კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაურბოდნენ ბოიფრენდები ადრიანა ლიმას და NBA-ის რომელი კალათბურთელისგან ელოდება ის შვილს

ამ ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, დიდი ხანია, საკუთარი სახელი მოდის სამყაროს ენციკლოპედიაში ჩაწერა, ხოლო მისი ფრაზა, „მე არასდროს არ დამჭირვებია სპორტ-დარბაზში სიარული“ ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც წლების წინათ ლეგენდარული ლინდა ევანგელისტას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ათი ათას დოლარზე ნაკლებ ფასად, ლოგინიდანაც არ ვდგები“. ცისფერთვალება შავგვრემანი ლამაზმანი, იდეალურთან მიახლოებული ფორმებით – 85-59-89, „ვიქტორია სიკრეტის“ ანგელოზია და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. საუბარია ადრიანა ლიმაზე, პლანეტის მამაკაცების უმეტესობის საოცნებო და სასურველ ქალზე, რომელიც ყველა დროის, ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში დამსახურებულად იკავებს მოწინავე ადგილს.

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.

ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის“ ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი“, რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ-იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „მარი კლერი“, „ვოგი“ და „ელი“. იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „კრისტიან ლაკრუას“, „ეფენდის“, „ემანუელ უნგაროს“, „არმანის“, „ვალენტინოს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს“. 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „გუესთან“ და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „ვიქტორია სიკრეტთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა. თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, ბოლო მონაცემებით სამოდელო სფეროდან ის 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამას დამატებული კიდევ 2 მილიონი ევრო სხვადასხვა სარეკლამო გადაღებებიდან და ამ მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სუპერმოდელებს შორის ლიმა მეოთხე ადგილზე იმყოფება. მასზე მეტს ჟიზელ ბუნდჰენი (25 მილიონი), ჰაიდი კლუმი (16 მილიონი) და ქეით მოსი (8,5 მილიონი) გამოიმუშავებენ.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება“, რომელიც ავტოკონცერნ „ბეემვეს“ დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „ვიქტორია სიკრეტის“ ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.

საინტერესოა რომ, მიუხედავად დიდი პოპულარობისა ადრიანა ლიმა არასდროს გარეულა სერიოზულ სკანდალში. ის არავის უნახავს ან ნასვამი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყველაფერი კი მისი რელიგიურობის დამსახურებაა. სხვათა შორის ადრიანა ლიმა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე და სწორედ ამიტომ გაურბოდნენ მას ბოიფრენდები. მისი მეგობარი მამაკაცების სია კი მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, მაინც შთამბეჭდავია. სხვადასხვა პერიოდში ის ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.

2009 წლის 14 თებერვალს ადრიანა ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა NBA-ის გუნდ „მემფის გრიზლის“ კალათბურთელზე, სერბ მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ზამთარში, ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ტოპმოდელი მსოფლიოში დედა გახდება. ეს ფაქტი ყველაზე მეტად „ვიქტორია სიკრეტის“ მესვეურებს არ გაუხარდათ, რადგან ადრიანა ლიმა ფიზიკურად ვერ მიიღებს მონაწილეობას შემოდგომაზე დანიშნულ ბრენდის შოუ-წარმოდგენაში. ადრიანას გარდა შვილს ელოდება კიდევ ერთი „ანგელოზი“ ჰაიდი კლუმი და როგორც ჟიზელ ბუნდჰენმა განაცხადა, „ვიქტორია სიკრეტი“ ნამდვილი „დედების სამჭედლო გახდა“. სხვათა შორის 2008 წლის შოუზე, სწორედ ადრიანა ლიმას ეკეთა ძვირფასი თვლებით შემკული „ვიქტორია სიკრეტის“ ბიუსტჰალტერი, რომლის ფასი 5 მილიონი ამერიკული დოლარია.

უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3