კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 13 სექტემბერს, დილის 7 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის წარმატებულია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ტურიზმის ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო საქმიანობა და ფსიქოთერაპია.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 7 მაისს, ღამის 2 საათსა და 30 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გამიწევს კარგ სასიყვარულო-საოჯახო პარტნიორობას?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, თუმცა, ის არც ცუდია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, ბრაზილია, პორტუგალია, ინდოეთი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კუნძული მალტა, სამხრეთ კორეა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, ყვავილების ბიზნესი, საკონდიტრო სფერო, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობა, ტურისტული ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორებს, თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან, ასევე, ტყუპებთან, თევზებთან, კირჩხიბთან და ქალწულთან. უფრთხილდით თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობას.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 15 ივნისს, ღამის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მაქსიმალისტი, მარტოხელა მებრძოლი; უნდა გამოირჩეოდეთ საქმისადმი სერიოზული მიდგომით, უნდა იყოთ მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა იყოთ დემოკრატი, პატივი სცეთ სხვის თავისუფალ ნებას, კერძოდ, თავისუფალი არჩევნის უფლება უნდა დაუტოვოთ გარშემო მყოფებსაც. დაეყრდენით ურთიერთობებში დიპლომატიას, ინტუიციას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედება. შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება. დაეყრდენით ცოდნას – ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას დედამიწაზე და მეტად მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 20 ივლისს, დილის 5 საათზე. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთისა და შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრალია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი.


скачать dle 11.3