კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიის პეპლები

ანუ, სავალდებულოდ შესაწამლები

ქართული წინასაარჩევნო კამპანია იმითაცაა გამორჩეული, რომ ფრიად უცნაური კრეატიულობა ახასიათებს, ამიტომაც, მთლად ქვეყნის ბედი რომ არ წყდებოდეს, ერთობ გულის გადასაყოლებელი სანახაობა იქნებოდა (აი, ისეთი რომაელ კეისრებსაც რომ შურით გულებს დაუხეთქავდა). ჰოდა, სანამ ისინი შურით გულზე სკდებიან (რაკი კრეატიულზე კრეატიული არ დაილევაო), გასულ კვირას, იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ჯგალის მოსახლეობას ხვდებოდა, სპეცმოწყობილობით აღჭურვილმა მანქანამ ჩაუარა და შხამ-ქიმიკატიც გააფრქვია. მედიის ცნობით, მანქანაში ადგილობრივებმა სოფლის რწმუნებული ამოიცნეს და, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს მოწამვლის ნიშნებიც აღენიშნებოდა.
შემთხვევას (რადგან ითქვა, ადამიანები დაიწამლნენო) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოეხმაურა. სახელდობრ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძემ განგვიმარტა, რომ შეწამვლა რაიონში ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, მოსახლეობაც გაფრთხილებული გვყავდა და, რაც მთავარია, ის პრეპარატი, რომელიც გაიფრქვა, მხოლოდ მავნებელს სპობს, თორემ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არისო (ეჭვი მაქვს, სასარგებლოცაა!). ამიტომაც, ბ-ნმა კობერიძემ ერსა და ბერს მოუწოდა, ასეთი ფაქტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას მოერიდეთო. დიახ, უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან (მოვიხმობ ბ-ნი კობერიძის ციტატას): „ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობამ უკეთესი მოსავალი და, შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღოს (ჩვენ კი, ბნელებს, პირიქით გვეგონა).“
ხოლო, რაკი ამერიკული პეპლის შესაწამლის პკურება, თუ სურსათის სააგენტოს თავკაცს ვერწმუნებით, ჩვენი უკეთესი მომავლის გარანტიაა, ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ საქართველოს მოქალაქეების დილა-საღამოს სავალდებულო შეწამვლა.
დაახლოებით, ასე: „– ჩამოიღე, ქალო, ფეხი, თავზე რომ მადგამ!
– ნუ გეშინია, ბიძია, სუფთა მაქვს!
– კარგი, აბა, მეორეც დამადგი!”

скачать dle 11.3