებაში არ უმართლებს, ბევრი წინაღობა და პრობლემა ხვდება, ბედშიც უიღბლოა. ბედის ვარსკვლავი ჩვენს განზომილებაში არ ჩანს, ის ჩვენს გადაადგილებასთან ერთად, უხილავად მოძრაობს და გამუდმებით თან დაგვყვება, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. ამიტომ, თუ შედარებით კარგად გრძნობთ თავს, არ გშიათ, არ გწყურიათ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხართ და საარსებო მინიმუმიც არ გაკლიათ, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ამით ბედის ვარსკვლავი არ გაანაწყენოთ. თორემ, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული, ჯუნგლებშიც რომ ჩავარდეთ, არაფერი მოგივათ. თუ უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდით, მაშინ ტრიალ მინდორზეც კი ხიფათს ვერ ასცდებით. ეს გარდაუვალია და ამაში ჩვენ, ადამიანები ვერ ჩავერევით. ბედმა ასე გვარგუნა და რამის შეცვლისთვის ბრძოლა, უბრალოდ, უაზრობაა.

– ხომ ამბობენ, ადამიანები გარკვეულ ენერგიას სიტყვით და ფიქრის დონეზე იღებენ, რომელიც მათსავე ბედნიერებასა და უბედობაზე აგებს პასუხსო?

– მართალია, არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრის, აზრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. უბრალოდ, საჭიროა გამოიმუშავოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს.

– კერძოდ, როგორ მოვიქცეთ და რა ხდება ამ დროს?

– ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. თუ გინდათ ბედნიერები იყოთ, აღიქვით გარშემო მიმდინარე მოვლენები, ფაქტები, სიტუაციები ისე და მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორიც სინამდვილეში არიან და ადვილად მიხვდებით, სად შეცდით და ხელიდან გაუშვით ბედნიერების შესაძლებლობა. საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია და ის თავადვე უნდა შეაჩეროთ. ამაში სხვა ვერ დაგეხმარებათ. ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ სანამ შემეკამათებით, აბა, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ ჩემი ნათქვამი. კერძოდ, ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სიტყვით, სიტუაციებითა თუ აზრებით. ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორც არის და არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, რომ იყოს. არ ეცადოთ, საკუთარი აზრის და შეხედულების დაცვას და ვინმეს ძალით დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობისა და აღელვების გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. მოკლედ, ყველას მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ მათი აზრი, დაფიქრდით და შემდეგ ისე იმოქმედეთ, როგორც თავად თქვენთვისაა საჭირო და მისაღები. სხვათა შოორის, აქვე გეტყვით, რომ არსებობს სურვილის და განზრახვის კანონი.

– ეს ის კანონებია, რომელიც ადამიანს სურვილების ახდენაში უწყობს ხელს და ეხმარება?

– დიახ, სწორად მიმიხვდით. მოკლედ, ყველა ადამინი უნდა დაჯდეს და ჩამოწეროს ფურცელზე ის სურვილები, რომელთა ახდენაც სურს. შემდეგ ეს ფურცელი სამად გადაკეცოს და ჯიბით სულ თან ატაროს. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით მშვიდად – დარწმუნებული, რომ ისინი რეალურად ახდება. ხშირად ამოიღეთ ჯიბიდან ფურცელი, გადაიკითხეთ, ისევ გადაკეცეთ და ჩაიდეთ ჯიბეში. თან იფიქრეთ, რომ ეს სურვილები რეალურია, სამყაროში კი ყველაფერი შესაძლებელია და არაფერი იკარგება, არც ერთი სიტყვა თუ გააზრებული სურვილი. მთავარია, ამ დროს არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება. მოკლედ, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ახდენა მიანდეთ ზეციურ ძალებს. არ დაკარგოთ იმედი და ისინი აუცილებლად ასრულდება. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

– აუცილებელია, სურვილები ფურცელზე დავწეროთ და თან ვატაროთ? ხომ არ ჯობია, ისინი გონებაში ხშირად ვიმეოროთ და ვიფიქროთ მათ ახდენაზე?

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. სურვილების ფურცელზე დაწერით, და თან ტარებით, თქვენს სურვილებს სწორ გზას მისცემთ სამყაროში.

– იქნებ, ისიც გვირჩიოთ, როგორ დავძლიოთ ადვილად ის პრობლემები, რომლებსაც, პრაქტიკულად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით და როგორ მოვაგვაროთ ისინი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ?

– რასაკვირველია, დაგარიგებთ და როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, გეტყვით, რომ ეს ცხოვრება სასტიკია იმ დონეზე, რა დონეზეც თქვენ აღვიქვამთ მას სასტიკად. ჩვენი ცხოვრება, რასაკვირველია, ია-ვარდით არ არის მოფენილი. ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამ მოულოდნელობამ ცხოვრება არ უნდა გაგიფუჭოთ. თავად არ უნდა მისცეთ მას ამის საშუალება. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ სუსტი არ ხართ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რომ სამყაროში თქვენი მფარველი ძალები და თუნდაც, ბედის ვარსკვლავი თქვენთვის კაშკაშებს და თქვენთვის იბრძვის. ასე თუ იფიქრებთ, ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგერევათ და დეპრესიაშიც არ ჩავარდებით. ცუდი ფიქრები სიტუაციის რეალურად აღქმის უნარს უშლის ხელს და დიდი შანსია, საკუთარ თავს ისეთი წარუმატებლობა დააკვებოთ, ვეღარასდროს დაიძვრინოთ თავი. იგრძენით საკუთარი ძალა და ნუ ეცდებით, სამყაროსა და ადამიანებს თავი მოაძულოთ თქვენივე საქციელით. ეს ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ მოულოდნელობისთვის არ ხარ ადამიანი მზად, მაშინ ვერც ერთ პრობლემას ვერ გაუძლებ, თუნდაც უმნიშვნელოს. ამიტომ, როცა ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, შენი ბედის ვარსკვლავიც უფრო ძლიერად კაშკაშებს, ბედიც მეტად გიღიმის და არც წინაღობებისა და წარუმატებლობის უნდა გეშინოდეს.


скачать dle 11.3