მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
მარგებელი შვრიის ფაფა
2010-09-24
ნონა დათეშიძე


შვრიის ფაფა ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ამინომჟავებს, ნახშირწყლებს, სახამებელს, B და C ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, საკვებ ბოჭკოებს. დამტკიცებულია, რომ ანტიოქსიდანტების შემცველობით, შვრიის ბურღული თითქმის ყველანაირ ხილს, ბოსტნეულსა და მარცვლეულს ჯობია.

შვრია ენერგიის წყაროა. ის მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით, რომლებიც ორგანიზმს თანაბრად და დიდი ხნით ამარაგებს ენერგიით.

შვრიის ფაფა ხელს უწყობს მავნე ქოლესტერინისგან სისხლის გაწმენდას. ათეროსკლეროზით დაავადებულმა ადამიანმა ის ყოველდღე სწორედ ამის გამო უნდა მიირთვას. ამ დროს, ასევე, მცირდება სტენოკარდიული შეტევების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკიც.

ამ ფაფაში შემავალი ხსნადი ბოჭკოები აქვეითებს არტერიულ წნევას, ანტიოქსიდანტებთან ერთად ხელს უწყობს დაჭიმული და შეკუმშული სისხლძარღვების მოდუნებას.

შვრია ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებასაც ახდენს. მას უნარი შესწევს ორგანიზმიდან წიდები გამოდევნოს. ასევე, კარგია და მარგებელი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ის ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, არეგულირებს ორგანიზმის მიერ ცხიმების შეთვისებას. შვრიის ფაფა, აგრეთვე, მარგებელი და სამკურნალოა შეკრულობის, ფაღარათის, კვებითი მოწამვლის, გასტრიტის, კოლიტის, წყლულოვანი და სისხლძარღვთა პათოლოგიების დროსაც.